Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

muxluxa

მუხლუხა

სახელი

მუხლუხა

სამეცნიერო სახელი

მუხლუხა არის პეპლის ან ჩრჩილის (Lepidoptera) ლარვის ეტაპი

დაზიანების არეალი

ბაღის მცენარეები, ხეები, ბუჩქები, ხეხილი, ბოსტნეული

პერიოდი

ძირითადად გაზაფხულზე

რა არის მუხლუხა?

მუხლუხები მიეკუთვნებიან ქერცლფრთიანების ოჯახს.რეალურად ისინი წარმოადგენენ პეპლებისა და ჩრჩილების მატლობის ფაზას. მათ აქვთ სეგმენტირებული სხეული სამი წყვილი ნამდვილი ფეხით და შეიძლება ჰქონდეთ რამდენიმე წყვილი პროლეგი (პატარა ფეხები, რომლებიც არ არიან ნამდვილი ფეხები, და რომლებიც ქრებიან მატლის იმაგოდ გადაქცევის შემდეგ) . 

პეპლები და ჩრჩილები კვერცხებს დებენ, როგორც წესი, ფოთლების ქვედა მხარეზე, მაგრამ ზოგიერთი სახეობა დებს  კვირტის ან მერქნის უკან. კვერცხი გამოიჩეკება როგორც ლარვა/ მუხლუხა. ისინი იზამთრებენ მცენარეზე ან ნიადაგში.

იდენტიფიკაცია

მუხლუხოები სხვადასხვა ფერისა და ზომისაა, ზოგი შეიძლება თმიანიც კი იყოს. მუხლუხოებს აქვთ 6 ფეხი, მაგრამ მოძრაობენ ტალღისებურად.

რა პრობლემებს ქმნიან?

მათ აქვთ მღრღნელი პირის ღრუს ნაწილები და იკვებებიან მცენარის ყველა ნაწილით – ფოთლები, ღეროები და ფესვებიც კი. ფოთლებზე მიყენებული ზიანი შეიძლება ვარირებდეს – პატარა ხვრელიდან ,  მწვანე საფარის მთლიან ამოჭმამდე.  ზოგიერთ მუხლუხას შეუძლია შექმნას ბადე, რომლის ქვეშაც დაიმალება  , რათა დაიცვას თავი. სხვა რამ  რაც უნდა ვეძებოთ არის პატარა ყავისფერი/მწვანე ექსკრემენტები.

კონტროლი:

კონტროლის ძირითადი მეთოდები მიზანში იღებს სიცოცხლის ციკლის ლარვის სტადიას (მუხლუხოებს), მაგრამ ფრთოსანი მოზრდილები შესანიშნავი საშუალებაა მათი აქტივობის მონიტორინგისთვის. მოზარდების დასაჭერად გამოიყენება ფერომონიანი ხაფანგები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სავარაუდოდ მალე დებენ კვერცხებს და კარგი დროა მათ გასაკონტროლებლად, შესაბამისად ამ დროს უნდა დავიწყოთ მოქმედება.

Shopping cart