თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ ოთახის მცენარეების მოვლას, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა და აუცილებლად უნდა განაგრძოთ კითხვა.
მცენარეებს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ადამიანთა ცხოვრებაში. დღესდღეობით იშვიათად შევხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც არ ცდილობს სახლი ყვავილებით გაალამაზოს. მცენარეთა სურნელი სასიამოვნო გარემოს და სიმყუდროვეს ქმნის, შეუძლებელია არ გვსურდეს მათი ჩვენს სახლში არსებობა , მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სამწუხაროდ არ უყვართ მცენარეები. ჩემი მიზანია, რომ მათი აზრი ოდნავ მაინც შევცვალო და დავარწმუნო ოთახის მცენარეების სახლში ქონისა და მოვლის აუცილებლობაში. ხოლო, მათ, ვისაც გიყვართ და შესაძლოა ვერ ბედავთ მათ სახლში მიტანას, რადგან გგონიათ, რომ რთული მოსავლელია, აუცილებლად წაიკითხეთ ეს ბლოგი , რათა კიდევ უფრო დარწმუნდეთ მათი თქვენს სახლში არსებობის აუცილებლობაში და გადადგათ ეს ნაბიჯი.
მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დიდი სახლი ან დიდი სივრცე მცენარეებისთვის, მისი გამწვანება აუცილებელია, რათა გამოვაცოცხლოთ ჩვენთვის საყვარელი ადგილი. მართლაც, ოთახის მცენარეები ჰმატებენ სილამაზეს, ამასთანავე უზრუნველყოფენ ფუნქციურ სარგებელს, როგორიცაა პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, ჰაერის გაწმენდა და რაც ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია, მათი არსებობით თქვენ საკმაოდ მყარ კავშირს გრძნობთ ბუნებასთან, გარეთ გასვლის გარეშე. ასე რომ, ნუ მისცემთ უფლებას მცირე სივრცეს ან მებაღეობის გამოცდილების ნაკლებობას ხელი შეგიშალოთ თქვენი მწვანე სივრცის მოწყობაში.
შემოგთაგაზებთ 5 ისეთ მცენარეს, რომელიც საკმაოდ კარგ სურნელს აფრქვევს სახლში, მარტივად მოსავლელია და თავს სამოთხეში გაგრძნობინებთ:
Zamioculcas Zamiifolia
მოვლის დონე: მარტივი
ZZ მცენარეები ითხოვენ ნაკლებ წყალს, ვიდრე ბევრი სხვა მცენარე, ასე რომ, თუ თქვენ ხშირად გავიწყდებათ მორწყვა ეს მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს,მას თვეების განმავლობაში შეუძლია გაუძლოს წყლის გარეშე ყოფნას. (რა თქმა უნდა სიჭარბე ან ნიადაგის სიმშრალე არ არის რეკომედირებული). ის აყვავდება ნათელ, არაპირდაპირ შუქზე-მაგრამ მას ასევე შეუძლია გაუძლოს დაბალ შუქს, თუ თქვენ გაქვთ ნაკლებად მზიანი ადგილი.
წყალი
მორწყეთ თქვენი ზიზი მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგი მთლიანად მშრალია. წყალი სანამ არ გადმოედინება სადრენაჟო ხვრელში ქოთნის ძირში, თეფშში დაგროვილი წყალი გადაღვარეთ.
ტენი
ეს მცენარე არ საჭიროებს დამატებით ტენიანობას.
კვება
გაზაფხულზე და ზაფხულში თვეში ერთხელ იკვებეთ ოთახის მცენარეების თხევადი სასუქით.
მავნეობა ადამიანებსა და ცხოველებზე
ეს მცენარეები ზომიერად ტოქსიკურია შინაური ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის. როგორც წესი, საკვებად მიღება იწვევს პირის ღრუს და კუჭის გაღიზიანებას და შესაძლო ღებინებას.
Senecio rowleyanus
მოვლის დონე: შუალედური
თქვენ სწრაფად გექნებათ მარგალიტის ბევრი ბურთულები, თუ დატოვებთ ამ მცენარეს ნათელ, არაპირდაპირ შუქზე იმდენი წყლით, რომ ნიადაგში სტაბილურად შეინარჩუნოთ ტენიანი გარემო. გირჩევთ, დარგოთ დაკიდულ ქოთნებში, მისი უკეთ გახარებისა და სილამაზისთვის.
სინათლე
სენეციო როულიანუსს შეუძლია გაიზარდოს როგორც შენობაში, ისე მის გარეთ, სადაც ის მიიღებს მინიმუმ 6–8 საათს ნათელ, არაპირდაპირ მზის შუქს დღეში.
განათავსე თქვენი მარგალიტები ისეთ ადგილას, სადაც მას შეუძლია მიიღოს ძლიერი ბუნებრივი შუქი. კარგია თუ თქვენ განათავსებთ მცენარეს ფანჯრიდან მოშორებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრობთ ცხელ, უდაბნოს მსგავს მხარეში, რათა თავიდან აიცილოთ მზის დამწვრობა. ცივ თვეებში, გადადგით ნათელ ადგილას ან ფანჯარასთან უფრო ახლოს, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი იღებენ მთელ სინათლეს, რაც მათ სჭირდებათ დღის განმავლობაში.
წყალი
ძალიან მგრძნობიარეა ჭარბი მორწყვის მიმართ, ამიტომ დარწმუნდით, რომ მათ საკმარისი წყალი მისცეთ, არც მეტი და არც ნაკლები. რეკომენდებულია არის ორ კვირაში ერთხელ. ერთი რჩევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მცენარე არ გამოშრება, შეამოწმოთ არის თუ არა ნიადაგი ზედაპირზე ოდნავ დაბლა არის თუარა მშრალი.
ტენიანობა
არ საჭიროებს ჭარბტენიანობას აყვავების მიზნით. სინამდვილეში, მისი სამშლობლო არის მშრალი ადგილები, ამიტომ მშრალი ჰაერი არანაირ ზიანს არ მიაყენებს მას. გარდა ამისა, მას შეუძლია დატკბეს თითქმის ნებისმიერი სტანდარტული საყოფაცხოვრებო ტენიანობით (ფარდობითი ტენიანობა დაახლოებით 40%).
კვება
მოგეხსენებათ, რომ სენეციო როულიანუსი სუკულენტი მცენარეა და მათ როგორც წესი, არ სჭირდებათ ბევრი სასუქი, ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ისე დააზიანოს რომ ვეღარ გავახაროთ. ზრდის პერიოდში, ისინი შეიძლება განაყოფიერდეს 2 ან 4 კვირაში ერთხელ გაზაფხულზე და შუა ზაფხულში. სასუქი არ არის საჭირო შემოდგომაზე და ზამთარში. სასუქის დოზა უნდა შემცირდეს, რომ მცენარე არ გადატვირთოს.
Anthurium მოვლის დონე: შუალედური
ცნობილია თავისი ცვილისებრი, გულის ფორმის ყვავილებით, ცენტრში მტვრით, ამ მცენარეს სჭირდება მორწყვა ყოველ ორ კვირაში და მოითხოვს პერიოდულ განაყოფიერებას.
სინათლე ყვავილოვან ანთურიუმს სჭირდება ნათელი, არაპირდაპირი შუქი (მზის პირდაპირი სხივები ფოთლებსა და ყვავილებს წვავს!). დაბალი განათება შეანელებს ზრდას და გამონასკვავს ნაკლებ, კვირტებს.
წყალი მორწყეთ საფუძვლიანად. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას (ანთურიუმის ფესვები მგრძნობიარეა გაფუჭებისა!). რაც უფრო მეტ სინათლესა და სითბოს მიიღებს თქვენი ანთურიუმი, მით მეტი წყალი დასჭირდება მას, ამიტომ ყოველ რამდენიმე დღეში შეამოწმეთ ნიადაგი სიმშრალეზე. ეს მცენარეები მოგცემთ სტრესის ან წყურვილის ნიშნებს, ასე რომ მიაქციეთ ყურადღება, პირველ რიგში ფოთლებზე. არ დაგჭირდებათ ხშირი. ორწყვა ზამთარში, როდესაც მცენარე აქტიურად არ იზრდება. ტენი
ანტურიუმების უმეტესობა ხარობს ტენიანობით, მაგრამ აყვავებულ ჯიშებს უფრო მეტი სიმშრალის მოთმენა შეუძლიათ. თუ თქვენი ტენიანობის დონე 50%-ზე ნაკლებია, მაშინ განიხილეთ დამატენიანებლის გამოყენება, რომ გაზარდოთ დონე მინიმუმ 60%-მდე.
კვება მზარდი სეზონის განმავლობაში (გაზაფხული და ზაფხული), მიეცით თქვენს ანთურიუმს თვეში ერთხელ სრული, ¼ გამძლე თხევადი სასუქი. შენიშვნა – ზედმეტმა სასუქმა შეიძლება უფრო მეტად ზიანი მიაყენოს, ვიდრე გამოიწვიოს კარგი შედეგი. ყვავილობის გასააქტიურებლად გამოიყენეთ მზარდი სეზონის განმავლობაში ფოსფორის შემცველი სასუქი.
Spathiphyllum მოვლის დონე: მარტივი
ეს მცენარე საჭიროებს საშუალო და დაბალ შუქს. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედა ნაწილი მშრალია.
სინათლე მას არ გაუჭირდება კარადაში გაზრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ იქ უნდა განათავსოთ. როდესაც იზრდება დაბალ შუქზე, ეს მცენარეები იშვიათად ყვავის. ასე რომ, თუ თქვენ ფოთლებს ეძებთ, განათავსეთ თქვენი მშვიდობის შროშანი ბნელ კუთხეში. თუ გსურთ ყვავილები, განათავსეთ იქ, სადაც ის მიიღებს ნათელ, არაპირდაპირ შუქს. რადგანაც ის ტროპიკული მცენარეა. მშვიდობის შროშანები მგრძნობიარეა ცივი ტემპერატურის მიმართ.
წყალი მშვიდობის შროშანებს სჭირდებათ თანმიმდევრულად ტენიანი ნიადაგი, მაგრამ მათ ნამდვილად არ უყვართ მდგარ წყალში არსებობა. როდესაც ნიადაგის ზედა ნაწილი მშრალია, მორწყეთ მცენარე, მანამ სანამ ქვედა ნაწილიდან გადმოდინება არ დაიწყება.
მშვიდობის შროშანები, ჩვეულებრივ, არ იქცევიან დრამა დედოფლების მსგავსად, თუ არ დაგავიწყდებათ მათი მორწყვა. ერთ დღეს შენი საყვარელი მცენარე მშვენივრად გამოიყურება, მეორე დღეს კი აღმოაჩენ, რომ ის არც ისე კარგ მდგომარეობაშია. არ ინერვიულოთ! უბრალოდ მორწყეთ სასწრაფოდ, ნება მიეცით მცენარემ შეიწოვოს წყალი ის და კვლავ მორწყეთ.
საკვები დარგვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თქვენი მშვიდობის შროშანი დაიწყებს შიმშილს. მიეცით მას მკვებავი.
მავნებლები/დაავადებები ყავისფერი ფოთლების წვერები ჩვეულებრივ გამოწვეულია გადაჭარბებული შუქით, ზედმეტი განაყოფიერებით, ან წყლის ნაკლებობით და/ან დაბალი ტენიანობით. ტენიანი ქვებით ქოთნის მორთვა ან ფოთლების დაბინდვა ხელს შეუწყობს ტენიანობის შენარჩუნებას.ყვითელი ფოთლები შეიძლება გამოწვეული იყოს ზედმეტი მორწყვით.მასზე მავნებლები სიამოვნებით პარაზიტობენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. განმეორებითი გამოყენება იქნება საჭირო.
მოვლის დონე: მარტივი
მას ბუნების საოცრებასაც უწოდებენ. ეს მცენარეები ხარობს ბუნებრივ შუქზე. ისინი მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ გაზაფხულზე და ზაფხულში და სამ კვირაში ერთხელ შემოდგომაზე და ზამთარში. იყიდეთ ერთი დიდი კაქტუსი, ან შეაგროვეთ სხვადასხვა სახის პატარა კაქტუსები და ერთად მოაწყვეთ ისინი ფერად ტერარიუმში, რათა შეიქმნას სასიამოვნო გარემო თქვენს სახლში. ზოგიერთი მათგანი პატარა ყვავილსაც იკეთებს, რაც უფრო სილამაზესა და განსხვავებულობას სძენს თქვენს ინტერიერს.თუ მცენარის გახმობის, ჭკნონის გეშინიათ კაქტუსი შეძენა ზუსტად დროული გადაწყვეტილებაა. ის არა მხოლოდ ეგზოტიკურ და ლამაზ ვიზუალს ჰქმნის თქვენს სახლში, არამედ ძალიან მარტივი და უპრეტენზიო მოსავლელია.
სინათლე
კაქტუსებს უყვართ სინათლე მაგრამ არა ძალიან ბევრი, თუ თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი სწორად იყოს თქვენი ეკლიანი მცენარისთვის. კაქტუსები აყვავდებიან პირდაპირი სინათლის ქვეშ, მოათავსეთ ისინი თქვენი სახლის ყველაზე თბილ, ყველაზე მზიან კუთხეში. ზაფხულის პერიოდში შეგიძლიათ გაიტანოთ ეზოში. კაქტუსი გარეთ უკეთ აყვავდება და თქვენ დაინახავთ, რომ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შიგნით ყოფნისას. არ უნდა ინერვიულოთ მათ მორწყვაზე, როცა გარეთ არიან – დროდადრო წვიმის შხაპი მათთვის საკმარისი უნდა იყოს! დააბრუნეთ ისინი ზაფხულის ბოლოს შიგნით. როდესაც ტემპერატურის დაბლა დაცემა დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ კაქტუსებმა დღეში რვა საათამდე მზის შუქი უნდა მიიღონ, ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, კაქტუსებს ემართებათ მზის დამწვრობა. თუ ის ყვითელი ან ყავისფერი გახდება, გადაიტანეთ კაქტუსი მისი სინათლის წყაროდან, რომ “გაცივდეს”.
წყალი
მიჰყევით ამ რჩევას და გაახარეთ თქვენი მცენარეები. კაქტუსები ცნობილია იმით, რომ გადარჩენა შეუძლიათ ინტენსიურ მორწყვის გარეშე, რადგან ისინი ინახავენ წყალს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ სჭირდებათ მორწყვა. აუცილებლად შეამოწმეთ ნიადაგი ყოველ რამდენიმე კვირაში. თუ პირველი 2-3 სმ ნიადაგის მშრალია, დროა მცენარეს მივაწოდოთ წყალი. კაქტუსების უმრავლესობის პრობლემა არის ჭარბი წყლის მიმართ მიდრეკილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა, რომელიც ჟანგიანი ფერის სახით ჩანს. უმეტეს დროს თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ისინი დეჰიდრატაციისგან.
კარგად დრენირებულ ნიადაგში, თქვენს კაქტუსს წყალი სჭირდება ზაფხულის თვეებში მხოლოდ ყოველ 10-დან 14 დღეში ერთხელ. თუ ნაოჭებს ამჩნევთ თქვენს კაქტუსზე. განსაკუთრებით მცენარის ძირში, თქვენი მცენარეს მორწყვა სჭირდება. ზამთარში კაქტუსების მორწყვა მხოლოდ თვეში ერთხელ მოგიწევთ. კაქტუსები, როგორც წესი, ზამთარში მიძინებულნი არიან და საერთოდ არ იზრდებიან ან ძალიან ცოტათი, და ეს სრულიად ნორმალურია.
კვება
ეს არის გასაღები თქვენი კაქტუსების ზრდის უზრუნველსაყოფად. კაქტუსებს ურჩევნიათ ნიადაგი, რომელიც შეიცავს მეტ ქვიშას და ქვებს, რათა წყალმა კარგად იმოძრაოს, მცენარეს სიმშრალე შენარჩუნდეს და თავიდან ავიცილოთ ფესვების ლპობა. ქვიშის მსგავსად, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ სასუქები, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია კაქტუსებისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებდეს ოპტიმალურ კვებას ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სუკულენტებისთვის მითითებული სასუქი. განაყოფიერებას გირჩევთ ერთხელ გაზაფხულზე და ერთხელ ზაფხულში.
როგორც იცით, მცენარეებში საკმაოდ ხშირად იჩენს სხვადასხვა დაავადება თუ მავნებელი თავს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები მცენარეები მარტივად მოსავლელია, მათი კვების ინფორმაციაში იხილეთ, რომ სასურველია, ჩვენი მცენარეებისთვის ნიადაგის განოყიერება, ზრდის ფაზაში სხვადასხვა ბიოსტიმულატორების გამოყენება ან და მავნებლის შემთხვევაში ამ პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც იქნება უსაფრთხო და ნაკლები ქიმიური დანალაქებით, რაც შემდგომ მცენარის განვითარებაზე აისახება. სწორედ ამ მიზნით, რა თქმა უნდა, პირადი გამოცილებით, გირჩევთ idai nature-ს ბიოლოგიურ პროდუქტს- ბროტავერდს, რომელიც არის ბიოსტიმულატორი და ჩვენს მცენარეს დაეხმარება, როგორც მწვანე მასის გაზრდაში, ასევე სხვადასხვა სოკოვან დაავადებებსაც აარიდებს თავიდან (აქვს ფუნგიციდური ეფექტი).
შევქმნათ სიმყუდროვე ჩვენს გარემოში