Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ჭრაქი

სახელი

ჭიანჭველა

სამეცნიერო სახელი

ჩვეულებრივი შავი ჭიანჭველა -'Lasius Niger '

დაზიანებული არეალი

ბაღები და ბილიკები

პერიოდი

ჭიანჭველები მიძინებულნი არიან ცივ თვეებში, დედოფალი ჭიანჭველა კვერცხებს დებს ზაფხულში

რა არის ჭიანჭველა?

ჭიანჭველები არიან მწერები, რომლებიც ცხოვრობენ ბუდეებში – სადაც ისინი შეიძლება ათასობით იყვნენ. ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებში და იშვიათად იქნებიან მარტო. ჭიანჭველების უმრავლესობა უფრთო მდედრია (ცნობილია როგორც მუშა ჭიანჭველები), მაგრამ ასევე შევხვდებით ერთადერთ ნაყოფიერ მდედრს, რომელიც ცნობილია როგორც დედოფალი ჭიანჭველა, ასევე მამრი ჭიანჭველები. მუშა ჭიანჭველების საქმეა ბუდის მოვლა და კოლონიისთვის საკვების შეგროვება.

როგორ ამოვიცნოთ ჭიანჭველა?

ჭიანჭველებს აქვთ სხეულის 3 განმასხვავებელი ნაწილი – მუცელი, გულმკერდი და თავი. ჭიანჭველების უმეტესობას თავზე აქვს წყვილი ანტენა. მუშა ჭიანჭველები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუშაობენ რათა მოიპოვონ საკვები და ამ პროცის დროს ისინი ერთ მთლიან ბილიკად მწკრივდებიან – ერთმანეთის მიყოლებით. თქვენ უბრალოდ მიჰყევით ამ ჯაჭვს და მიადგებით მათ ბუდეს. შეჯვარების პროცესში ჭიანჭველები ირევიან (კოლონიის რეპროდუქციულ ჭიანჭველებს ფრთები ექნებათ) ბუდის ზემოთ.

წარმოადგენენ თუ არა ისინი სერიოზულ პრობლემას?

ჭიანჭველები არ არიან სერიზული ზიანის მომტანნი, ისინი შეიძლება უბრალოდ შემაწუხებელნი იყვნენ.იკვებებიან სხვა მწერებით და ნექტარით, რომელიც გამოიყოფა ბუგრების მიერ. ისინი არანაირ ზიანს არ აყენებენ მცენარეებს, მაგრამ მათ შეუძლიათ შეცვალონ ნიადაგის სტრუქტურა  მცენარეების ირგვლივ და განსაკუთრებით ბალახი, იმ არეალში სადაც ბუდეებს აშენებენ. ჭიანჭველებს არ აქვთ ნესტარი, მაგრამ მათ შეუძლიათ კბენა.

Shopping cart