Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის აპრილის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

flowering-trees-5069040

აპრილის თვე ყოველთვის მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, რადგან ამ დროს განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს სხვადასხვა აგროტექნიკური სამუშაოები. მიზანშეწონილია, რომ აპრილის თვის დადგომამდე უკვე გქონდეთ დათესილი სტაფილო, ბადრიჯნი, ნიახური, წიწაკა და სხვა კულტურები, რათა ხელსაყრელი დროის დადგომისთავანე უკვე შეძლოთ ჩითილების გადარგვა ღია გრუნტში. თუმცა თუ ჩითილების გაზრდა ვერ მოასწარით, აპრილში თავისუფლადაა შესაძლებელი თესვაც შედარებით მოკლევადიანი ვეგეტაციის პერიოდის მქონე მცენარეების, რათა მცენარეებმა საკმარისად მოსაწრონ გაზრდა ზაფხულის ცხელი დღეების დადგომამდე. აპრილის თვეში უკვე შესაძლებელია ბოლქვიანი მცენარეების გასაღივებლად მომზადება.აპრილში უკვე ინტენსიურად ახლდება ხე მცენარეების მოვლის ღონისძიებები. რა დროსაც უნდა შემოწმდეს მცენარეების სიჯანსაღე, მოსცილდეს დაზიანებული და არასაჭირო ნაწილები, დაიწყოს მათი წამლობა დაავადებებისგან და მავნებლებისგან დასაცავად. თუ კი თებერვალში ვერ მოასწარით კალმების კალმების დამზადება, აპრილი ამისთვის შესაფერისი დროა.

01-02 აპრილი

ვერძი (ხუთშაბათის 23:55-დან — შაბათის 19:51-მდე)

ახალმთვარეობის პიკი 01.04.22, 09:32 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

02-05 აპრილი

კურო (შაბათის 19:51-დან — სამშაბათის 06:05-მდე)

ყველა ტიპის კომბოსტოს, სალათის ფურცლის, ლობიოს თესვა.

მრავალწლიანი ხახვის თესვა ან გადარგვა.

მსხლის, კაკლის, ნეკერჩხლის და სხვ. ხე მცენარეების დარგვა.

ბუჩქებისა და ხეების გასხვლა ყლორტების უკეთესი ზრდისთვის.

05-07 აპრილი

ტყუპები (სამშაბათის 06:05-დან — ხუთშაბათის 18:31-მდე)

ოხარახუშის თესვა, მრავალწლიანი ხახვის, მარწყვის, ხვიარა მცენარეების: აქტინიდას, ვაზის და სხვ. გადარგვა ან თესვა.

თხილის დარგვა. 

ბუჩქებისა და ხეების გასხვლა.

07-10 აპრილი

კირჩხიბი (ხუთშაბათის 18:31-დან — კვირის 07:01-მდე)

შესაძლებელია გოგგრის, საზამთროს, ნესვის და სხვ. გოგროვნების თესვა და გადარგვა.

ერთწლიანი სათესი კულტურების და მრავალწლოვანი ყვავილების თესვა.

ბუჩქებისა და ხეების დამყნობა.

კალმების გადაჭრა.

მცენარეების დარგვა ღია გრუნტში და სათბურებში.

10-12 აპრილი

ლომი (კვირის 07:01-დან — სამშაბათის 17:09-მდე)

მზესუმზირის, ბაზილიკის, მაიორანის თესვა.

ქრიზანთემების წაჭრა-ფორმირება.

მცენარეების შეწამვლა დაავადებისა მავნებლების წინააღმდეგ.

12-14 აპრილი

ქალწული (სამშაბათის 17:09-დან — ხუთშაბათის 23:47-მდე)

სალათის, კამის თესვა.

ერთწლიანი და მრავალწლოვანი ყვავილების თესვა.

სამუშაო ნაკვეთის კარგად დატენიანება.

14-17 აპრილი

სასწორი (ხუთშაბათის 23:47-დან — კვირის 03:24-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 16.04.22, 21:56 სთ

სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

 

 

17-19 აპრილი

მორიელი (კვირის 03:24-დან — სამშაბათის 05:18-მდე)

ფესურიანი მცენარეების დარგვა-თესვა.

ხახვისა და ტიტების დარგვა.

ჩითილების დარგვა სათბურში.

მორწყვა და ორგანული სასუქებით განოყიერება.

19-21 აპრილი

მშვილდოსანი (სამშაბათის 05:18-დან — ხუთშაბათის 06:53-მდე)

წითელი კომბოსტოს თესვა.

ფესურიანი მცენარეების დარგვა-თესვა.

ხახვისა, ნივრისა და ტიტების დარგვა.

ხეხილის დარგვა.

21-23 აპრილი

თხის რქა (ხუთშაბათის 06:53-დან — შაბათის 09:18-მდე) 

სტაფილოს, ბოლოკის, ჭარხლის თესვა ზაფხულში მოხმარებისთვის.

კარტოფილის დარგავა თბილ ნიადაგში.

ნივრის, ხახვის, ტიტების და ბოლოკის თესვა.

ხე მცენარეებისა და ბუჩქების გასხვლა და შეწამვლა მავნებლების წინააღმდეგ.

ხეხილის დარგვა.

23-25 აპრილი

მერწყული (შაბათის 09:18-დან — ორშაბათის 13:16-მდე)

ხე მცენარეებისა და ბუჩქების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

ხე მცენარეებისა და ბუჩქების გასხვლა-ფორმირება.

25-27 აპრილი

თევზები (ორშაბათის 13:16-დან — ოთხშაბათის 19:11-მდე)

სტაფილოს, ბოლოკის, ჭარხლის თესვა ზაფხულში მოხმარებისთვის.

მრავალწლოვანი კულტურების, მარწყვის გადარგვა.

ნაკელის შენახვა გამოსაწვად.

მცენარეების გადარგვა სათბურებიდან ღია გრუნტში.

27-30 აპრილი

ვერძი (ოთხშაბათის 19:11-დან — კვირის 03:20-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 27.04.22, 23:38 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart