Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

კუპროზინი 35 სფ

                პროდუქტის დეტალები

დანიშნულება:                ფუნგიციდი
მოქმედი ნივთიერება:    სპილენძის ოქსიქლორიდი
პრეპარატული ფორმა:   წყალში ხსნადი ფხვნილი 
ნეტო მასა:                       10 კგ
მწარმოებელი:                 Cosaco GmbH
ქვეყანა:                            გერმანია

პროდუქტის შესაძენად გადადით

რა არის კუპროზინი?

კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ. კუპროზინში შემავალი ოქსიქლორიდული სუფთა სპილენძი მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ გავრცელებული ფუნგიციდი და ბაქტერიოციდია, რომელიც გამოიყენება 75 ტიპის სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ. კუპროზინს აქვს წვრილი კრისტალური სტრუქტურა, რის გამოც ადვილადად ჯდება ფოთლის უჯრედშორისებში და გამარტივებულად ებრძვის დაავადებას.

მნიშვნელოვანი უპირატესობა

სპილენძის ყველა პროდუქტი არის დამცავი ფუნგიციდი და ბაქტერიციდი. სპილენძის ოქსიქლორიდის კრისტალების ზომა (საიდანაც გამოიყოფა აქტიური სპილენძის2+ იონები) და კრისტალების ერთგვაროვანი განაწილება მცენარის ზედაპირზე, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტების ეფექტურობისთვის. კუპროზინში ორივე ფაქტორი გაუმჯობესებულია. ეს იწვევს აქტიური ნივთიერების ოპტიმიზებულ კონტაქტს მცენარესთან და სპილენძის იონების მუდმივ გამოყოფას.
ფუნგიციდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური იყოს ნალექების მიმართ და მარტივად არ ირეცხებოდეს ფოთლიდან. კუპროზინის ფორმულირება შეიცავს მრავალ მიმწებებელს და დანამატს, რისი მეშვეობითაც  წამლობიდან 2 საათში, ძლიერი წვიმის შემდეგაც კი, არ კარგავს ეფექტურობას.                                                                                                                                     

 

შემადგენლობა

სპილენძის ოქსიქლორიდი – 58.63%
ინერტული ნივთერებები – 41.37%
(მეტალური სპილენძის ექვივალენტი – 34.88%)

ამავდროულად მისი შემადგენლობა, უზრუნველყოფს კუპროზინის უნიკალურ მახასიათებლებს:

      ·       ვარგისიანობის ვადა მინიმუმ 3 წელი;

      ·       სწრაფი დატენიანება, რაც წყალთან დაუყოვნებლივი შერევის საშუალებას იძლევა;

      ·       ძალიან კარგი მგრძნობელობა მაღალხარისხიანი სუსპენზიის შესაქმნელად;

      ·       კარგი წებოვანი თვისებები, რომლებიც ითვალისწინებს კუპროზინის სწრაფად შრობას და ხანგრძლივ 
      ეფექტურობას;

      ·       თავსებადია გავრცელებულ ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და აკარიციდებთან;

კუპროზინის ეს მახასიათებლები, მისი საიმედო ეფექტურობის ძირითადი ელემენტებია.კუპროზინი ეფექტურად მოქმედებს კულტივირების განსხვავებულ პირობებში: 

იგი ფართო სპექტრის პესტიციდია და მოქმედებს დიდი ზიანის მომტან დაავადებათა  წინააღმდეგ. ამავდროულად ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას:

Shopping cart