Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რისთვის არის საჭირო ელემნტი P?

    P – ფოსფორი შედის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში, შესაბამისად ეს ელემენტი შეგვხვდება ყველა უჯრედში. ფოსფორი შედის ენერგიის აკუმულატორი მოლეკულის, ატფ-ის შემადგენლობაში, არის უჯრედის მემბრანის – ფოსფოლიპიდების ნაწილი. მნიშვნელოვანია ცილების და ნახშირწყლების სინთეზისთვის,  უჯრედის გაყოფისთვის და ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. ფესვის განვითარებისთვის აუცილებელია ფოსფორი, შესაბამისად პირველი გამოკვების დროს სწორედ ამ ელემენტს ენიჭება ყურადღება.

რა ხდება ნაკლებობის დროს?

    დეფიციტი აფერხებს მცენარის ზრდას, ამცირებს ნაყოფის შენახვადობის ხარისხს. მთავარი სიმპტომია ქვედა იარუსის ფოთლებზე ალისფერი შეფერილობა.

რა შემთხვევაშია დეფიციტის დიდი ალბათობა?

   ფოსფორის ნაკლებობა ჩვენ გხვდება მჟავე ან ძლიერად ტუტე, კირიან, ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებზე. კირიან ნიადაგზე კალციუმმა შეიძლება გაუწიოს ანტაგონიზმი, ხოლო მჟავე ნიადაგში ალუმინმა და რკინამ.

posforis-deficiti
Shopping cart