Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

აბლაბუდიანი ტკიპა

სახელი

აბლაბუდიანი ტკიპა

სამეცნიერო სახელი

Tetranychus urticae

პერიოდი

ისინი იწყებენ კვერცხების დადებას გაზაფხულზე, რომელიც გამოიჩეკება 2-3 დღეში, ხოლო ნიმფები ზრდასრულნი ხდებიან მხოლოდ ერთ კვირაში.

რა არის აბლაბუდიანი ტკიპა?

აბლლაბუდიანი ტკიპები არაქნიდების ოჯახის ნაწილია და დაკავშირებულია ობობების მთელ ოჯახთან. ისინი გავრცელებულია ოთახის მცენარეებში, საფარქვეშ და გარე მცენარეებში ზაფხულის თბილ თვეებში. ისინი პირით იკვებებიან – ძირითადად ფოთლის ქვედა მხრიდან იწყებენ კვებას, ჭამენ მცენარის უჯრედებს და სწორედ უჯრედთა კვდომა  ქმნის ყავისფერ ლაქებს ფოთლებზე.

როგორ შეიძლება მათი იდენტიფიცირება?

აბლაბუდიანი ტკიპა იდენტიფიცირდება  მისი ღია მწვანე ფერით და  ზურგზე 2 მუქი ლაქით. იმ პერიოდში, როდესაც ისინი ნაკლებად აქტიურები არიან, ისინი გახდებიან წითელი/ მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის.

სიმპტომები

ფოთლებზე: ფოთლების ზედაპირზე ჩანს წვრილი, ფერმკრთალი  ყავისფერი ლაქები. ასევე იქნება პატარა ყვითელი/მწვანე ტკიპები. თუ ფოთლის ზედაპირის ქვეშ მოათავსებთ თეთრ ქაღალდს და შეეხებით ან შეანჯღრევთ მცენარეს, თქვენ შენიშნავთ ტკიპებს, როგორც პატარა ლაქებს, რომლებიც მოძრაობენ ქაღალდზე. პაწაწინა კვერცხები გამოჩნდება როგორც შავი ლაქები.

მცენარეზე: აბლაბუდიანი ტკიპების იდენტიფიცირება 

 და შემჩნევა მცენარეზე საკმაოდ მარტივია. მათ მიერ შექმნილი აბლაბუდის უყურადღებოდ დატოვება საკმაოდ რთლია. ფოთლებიდან თანდათანობით ქრება სიმწვანე და ისინი შრებიან –  საბოლოოდ ცვივა, რადგან მათ აღარ შეუძლიათ ფოტოსინთეზირება.

როგორ მრავლდებიან ისინი?

ზრდასრულ მდედრი ტკიპა ყველაზე აქტიური ხდება ტემპერატურის მატებასთან ერთად – ჩვეულებრივ მარტიდან და აპრილის დასაწყისიდან. კვერცხები იჩეკებიან რამდენიმე დღეში და ტკიპებს შეუძლიათ დაიწყონ კვება. ტკიპა იწყებს სიცოცხლეს 6 ფეხით, მაგრამ ასაკთან ერთად კიდევ 2 უნვითარდება. ტკიპა აწარმოებს ქსელს, აბლაბუდას, რომელიც გამოიყენება როგორც დამცავი ბარიერი  მტაცებლებისა და არასასურველი გარემოს პირობებისგან.. როდესაც ტემპერატურა იკლებს, მდედრი ტკიპა შეწყვეტს კვერცხდებასდა იპოვის ადგილს გამოსაზამთრებლად. ეს შეიძლება იყოს ძველი მცენარეული ნარჩენები (რაც მცენარეების ჰიგიენის აუცილებლობის ერთ – ერთი მიზეზია და გულისხმობს ნაკვეთიდან პერიოდულად მცენარეთა ანარჩენის გატანას).

Shopping cart