Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის აგვისტოს პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

america-219896

აგვისტოს თვე მნიშვნელოვანი პერიოდია სასათბურე მეურნეობებისათვის, რადგან კიტრი და სხვა კულტურები, სწორედ, ამ პერიოდში აღწევენ მოსავლიანობის პიკს. ამასთანავე უკვე აქტიურად იწყება მზადება თესვისთვის. თუ კი არ გაქვთ მოსავლის რეალიზების ან შენახვის შესაძლებლობა, შეგიძლიათ, რომ პამიდვრის შემთხვევაში მცირედით გადაჭრათ ღეროს წვერი ან შეკრათ მცენარე, რათა შეიზღუდოს სიმწიფის პროცესის წარმართვა მცენარეში. რადგანაც უკვე აქტიურად იწყება მოსავლის აღების პროცესი, აიმის პარალელურადვე სასურველია, რომ დაიწყოთ  ნიადაგის ორგანული თუ მინერალური სასუქებით განოყიერება.

 

თუ კი ივლისში ვერ მოასწარით ნივრის მოსავლის აღება, უკვე საჭიროა, რომ აგვისტოს თვის დასაწყისში მაინც მოახერხოთ ეს და მოწეული მოსავალი შეინახოთ გამოსაშრობად. ხახვის ფოთლების გაყვითლების დაწყებისთანავე უკვე უნდა დაიწყოთ მოსავლის აღება და შესანახად მომზადება. აგვისტოში უკვე შესაძლებელია განაახლოთ მრავალწლოვანი მცენარეების თესვის პროცესი ზამთრის მოსავლისთვის ან დათესოთ სიდერატები ნიადაგის მეტი ნაყოფიერებისათვის.

02-04 აგვისტო

სასწორი (სამშაბათის 07:07-დან — ხუთშაბათის 14:48-მდე)

მარწყვის ამონაყრების სხვლა-ფორმირება.

თივის მომზადება.

მრავალწლოვანების დარგვა ან გადარგვა.

ნივრის მოსავლის აღება.

04-06 აგვისტო

მორიელი (ხუთშაბათის 14:48-დან — შაბათის 19:40-მდე)

მარწყვის ამონაყრების სხვლა-ფორმირება.

მწვანილებისა და სალათის საზაფხულო თესვა.

გათავისუფლებულ კვლებში მწვანე სასუქების შეტანა.

06-08 აგვისტო

მშვილდოსანი  (შაბათის 19:40-დან — ორშაბათის 21:40-მდე)

მცენარეების თესლის შეგროვება.

სანელებლებისა და სამკურნალო მცენარეების ზამთრისთვის მომზადება.

თივის მომზადება.

08-10 აგვისტო

თხის რქა (ორშაბათის 21:40-დან — ოთხშაბათის 21:40-მდე)

სანელებლებისა და სამკურნალო მცენარეების ზამთრისთვის მომზადება.

თივის მომზადება.

10-12 აგვისტო

მერწყული (ოთხშაბათის 21:40-დან — პარასკევის 21:46-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 13.08.22, 04:47 სთ

სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

12-14 აგვისტო

თევზები  (პარასკევის 21:46-დან — კვირის 23:44-მდე)

სავსემთვარეობა.

სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

14-17 აგვისტო

ვერძი (კვირის 23:44-დან — ოთხშაბათის 04:23-მდე)

ნაკვეთის დასუფთავება ნარჩენებისგან.

ნიადაგის ხვნა, განოყირება ან მულჩირება.

კვლების მომზადება თესვისთვის.

კარტოფილისა და ძირხვენიანი მცენარეების მოსავლის აღება.

 

17-19 აგვისტო

კურო (ოთხშაბათის 04:23-დან — პარასკევის 15:07-მდე)

ნიადაგის ხვნა, განოყირება ან მულჩირება.

კვლების მომზადება თესვისთვის.

კარტოფილისა და ძირხვენიანი მცენარეების მოსავლის აღება.

19-22 აგვისტო

ტყუპები (პარასკევის 15:07-დან — ორშაბათის 03:30-მდე)

მოსავლის აღება გრძელვადიანი შენახვისთვის.

მარწყვის რგვა.

22-24 აგვისტო

კირჩხიბი (ორშაბათის 03:30-დან — ოთხშაბათის 16:10-მდე) 

გათავისუფლებულ კვლებში მწვანე სასუქების შეტანა.

კომპოსტის ფენების დამზადება.

პამიდვრისა და წიწაკის წვერების შემოკლება.

24-27 აგვისტო

ლომი (ოთხშაბათის 16:10-დან — შაბათის 03:26-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 27.08.22, 11:18 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

 

27-29 აგვისტო

ქალწული (შაბათის 03:26-დან — ორშაბათის 12:46-მდე)

ახალმთვარეობის პირველი დღე.

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

29-31 აგვისტო

სასწორი (ორშაბათის 12:46-დან — ოთხშაბათის 20:12-მდე)

კარტოფილის მოსავლის აღება.

გათავისუფლებულ კვლებში მწვანე სასუქების შეტანა.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart