Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

კობრე

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება:       სპილენძის დი-გლუკონატის,                                                 სპილენძ სულფატის                                                               პენტაჰიდრატი;
პრეპარატული ფორმა:      წყალში ხსნადი კონცეტრატი;
მწარმოებელი:                    Idai Nature S.L.;
ქვეყანა:                                ესპანეთი

kobre

რა არის კობრე?

  • სისტემურ-კონტაქტური, სპილენძის ბიოლოგიური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი
  • სპილენძის დეფიციტის შემსწორებელი,რომელიც არ აფერხებს მცენარის განვითარებას
  • პრეპარატი რომელსაც  მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და რომლის გამოყენება ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში

სპილენძის სხვა ფუნგიციდებისგან განსხვავებით:

  • გარანტირებული ეფექტურობა ცუდი ამინდის პირობებში;
  • არ არის ფიტოტოქსიკური და არ უშლის ხელს მცენარის განვითარებას;
  • მოქმედებს აპოპლასტის საშუალებით (პასიური ტრანსპორტი, მცენარის ენერგიის ხარჯვის გარეშე) ;
  • ჩართულია მცენარის დაცვასთან დაკავშირებული ცილების ფორმირებაში;
  • არ აუფერულობს მცენარეს, არ წარმოქმნის ლაქებსა და ნალექს;

გამოიყენება ყველა კულტურაში

სისტემური მოქმედებით გაცილებით ეფექტური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდია, რომელიც ანაცვლებს სხვა მეტად ტოქსიკურ და ნაკლებად მოქმედ სპილენძის შემცველ პრეპარატებს

კობრეს გამოყენება მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით:

პრევენციის მიზნით:

კობრეს მოქმედება

  • ხარისხობრივი – არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენებს და სწრაფად შეითვისება
  • რაოდენობრივი – არეგულირებს და ავსებს სპილენძის ნაკლებობას, ამცირებს სხვა უფრო ტოქსიკური და ნაკლებად ეფექტური სპილენძის შემცველი პროდუქტების გამოყენების აუცილებლობას

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ:

  • ჭრაქი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, მონილიოზი, ლაქიანობა და სხვ.

ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ:

  • ფსევდომონა – ბაქტერია, რომელიც გვხვდება ნიადაგში და წყალში, იწვევს მცენარის სიკვდილს და სხვა დაავადებებს: სველი ღერო, ფესვის კიბო, ბაქტერიოზი და ა.შ.
  • კობრე 99%–ით ეფექტურია ფსევდომონას წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • პირველი შეტანა გაღივების ეტაპზე 
  • გაიმეორეთ ყოველთვიურად მცენარის სიმწიფეში შესვლამდე.

სამკურნალო მიზნით:

  • პირველი შეტანა გაღივების ეტაპზე
  • მეორე შეტანა დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. 
  • მესამე შეტანა 10-15 დღის შემდეგ
 

HPC ტექნოლოგია განაპირობებს:

  • სპილენძის მაღალი შეთვისების უნარს
  • არაორგანული ნაერთების ორგანულად გარდაქმნის უნარს
  • მცენარის მიერ სპილენძის 100%-იანი შეთვისების უნარს
  • შეითვისება პასიურად ანუ ენერგიის ხარჯვის გარეშე.
 

დოზირებაზე ინფორმაციისთვის გაეცანით PDF ფაილს:

Shopping cart