Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის დეკემბრის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

mountains-5844031_1920

დეკემბრის თვეში განსახორციელებელი აგროტექნიკური ღონისძიებებიდან მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ტემპერატურისადმი მოწყვლადი მცენარეები შეიფუთოს და გაუკეთდეს მულჩირება, თუ ამ ღონისძიებების გატარება ნოემბერში ვერ მოასწარით.

თოვლის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, რომ მცენარეები დაიბერტყოს დიდი რაოდენობით თოვლის საფრისგან და შემოწმდეს ტოტებისა თუ ღეროების სიჯანსაღე მოტეხვის საშიშროების შემთხვევაში. სახლში შეგიძლიათ კვლავ განაგრძოთ არომატული მცენარეების, მწვანილების, ხახვისა თუ ნივრის რგვა.

სასურველია, ხშირად ამოწმოთ დაბინავებული მოსავლის მდგომარეობა, დაზიანებული პროდუქტი კი გაიტანოთ საწყობიდან, რადგან შენახვის არასწორი პირობები მნიშვნელოვნას აზიანებს მოსავალს ლპრობის განვითარების შემთხვევაში.

რაც შეეხება სათბურებში მუშაობას, წლის ამ პერიოდში სეზონი ისევ აქტიურია, უკვე შეგიძლიათ აიღოთ მოსავალი ან განაახლოთ თესვა.

01-02 დეკემბერი

თევზები (ოთხშაბათის 03:16-დან — პარასკევის 07:42-მდე)

სახლის მცენარეების მოვლა.

02-04 დეკემბერი

ვერძი (პარასკევის 07:42-დან — კვირის 14:39-მდე)

მდოგვის, რუკოლას თესვა სახლში.

04-06 დეკემბერი

კურო (კვირის 14:39-დან — სამშაბათის 23:50-მდე)

ისპანახის თესვა სახლის პირობებში. 

06-09 დეკემბერი

ტყუპები (სამშაბათის 23:50-დან — პარასკევის 10:50-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 08.12.22, 07:09 სთ

სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

09-11 დეკემბერი

კირჩხიბი (პარასკევის 10:50-დან — კვირის 23:10-მდე)

სახლის მცენარეების მორწყვა და სასუქების შეტანა.

11-14 დეკემბერი

ლომი  (კვირის 23:10-დან — ოთხშაბათის 11:47-მდე)

სახლის მცენარეების მორწყვა და ნიადაგის გამოცვლა.

14-16 დეკემბერი

ქალწული (ოთხშაბათის 11:47-დან — პარასკევის 22:50-მდე)

გაღივებული მცენარეების მოვლა.

ბოლქვების დარგვა დისტილაციისთვის.

16-19 დეკემბერი

სასწორი (პარასკევის 22:50-დან — ორშაბათის 06:32-მდე)

სახლის მცენარეების მოვლა.

19-21 დეკემბერი

მორიელი (ორშაბათის 06:32-დან — ოთხშაბათის 10:14-მდე)

მრავალწლოვანი მცენარეების თესლის სტრატიფიკაცია.

21-23 დეკემბერი

მშვილდოსანი (ოთხშაბათის 10:14-დან — პარასკევის 10:51-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 23.12.22, 13:18 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

23-25 დეკემბერი

თხის რქა (პარასკევის 10:51-დან — კვირის 10:15-მდე)

ახალმთვარეობის შემდგომი დღეები.

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

25-27 დეკემბერი

მერწყული (კვირის 10:15-დან — სამშაბათის 10:35-მდე)

სახლის მცენარეების მოვლა.

27-29 დეკემბერი

თევზები (სამშაბათის 10:35-დან  — ხუთშაბათის 13:37-მდე)

სახლის მცენარეებში სასუქების შეტანა.

ნიადაგის გამოცვლა ქოთნებში.

29-31 დეკემბერი

ვერძი (ხუთშაბათის 13:37-დან  — შაბათის 20:10-მდე)

გაღივებული მცენარეების მოვლა.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart