Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

mcenaris-zrda

BBCH-ის სკალა და ძირითადი განვითარების ფაზები.

ვრცელი BBCH-ის სკალა, ერთმანეთის მსგავს ფენოლოგოური ფაზებს ერთლებნიანი და ორლებნიანი მცენარეებისთვის, აქცევს საერთო კოდების სისტემაში.ის შეიქმნა გერმანიის ფედერალური ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო საქმეში , გერმანიის მცენარეთა სახეობების ფედერალური ოფისის, გერმანიის აგროქიმიური ასოციაციის და ბოსტნეულისა და დეკორატიული მცენარეების ინსტიტუტის მიერ 

სკალის ძირითადი პრინციპები.

– ძირითადი სკალა გვაძლევს შაბლონს, რომლის მიხედვითაც აწყობილია ინდივიადუალური სკალები.

ის ასევე შეიძლება მოვარგოთ იმ მცენარეთა სახეობებს, რომელთათვისაც სპეციალიზირებული სკალა არ არის ხელმისაწვდომი.

– მსგავს ფენლოლგიურ ფაზებს ყველა მცენარისთვის ერთნაირი კოდი აქვს მინიჭებული.

– თითოეული კოდისთვის , მოცემულია ინსტრუქცია, და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საფეხურის აღსაწერად,ნახატები.

– ფენოლოგიური განვითარების ფაზების ასაღწერად, მასაგები და მარტივად ამოსაცნობი მორფოლოგიური მახასიათებლებია გამოყენებული.

– მეორადი ზრდის საფეხურები  0-დნ  8-მდე  შეესაბამება  ნორმალურ რიცხვს ან პროცენტს; მაგალითად მე-3 საფეხურეი  შეიძლება წარმოადგენდეს:მე-3 ნამდვილი ფოთოლი, მე-3  , მე-3  მუხლი  ან სახეობისთვის დამახასიათებელი მთლიანი სიგრძის ან ზომის 30 %  ან ყვავილების 30%-ის გახსნა.

– მოსავლის აღების შემდგომი პერიოდი ან დასაწყობება აღნიშნულია – 99.

– თესლის დამუშავება დათესვამდე – 00.

სკალის სტრუქტურა

მცენარეთა განვითარების სრული ციკლი დაყოფილია 10  გასაგებ და 

იოლად განსხვავებად გრძელვადიან  განვითარების ფაზებად. ეს ძირითადი ზრდის საფეხურები აღწერილია რიცხვების გამოყენებით, 0 to 9 აღმავალი თანმიმდევრობით

ზრდა-განვითარების ძირითადი სტადიები:

  1. გაღივება/აღმოცენება/კვირტის განვითარება
  2. ფოთლების განვითარება(მთავარი ღერო)
  3. გვერდითი ყლორტების ფორმირება/ბარტყობა
  4. აღერება ან ფოთლების როზეტის წარმოქმნა/ღეროს განვითარება
  5. Booting
  6. ყვავილობის დასაწყისი(მთავარი ღერო)
  7. ყვავილობა
  8. ნაყოფის განვითარება
  9. სიმწიფე და ზრდასრულობა-თესლის და ნაყოფის
  10. სიბერე, მოსვენების პერიოდის დასაწყისი

D(ე) = ერთლებნიანები

M(ო) = ორლებნიანები

V(ვ) = ვეგეტატიური ნაწილებიდან ან გამრავლებული ორგანოებიდანor propagated organs.

G(მა) = მარცვლოვანნი

P(მრ) = მრავალწლიანი მცენარეები

BBCH-ის შკალა ვრცლად.

D = ორლებნიანი მცენარე

M = ერთლებნიანი მცენარე

V = განვითარება ვეგეტატიური ნაწილებისგან ან გასამრაბლებელი ორგანოებიდან

G = ბალახები

P = მრავალწლიანი ბალახები

კოდი არ გამოიყენება, თუ აღწერილობა ვრცელდება მცენარეთა ყველა ჯგუფზე.

კოდის აღწერილობა.

ძრდის ძირითადი ეტაპები 0: გაღივება, აღმოცენება, ჩანასახის განვითარება

00 მშრალი თესლი (თესლის ‘შემოსვა’ ანუ შეწამვლა სხვადასხვა პრეპარატებით ხდება ამ ფაზაზე- 00)

P, V გამოზამთრება ან მოსვენების პერიოდი

01 თესლის ტენით გაჯერების დასაწყისი;

P, V კვირტების დაბერვის დაწყება

03 თესლის ტენით გაჯერება, შთანთქმა დასრულებულია;

P, V კვირტების დაბერვა დასრულებულია 

05 წვრილი (პატარა) ფესვის გამონაზარდი გამოჩნდა თესლისგან

P, V მცენარის მუდმივ ნაწილებზე წარმოიქმენაბ ფესვები

06  პატარა ფესვების დაგრძელება, ფორმირება ფესვის ბუსუსების ან/და  გვერდითი ფესვების.

07 G კოლეოპტილი გამოჩნდა კარიოპსისგან.

D, M  ჰიპოკოტილი კოტილდონებთან ან თესლის გარეთა ფენისგან გამონასკვა

P, V აღმოცენების დაწყება ან კვირტების დასკდომა

08 D ჰიპოკოტილი ლოტილდონებთან ერთად იზრდება ნიადაგის ზედაპირზე

P, V  ამონაყარი, ყლორტი იზრდება ნიადაგის ზედაპირზე.

09 G  ზედაპირზე გამოჩენა: კოლეოპტილი გამოაღწევს ნიადაგის ზედაპირიდან (გაივლის მასში)

D, M ზედაპირზე გამოჩენა:კოტილდონები გამოაღწევს ნიადაგის ზედაპირიდან (გაივლის მასში) (მიწიქვეშ არსებული აღმონაცენის გარდა)

D, V ზედაპორზე გამოჩენა: ამონაყარი, ყლორტი/ფოთოლი ნიადაგის ზედაპირზე ამოიყრება.

P  კვირტებს გაუჩნდათ მწვანე ნაწილები.

ზრდის მთავარი ფაზები 1: ფოთლის განვითარება (მთავარი ყლორტი)

10 G კოლეოპტილისგან გამოჩნდა პორველი ნამდვილი ფოთოლი

D, M კოტილდონები სრულად გაიშალა

P პირველი ფოთლები განცალკევდნენ

11 პირველი ნამდვილი ფოთოლი,  ფოთლის წყვილო ან ხვეული გაიშალა

P პირველი ფოთლები გაიშალა 

12 2 ნამდვილი ფოთლები, ფოთლის წყვილები ან ხვეულები გაიშალა

13 3 ნამდვილი ფოთლები, ფოთლის წყვილები ან ხვეულები გაიშალა

1 . ფაზები გრძელდება მანამ სანამ….

19 9 მეტი ფოთლები, ფოთოლთა წყვილი ან ხვეულები გაიშლება.

ზრდის მთავარი ფაზები 2: გვერდითა ყლორტებისა და ღეროების ფორმირება/ გაბუჩქვა

21  პირველი მხრის ყლორტები შესამჩნევია

G  პირველი ნაბარტყის ამოყრა, გაბუჩქვა

22 2 მხრის ყლორტები, ღეროები შესამჩნევია

G 2 ნაბარტყი შესამჩნევია 

23 3 მხრის ყლორტები შესამჩნევია

G 3 ნაბარტყი შესამაჩნევია

2 . ფაზების განვითარება გრძელდება მანამ სანამ . . .

29 9 მეტი გვერდითი ყლორტები გამოჩნდა;

G 9 ან მეტი ნაბარტყის გამოჩენა

ზრდის ძირითადი ფაზები 3: 

პირველი ღეროს დაგრძელება როზეტისებრი სტრუქტურის ზრდა

მთავარი ყლორტი განვითარება

31 ღერო(როზეტი) არის საბოლოო სიგრძის 10% (დიამეტრი)

G 1 ფოთლის ან ყლორტის მიმაგრების ადგილი ღეროსთან, მუხლი, შესამჩნევია.

32  ღერო (როზეტი) არის საბოლოო სიგრძის 20% (დიამეტრი)

G 2 ფოთლის ან ყლორტის მიმაგრების ადგილი ღეროსთან, მუხლი, შესამჩნევია.

33 ღერო (როზეტი) არის საბოლოო სიგრძის 30% (დიამეტრი)

G 3 ფოთლის ან ყლორტის მიმაგრების ადგილი ღეროსთან, მუხლი, შესამჩნევია.

3 . ფაზები გრძელდება მანამ, სანამ . .

39  ღეროს სიგრძის მაქსიმუმი ან როზეტის დიამეტრამდე მიღწევა

G 9  ან მეტი მუხლი ფოთლის ან ყლორტის მიმაგრების ადგილი ღეროსთან 

არის აღმოჩენილი

ზრდის მთავარი ფაზები 4: მოსავლიანობის განვითარება

მცენარის ვეგეტაციური ორგანოები ან ვეგეტაციურად გამრავლებული

დათავთავება (მთავარი ყლორტი)

40 მცენარის სავეგეტაციო ნაწილები ან ვეგეტაციურად გამრავლებული მცენარეს ვეგეტაციური ორგანოები განვითარების დასაწყისში

41 G ფოთლის ყუნწის ქვედა გაფართოებული ნაწილი დაგრძელებული.

43 ასაღებია მცენარის ნაწილები ან ვეგეტატიურად გამრავლებული

ორგანოებმა მიაღწიეს საბოლოო ზომის 30% -ს;

G  ფოთლის ყუნწის ქვედა, გაფართოებული ნაწილი, შესამჩნევად დაბერილია.

45 ასაღებია მცენარის (მოსავლისთვის) ნაწილი ან ვეგეტაციურად გამრავლებული ორგანოებმა მიაღწიას საბოლოო ზომის 50%-ს.

G ხალთა ფოთლის ყუნწის ქვედა, გაფართოებული ნაწილი, რომელიც ღეროზე მთლიანად ან სანახევროდ არის შემოხვეული, დაბერილია 

47 ასაღებია მცენარის (მოსავლისთვის) ნაწილი ან ვეგეტაციურად გამრავლებული ორგანოებმა მიაღწიას საბოლოო ზომის 70%-ს.

G ხალთა ფოთლის ყუნწის ქვედა, გაფართოებული ნაწილი, რომელიც ღეროზე მთლიანად ან სანახევროდ არის შემოხვეული, იხსნება

49 ხალთა ფოთლის ყუნწის ქვედა, გაფართოებული ნაწილი, რომელიც ღეროზე მთლიანად ან სანახევროდ არის შემოხვეული, მიაღწია საბოლოო ფორმას.

G პირველი ძლიერი ჯაგარი შესამჩნევია.

ზრდის ძირითარი ფაზები 5:  ყვავილედის წარმოქმნა (მთავარი ყლორტი)/დათავთავება

51 ყვავილედის ან ყვავილის კვირტები შესამჩნევია.

G დათავთავების დაწყება

55 პირველი ინდივიდუალური ყვავილები გამოჩნდა (ისევ დახურულია)

G ყვავილედების ნახევარი წარმოიქმნა (დათავთავების ნახევარი)

59 პირველი ყვავილის ფურცლები გამოჩნდა

G  ყვავილედები სრულად აღმოცენდა (დათავთავების დასასრული)

ზრდის ძირითადი ფაზები 6: ყვავილობა (მთავარი აღმოცენება)

60 პირველი ყვავილები გაიშალა (დროდადრო)

61 ყვავილობის დასაწყისი: ყვავილების 10% გაშლილია

62 ყვავილების 20% გაშლილია

63 ყვავილების 30% გაშლილია

64 ყვავილების 40% გაშლილია

65 სრული ყვავილობა : 50% ყვავილების გაშლილია, პირველი ფურცლები შესაძლოა დაცვივდეს.

67 ყვავილობა დასრულებულია : ყვავილის ფურცლების უმრავლესობა ან დაცვენილია ან დამჭკნარი

69 ყვავილობის დასასრული: ნაყოფის გამოჩენა

ზრდის ძირითადი ფაზები 7: ნაყოფის განვითარება

71 ნაყოფთა 10%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 10%-ს

G კარიოპსისი სიმწიფის ფაზა

72 ნაყოფთა 20%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 20%-ს

73 ნაყოფთა 30%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 30%-ს

G ადრეული რძისებრი სიმწიფის ფაზა

74 ნაყოფთა 40%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 40%-ს

75 ნაყოფთა 50%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 50%-ს

G რძის სიმწიფის ფაზის შუა პერიოდი

76 ნაყოფთა 60%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 60%-ს

77 ნაყოფთა 70%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 70%-ს

G რძის სიმწიფის ფაზის დასასრული

78 ნაყოფთა 80%-მა მიაღწია საბოლოო ზომას ან ნაყოფმა მიაღწია მისი საბოლოო ზომის 80%-ს

79 თითქმის ყველა ნაყოფმა მიაღწია საბოლოო ზომას.

ეს ფაზა არ გამოიყენება, თუ ზრდის მთავარი ფაზების პერიოდში ხდება მაყოფის ზრდა.

ზრდის ძირითადი ფაზები 8: სიმწიფე

81 სიმწიფის  ან ან ნაყოფის შეფერვის დასაწყისი

85 სიმწიფისა და შეფერვის მატება;

G ფქვილისებრი სიმწიფე

87 ნაყოფი იწყებს დარბილებას 

89 სრული სიმწიფე: სრულ სიმწიფეში მყოფი ნაყოფისთვის დამახასიათებელი შეფერილობა, ნაყოფები მარტივად მოსაცილებელია ხიდან.

ზრდის ძირითადი ფაზები  9:სიბერე, მოსვენების პერიოდის დასაწყისი.

91 P ყლორტების განვითარება დასრულებულია, ფოთლები კვლავ მწვანეა.

93 ფოთოლცვენის დასაწყისი

95 ფოთლების 50 % ჩამოცვენილია

97 ფოთოლცვენის დასასრული, მიწისზედა ნაწილები მკვდარია ან გადასულია მოსვენების ფაზაში

P მცენარე მოსვენების ფაზაშია

99 მოსავალი აღებულია (მოსავლის აღების  შემდგომ ან დასაწყობება) 

Shopping cart