Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

სათბურის ფრთათეთრა

სახელი

ფრთათეთრა

სამეცნიერო სახელი

Trialeurodes vaporariorum

დაზიანების არეალი

სათბურის მცენარეები

პერიოდი

სათბურის პირობებში წლის ნებისმიერ დროს.

რა არის ფრთათეთრა?

ფრთათეთრები რბილი სხეულიანი, ფრთიანი მწერებია, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბუგრებთან და ფარიანებთან. მიუხედავად მათი სახელისა, ფრთათეთრა არ არის ბუზის ტიპი, თუმცა მათ აქვთ ფრთები და შეუძლიათ ფრენა.

ფრთათეთრა შეიძლება 2 მილიმეტრამდე ზომის , გარკვეულწილად სამკუთხედის ფორმისაა და ხშირად გვხვდება კლასტერებად, ფოთლების ქვედა მხარეზე. ისინი აქტიურდებიან  დღის განმავლობაში, შესაბამისად ისინი უფრო მარტივად შესამჩნევები სწორედ რომ დღის საათებში არიან.

იდენტიფიცირება:

ბუგრების მსგავსად, ფრთათეთრები იყენებენ თავიანთ მჩხვლეტ-მწუწნ პირის ღრუს და, თავის მხრივ, წარმოქმნიან წებოვან ნივთიერებას, რომელიც ცნობილია როგორც თაფლის ცვალი (ექსკრემენტი). თავისთავად დატოვებულმა თაფლის ცვალმა ფოთლებზე შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი დაავადებების ფისქირება და ხელი შეიწყოს მათ გავრცელებას.

ფრთათეთრას კვების სისწრაფით  მცენარეები სწრაფად გახდებიან უკიდურესად სუსტი და შესაძლოა ვერ შეძლონ ფოტოსინთეზის ჩატარება. ფოთლები იცვითება, ფერმკრთალდება ან ყვითლდება, ზრდა შეფერხდება და საბოლოოდ ფოთლები შეიძლება დაპატარავდეს და დაცვივდეს მცენარეს.

თაფლის ცვალი  არის ნიშანი იმისა, რომ ფრთათეთრა უკვე რამდენიმე დღეა იკვებებიან მცენარით. ამასთან ერთად, ფღთათეთრას მიერ გამოყოფილი თაფლის ცვალი ხასიათდება მოტკბო გემოთი – რაც იზიდავს ჭიანჭვველებს, რაც თავისთავად ხდება დამატებით საიდენტიფიკაციო ნიშანი.

Shopping cart