სიმპტომები
დაავადება გავრცელებულია კურკოვნებში: ნუშში, ატამში, ბალში და სხვ. კლასტეროსპორიოზი აზიანებს მცენარის მიწისზედა თითქმის ყველა ორგანოს: ნაყოფს, კვირტს, ღეროს, თუმცა სიმპტომები ყველაზე თვალსაჩინოდ ფოთლებზე გამოიხატება. ფოთოლზე ადრეული სიმტპომები გამოიხატება მოყავისფრო ლაქებით, რომლებსაც გარს აკრავს მოყვითალო-მომწვანო რგოლი. კლასტეროსპორიოზის განვითარებისთან ერთად ლაქები კიდევ უფრო იზრდება, ხმება და მათ ადგილას ჩნდება ხვრელები. შესაძლებელია, გამონადენი გაჩნდეს ღეროსა და ნაყოფზე. ტოტებზე წარმოიქმნება მცირე ზომის შავი ლაქები, რომლებიც იზნიქება. დაინფიცირებულ კვირტებს აქვთ უფრო მუქი შეფერილობა, ვიდრე – ჩვეულებრივი მდგომარეობისას. დაავადების ნაყოფზე გადასვლა იწვევს მის დანაკარგს.
ფოთლებში წარმოქმნილი ნახვრეტები წარმოადგენს მწვანე მასის დანაკარგს, შესაბამისად, მწვანე მასის ეს დანაკარგი ამცირებს ფოტოსინთეზის სიხშირეს, რითაც იკლებს მცენარის პროდუქტიულობა და იწყება ნაყოფის ცვენა.
დაავადების სასიცოცხლო ციკლი
დაავადება იზამთრებს კონიდიოსპორებით, რომელთაც საკმაოდ ძლიერი გამძლეობა აქვს არახელსაყრელი ამინდების მიმართ. მცენარის დაინფიცირების მინიმალური ტემპერატურაა 2°C. მის თავდაპირველ გავრცელებას იწვევს ტენიანი და წვიმებიანი ზამთარი. კლასტეროსპორიოზს გასავრცელებლად სჭირდება თავისუფალი წყალი და ქარი, შესაბამისად, წვიმიანი ამინდების დროს პათოგენის გამრავლების ალბათობა იმატებს. ადჰეზიისთვის და დაინფიცირებისთვის პათოგენს სჭირდება ტენი, მაგრამ ტემპერატურის მატებასთან ერთად მათი აქტივობაც და დაინფიცირების სიჩქარეც იმატებს. დაინფიცირებისას ფოთლებზე წარმოქმნილი ლაქები წარმოადგენენ სპორაწარმომქმნელ სტრუქტურებს, ე.ი. ფორმირდება ნაყოფსხეულები. შემოდგომას ჩნდება დაინფიცირების ალბათობა, რის დროსაც პათოგენმა მხოლოდ სპორების რეზერვი შეიძლება წარმოქმნას, მიიძინოს ზამთარს, გამოიზამთროს და შესაბამისი ტენიანობისა და ტემპერატურის დაადგომისას კვლავ განაახლოს აქტივობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემოდგომას წამლობაც, სანამ ზამთრის წვიმები დაიწყება.
როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?
კლასპეროსპორიოზის წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტენიანობის რეგულირებას, რადგან პათოგენს გასავრცელებლად სჭირდება ტენი, ამიტომაც უნდა ვეცადოთ
● სარწყავი სისტემები გავმართოთ ისე, რომ მცენარის ზედაპირი დიდი ხნის განმავლობაში არ იყოს სველი.
● უნდა დავიცვათ აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების ვადები.
● ასევე უნდა ვებრძოლოთ სარეველებს, რადგან ისინი იკავებენ ტენს და ხელს უწყობენ პათოგენების გამოზამთრებას.
ბრძოლის ქიმიურ და ბიო მეთოდებს რაც შეეხება, საჭიროა დაავადებას ვებრძოდეთ ახალი თაობის ან განახლებული ფორმულაციის პრეპარატებით პათოეგენების რეზისტენტული ბუნებიდან გამომდინარე.
კლასტეროსპორიოზზე ეფექტურად მოქმედებს სპილენძის შემცველი პრეპარატები შემდეგი აქტიური ნივთიერებებით, მაგალითად: სპილენძის გლუკონატები, სპილენძის ოქსიქლორიდები და ჰიდროქსიდები და ა.შ. კლასტეროსპორიოზის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება სპილენძის ნახევრად სისტემური ფუნგიციდი იდაი კობრე.
მართალია, სპილენძი საჭიროა კლასტეროსპორიოზის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა სპილენძის შემცველი პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, რადგან ზაფხულში, როდესაც არის მაღალი ტემპერატურა, კლასტეროსპორიოზი საკმაოდ აქტიურად ვითარდება და სპილენძის ფუნგიციდის მაღალმა კონცენტრაციამ ან არასწორ დროს შეტანამ შესაძლოა დაწვას, მაგალითად, ნუშის ფოთლები და სხვ.
ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში კი იდაი კობრეს გამოყენება შესაძლებელია როგორც წვეთოვნიდან, ისე – ფოთლიდან. ნახევრად სისტემური სპილენძის დამსახურებით კობრე მცენარის შიგნიდან ებრძვის დაავადებას მაღალი ტემპერატურის პირობებში, როცა რეკომენდებული არაა ფოთლოვანი წამლობის ჩატარება, თუმცა სპილენძის გლუკონატთან არსებული კომბინაციის დამსახურებით კობრე არ წვავს და არ აზიანებს ფოთლებს. ადვილად შეთვისებადია მცენარის მიერ და უზრუნველყოფს მის დაცვას.