მკვლევარმა ერნსტ ზერჩერმა (Ernest Zurcher), რომელმაც გამოაქვეყნა ხე -ტყის მოპოვების კვლევა, გააფართოვა კოულისა (Cole) და ბალიკის (Balick) ნამუშევრები, 4 კატალოგი ტენიანობის ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე გავლენა მცენარეთა გაღივებაზე, ზრდასა და განვითარებაზე მთვარის ციკლებთან დაკავშირებით. დაკვირვების შემდგომი დასკვნა მდგომარეობდა იმაში, რომ მთვარეს მართლაც აქვს გავლენა, თუმცა კვლევარი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მარტივი გამართლება და ახსნა (ტალღების მსგავსად გრავიტაციულ ძალებთან დაკავშირებით), სავარაუდოდ, არასწორია, რადგან წყლის რაოდენობა ყველაზე დიდ ხეშიც კი იმდენად მცირეა, რომ მოქცევის ძალა უმნიშვნელო იქნება.
დამაინტრიგებელი ჰიპოთეზა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მთვარის შუქმა შეიძლება ხელი შეუწყოს ელექტრომაგნიტურ ეფექტებს, რომლებიც ცვლის წყლის ზედაპირულ დაძაბულობას, ეს კი გამოავლენდა ზოგიერთ მიკროსკოპულ ეფექტს, რაც დასტურდება ექსპერიმენტულად. ჯერ კიდევ 1970-იანი წლების კვლევებით დასტურდება, რომ მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს ყველა მცენარე განსხვავებულად იზრდება, რასაც ასევე მოწმობს სულ ახლახანს მიკროსკოპულ დონეზე ჩატარებული დაკვირვებები ფესვების ზრდის ცვლილებებთან დაკავშირებით.
ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ მთვარის შუქი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰგავს მზის შუქს, ოდნავ გადადის ინფრაწითელისკენ და ასევე აქვს გარკვეული ნაპრალები/ხარვეზები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნატრიუმის არსებობასთან მთვარის “ატმოსფეროში”. ეს კი ქმნის მთვარის შუქს, რომელიც მზის სინათლესთან შედარებით ნაკლებად ინტენსიურია – რაც გარკვეულწილად წარმოადგენს თვისობრივ განსხვავებას. დოქტორი გერინი (Guerrini) კი ვარაუდობს, რომ მთვარის შუქის რიტმული და დამატებითი დასხივება წარმოადგენს მნიშვნელოვნად დამხმარე ფაქტორს ჯანსაღი მცენარეების ზრდისა და მეტაბოლიზმისთვის: ჩვენ დავინახეთ სხვაობები არა მხოლოდ მცენარეების ზრდასა და ფოთლების მოძრაობაში, ასევე სახამბლის დაგროვებასა (ყველაზე მაღალი რაოდენობა იყო მილევადი ფაზის პერიოდში) და გამოყენებაში (ყველაზე მეტად სავსე მთვარეობის წინა დღეებში). ეს ეფექტები, იმუნური სისტემის დეფიციტის წინასწარი დოკუმენტაცია და მთვარის შუქს მოკლებული მცენარეების ჭრილობების ცუდი შეხორცებები, გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მთვარის შუქი არის მნიშვნელოვანი ნაწილი მცენარეების საერთო ”გამოკვებაში”. საინტერესოა, რომ ეს “გამოკვება” უფრო ბიოელექტრული აქტივობის მოდულაციაა, ვიდრე ფოტოსინთეზის ენერგიის წყარო.
როგორც ჩანს, მცენარეების უმეტესობას ესაჭირდება მთვარის შუქის რიტმული ზემოქმედება სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში ან სავსემთვარეობის პერიოდში მაინც სრულად ოპტიმალური იმუნიტეტისთვის, ჭრილობების შეხორცებისთვის, რეგენერაციისა და ზრდისთვის. მოსავალს აღებისას სასურველია გავითვალისწინოთ მთვარის ციკლი არა მხოლოდ წყლის დაბალი შემცველობის გამო, არამედ იმიტომ, რომ, მაგალითად, ბევრ მცენარეს (განსაკუთრებით ძლიერად ზრდადი) ახასიათებს უკეთესი აღდგენადობა მთვარის ციკლის ბოლო კვირის განმავლობაში.
როგორც ვხედავთ, მთვარის სინათლემ შეიძლება იმოქმედოს ცოცხალ უჯრედებზე არა მხოლოდ წყლის ქცევისა და ინტერაქციის საფუძველზე, ასევე იმოქმედოს მათზე ბიოელექტრული მექანიზმების მეშვეობით. როგორც ძველი მითებიდან ვგებულობთ, მთვარე არის ძლევამოსილი ძალა, რომელიც არეგულირებს უხილავ, ინის მსგავს პროცესებს დამალულს საგნების ზედაპირქვეშ და ღრმად არის დაკავშირებული წყალთან და ტენიანობასთან.