აღწევს 1 მეტრს (3.3 ფუტი), მაგრამ ჩვეულებრივ მხოლოდ ამ სიმაღლის ნახევარია. აქვს ნახევრად პრიალა ფოთლები. ღეროს სიმაღლე 10-100 სმ; ფოთოლი – მჯდომარე, მოგრძო კვერცხისებრი, ყვავილი – ყვითელი; ნაყოფი – ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 2-4 სმ სიგრძის; თესლი – მრგვალი, შავი ან მუქი ყავისფერი, გლუვი ზედაპირით, დიამეტრი 1.25-1.75 მმ, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 1200-2000 ცალ თესლს.
ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, მცირე აზია, ირანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა ევროპული ნაწილი. სსრკ (ჩრდილოეთ რეგიონების გარდა), კავკასია, დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია.
აუცილებელია კარგი აერაცია. სათბურის თანაბარ ტემპერატურაზე შენარჩუნება ასევე დაგეხმარებათ ამ დაავადებისგან თავის აცილებაში. ჩვენ ასევე გირჩევთ შეეცადოთ რომ უმიზეზოდ არ მორწყათ მცენარეები (განსაკუთრებით საღამოს) – რადგან ეს გამოიწვევს ფოთლებზე წყლის დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას. ვინაიდან ეს დაავადება ადვილად ვრცელდება, დარწმუნდით, რომ ყველა ხელსაწყო, უჯრა და ქოთანი საფუძვლიანად გაწმენდილია მცენარეებს შორის. ამოიღეთ ნებისმიერი სარეველა, როგორც კი დაინახავთ და მოაშორეთ მცენარეული ნარჩენები ნაკვეთს. გამოიყენეთ სპილენძს შემცველი აქტიური ნივთიერებები. აუცილებელია პირველი წამლობა ჩატარდეს დაკვირტვამდე. დაკვირტვამდე რეკომენდირებულია გამოვიყენოთ cuprozin wp, ეს არის კონტაქტური პრეპარატი ხანგრძლივი ადჰეზიური ეფექტითა და წყალში ადვილად ხსადობით, რომელიც დაფუძნებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. ფოთლის გამოტანის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ Idai cobre – სპილენძის პრეპარატი სისტემური ეფექტით, რომელიც ამავდროულად ასტიმულირებს იმუნიტეტს. მცენარის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ორივე პრეპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სამკურნალოდ ისე საპრევენციოd.