დანიშნულება: სასუქი
პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი კონცეტრატი
მოცულობა: 5 ლ
მწარმოებელი : Kimitec
ქვეყანა: ესპანეთი
რა არის ესპარტანი?
მის შემადგენლობაშია : ორგანული ნივთიერება + ფულვომჟავები + NPK;
წარმოადგენს პრებიოტიკურ პროდუქტს, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგს. იგი 100% ორგანულია.
წარმოქმნის ნიადაგისთვის აუცილებელ კომპონენტებს, როგორიცაა:
– მაკროელემენტები: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი.
– ორგანული ნივთიერებები და ფულვომჟავები.
განსხვავებული სასუქი
ესპარტანი არის ორგანული მასა, რომელიც მიიღება ბოსტნეულისგან, იგი აუმჯობესებს რიზოსფეროს – ნიადაგში წყლისა და ჟანგბადის შენარჩუნებით. ასევე ასტიმულირებს მწვანე ორგანოებისა და ნაყოფის განვითარებას, არახელსაყრელ სიტუაციებში.
ბუნებრივი წარმოშობის წყალობით, ორგანული მასისა და ფულვო მჟავების გარდა, იგი მცენარეს უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტებით, როგორიცაა N, P და K. ესპარტანი ასევე წარმოქმნის ბუნებრივ ბიოსტიმულატორულ ნივთიერებებს, როგორიცაა ბეტაინი, შაქარი, ცილები, ფერმენტები, აუქსინები და ვიტამინები. ელემენტების ეს ნაკრები აძლიერებს ნიადაგის მიკრობულ ფლორას და ფაუნას.
რეკომენდაციები:
ესპარტანის გამოიყენება ყველა კულტურის მოსავლიანობის გასაზრდელად, განსაკუთრებით:
– ქვიშიანი ნიადაგების პირობებში.
– დაბალი ორგანული მასის მქონე ნიადაგების პირობებში.
– მძიმე ნიადაგების პირობებში (იგულისხმება შებოჭილი მიკროელემენტების მაღალი დონის მქონე ნიადაგები).
– არ შეურიოთ გოგირდსა და სპილენძს, გარდა ზეთისხილის პლანტაციებისა – აუცილებლად ტექნიკური გუნდის დახმარებით.
– არ შეურიოთ მაღალი ტუტე რეაქტიული პროდუქტები (მინერალური ზეთები).
– არ შეურიოთ კალციუმს და მაგნიუმს.
-ესპარტანთან ერთად, არ გამოიყენოთ პროდუქტები წყალბადის ზეჟანგის ან ქლორიდების ბაზაზე, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მოქმედების ხარისხი.
– რეკომენდებულია გამოყენება განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.
– უნდა განზავდეს 50% -მდე სამარაგო ხსნარში მისი რეგულარული და უწყვეტი გამოყენებისათვის.
ესპარტანის შემადგენლობა
შემადგენელი კომპონენტი | წილი (%) |
საერთო აზოტი (N) | 3.1 |
ორგანული აზოტი (N) | 1.3 |
ამონიაკალური აზოტი (N) | 1.8 |
ფოსფორი (P2O5) | 2.4 |
კალიუმი (K2O) | 3.0 |
საერთო ორგანული მასა | 33.5 |
საერთო ჰუმინის ექსტრაქტი | 20.0 |
ფულვომჟავები | 20.0 |
pH მაჩვენებელი: 4 – 6
ესპარტანს მხოლოდ უპირატესობები მოაქვს:
ტექნიკური უპირატესობები:
– სრულიად ხსნადი.
– მას არ გამოჰყავს სარწყავი სისტემები მწყობრიდან, მისი ორმაგი გაფილტვრის პროცესის გამო.
– ჰომოგენური და სტაბილიზირებული ფორმულაცია.
– არასასურველი პათოგენების გარეშე.
აგრონომიული უპირატესობები:
– ასტიმულირებს რიზოსფეროს და, შესაბამისად, ზრდის ფესვების განვითარებას.
– აღადგენს ღარიბ ნიადაგებს.
– აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ზრდის ფორიანობას და, შესაბამისად, წყლის შეკავების შესაძლებლობას.
– უზრუნველყოფს მცენარეს საკვები ნივთიერებებით (N, P და K)
– ხელს უწყობს მიკრობების არსებობას (ფოსფორის ხსნადი ნივთიერებები და აზოტის დამაფიქსირებელი ბაქტერიები).
– ფულვომჟავების წყალობით, იგი ნიადაგში შებოჭილ ელემენტებს ათავისუფლებს, რაც მათ მცენარეებისთვის ათვისებადს ხდის.
– ესპარტანი იქმნება მცენარეული ნარჩენების, ბაქტერიული დუღილიდან და არა ცხოვეური ნარჩენებიდან, ამიტომ ის თავისუფალია არასასურველი პათოგენებისა და დაავადებებისგან.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ეტიკეტს: