არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთავრე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე, რისი მთავარი განმაპირობებელი მიზეზიც ის გრავიტაციული მიზიდულობაა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ნიადაგის ტენიანობაზე.
დაკვირვებების მიხედვით, თესლი მეტად შეიწოვს წყალს სავსე მთვარისა და ახლალმთვარეობის პერიოდში, როდესაც ტინიანობა მეტად კომცენტრირებულია ნიადაგის ზედაპირზე – სავსემთავრეობას დათესილი თესლი გამოირჩეოდა გაღვივების მაღალი კოეფიციენტით და აღმოცენების კარგი უნარით.
მცენარის ზრდაზე მთვარე ასევე გავლენას ახდენს გეოტროპიზმის დახმარებით, რაც მცენარის რეაქციას მოაზრებს გრავიტაციაზე რეაგირების დამსახურებით. ფესვები იზრდება ნიადაგისკენ, დაღმავალი, გრავიტაციული მიზიდულობის მიმართულებით, ხოლო ღეროები იზრდება, პირიქით, აღმავალი მიმართულებით, რაც ადვილი შესამჩნევია როგორც ქოთანში ჩარგულ მცენარეებზე დაკვირვებით, ასევე ბოლქვების დარგვის მაგალითით, როდესაც არასწორად (ღეროების ამონაყარი დედამიწის მიმართულებითაა ჩარგული) დარგული ბოლქვის ღეროები ამოტრიალდება და ღერო მაინც ნიადაგის ზედაპირის მიმართულებით იწყებს გაზრდას.
თუმცა აგრროტექნიკური ღონისძიებებისათვის ხელსაყრელი დღეები განისაზღვრება არა მხოლოდ მთვარის დღეებზე დაყრდნობით, ასევე მთვარის ტრანზიტით სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში. მაგალითად, მთვარის კუროს ზოდიაქოში ტრანზიტი ხელსაყრელია დარგვისთვის, გადარგვისა და მყნობისთვის. სხვა მსგავსი აქტივობები კი დაკავშირებულია დანარჩენ ზოდიქოს ნიშნებთან, რაც წარმოდგენილია ცხრილის სახით:
რგვის პროცესში მთვარის კალენდრის გათვალისწინებისას, არსებობს შემდგომი გაიდლაინები:
თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ მთვარის კალენდარი და სხვა სტატიები მთვარისა და მცენარეების ურთერთობის შესახებ წარმოადგენს დამხმარე მასალას.