Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ბრექსილ მიქსი

                                პროდუქტის დეტალები 

დანიშნულება:                                  სასუქი;
მოქმედი ელემენტები:                     Mg, Mn, Cu, Zn, Fe, Mo & B;
პრეპარატული ფორმა:                     წყალში ხსნადი მიკროგრანულები;
მწარმოებელი:                                   Valagro;
ქვეყანა:                                              იტალია.

brexil-mix

რა არის ბრექსილ მიქსი?

ბრექსილ მიქსი დაფუძნებულია მიკროელემენტებისა და  LSA –ს კომპლექსზე – მიკროგრანულოვანი ფორმულირების სახით, რომელსაც შეუძლია როგორც მიკროელემენტების დეფიციტის პრევენცია, ისე ამ დეფიციტის შევსება. ბრექსილ მიქსის ფორმულაცია ხასიათდება ეფექტური შეღწევით, ფიტოტოქსიურობის რისკის გარეშე – მოსავლის ადრეულ ეტაპებზეც კი. ფოთლოვანი გამოყენებისას ბრექსილი გარანტიას იძლევა მოსავლიანობის ზრდასა  და წარმოების მაღალ ხარისხზე.

 

რა განასხვავებს ბრექსილ მიქსს სხვა პრეპარატებისგან?

ბრექსილ მიქსი ავსებს მიკროელემენტების დეფიციტს მცენარეში. კომპლექსური აგენტი (LSA)  კი უზრუნველყოფს მიკროელემენტების მაქსიმალურ შეღწევას მცენარეში ფიტოტოქსიკურობის რისკის გარეშე. LSA კი წარმოადგენს ლიგნინსგან წარმოებულ აგენტს, რის გამოც ის ‘’ნაცნობია’’ მცენარისთვის და გაადვილებულია მისი შეღწევა.

 

უპირატესობები:

1.     ყვავილცვენის შემცირება;

2.     გრძელვადიანი ეფექტი;

3.     არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;

4.     თავსებადია ფართოდ  გავრცელებულ პესტიციდებთან

 

დოზირება და გამოყენების ფორმები

ფოთლიდან შეტანა: (დამუშვება ყოველ 7-14 დღში)

ხეხილოვანი კულტურები: 200-300 გ /100 ლ;

ბოსტნეული და დეკორატიული კულტურები: 150-200 გ/100 ლ; 

ტექნიკური კულტურები: 1,5-2,5 კგ/ჰა.

 

პროქუტის შემადგენლობა

შემადგენელი ელემენტები

(%)

მაგნიუმის ოქსიდი

6 %

ორი

1,2 %

სპილენძი

0,8 %

რკინა

0,6 %

მოლიბდენი

1 %

თუთია

5 %

მანგანუმი

5 %

 

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ატამში და კივში ნაყოფის ზრდის ფაზაში. შეურიეთ პირდაპირ სპრეიერში.  კალციუმის შემცველ პროდუქტებთან შერევამდე გააკეთეთ შერევის ტესტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას:

Shopping cart