ემამექტინ ბენზოატს შეუძლია გააძლიეროს ნერვული ნივთიერებების მოქმედება, ისე რომ დიდი რაოდენობით ქლორიდის იონები შევიდეს ნერვულ უჯრედებში, რის შედეგადაც ხდება უჯრედების ფუნქციის დაკარგვა და ნერვული გამტარობის დარღვევა.
დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო–აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების (ბამბის ხვატარი) წინააღმდეგ. მის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ემამექტინ ბენზოატი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ნერვული სისტემის მოქმედება ქლორის იონების – მწერებისა და ტკიპების ნერვულ უჯრედებში შესვლით, რაც საბოლოოდ იწვევს მავნებლების განადგურებას.
რატომ დეტოლი ემა?
ახასიათებს სწრაფი მოქმედება;
არ კარგავს ეფექტურობაა როგორც მაღალი ტემპერატურის (+350C -ზე მეტი) ისე უხვი ნალექის პირობებში;