Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის სექტემბრის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

grapes-2656259_1920

სექტემბერში უკვე შესაძლებელია კარტოფილის მოსავლის აღება, თუმცა სანამ ტუბერების ამოთხრა დაიწყება, მანამ 10 დღით ადრე მცენრის მიწისზედა ნაწილები უნდა მოჭრას, გაშრეს და ნაკვეთიდან გაიზიდოს. სანამ კარტოფილის თხრა დაიწყება, მანამ უნდა შემოწმდეს, დეზინფექცია ჩაუტარდეს და კარგად გაიწმინდოს საწყობები. რაც შეეხება ძირხვენიან კულტურებს, მათი დაყოვნება ნიადაგში სექტემბრის გვიან პერიოდამდე შეიძლება. 

 

სექტემბერში ასევე შაგიძლიათ დაიწყოთ კვლების მომზადება ნივრის დასარგავად, თუმცა თუ თბილი ამინდება მოსალოდნელი, სასსურველია, ნიორი ჩარგოთ 12 სმ-ის სიღრმეზე ნიადაგში, რათა ნაადრევად არ აღმოცენდეს. თუ კი გადაწყვეტთ სტაფილოს, ბოლოკის ან სხვა ძირხვენიანი კულტურების თესვას, წინასწარ მოამზადეთ სპეციალური კვლები მათთვის და გაანოყიერეთ სასუქებით, თუნდაც კომოსტით. თუ კი თბილი სექტემბერია მოსალოდნელი, საგვიანო კომბოსტოს მოსავლის აღება შეიძლება ოქტომბრისთვის გადაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბრის ბოლოს კომბოსტოს უნდა მოჭრათ თავები. სექტემბერში ასევე შესაძლებელია საადრეო კომბოსტის მოსავლის აღება.

31-03 სექტემბერი

მორიელი (ოთხშაბათის 20:12-დან — შაბათის 01:41-მდე)

გათავისუფლებულ კვლებში მწვანე სასუქების შეტანა.

მრავალწლოვანი მცენარეების გადარგვა.

კვლების მომზადება ზამთრის ნივრისთვის.

03-05 სექტემბერი

მშვილდოსანი (შაბათის 01:41-დან — ორშაბათის 05:04-მდე)

კვლების მომზადება ზამთრის ნივრისთვის.

თესლოვანი და ძირხვენიანი კულტურების თესლის შეგროვება.

05-07 სექტემბერი

თხის რქა  (ორშაბათის 05:04-დან — ოთხშაბათის 07:42-მდე)

მრავალწლოვანი მცენარეების და ბუჩქების გადარგვა.

აკვეთის დასუფთავება ნარჩენებისგან.

07-09 სექტემბერი

მერწყული (ოთხშაბათის 07:42-დან — პარასკევის 07:43-მდე)

ვაშლისა და მსხლის მოსავლის აღება.

ხეებისა და ბუჩქების სანიტარული სხვლა.

სათბურის გაწმენდა.

09-11 სექტემბერი

თევზები (პარასკევის 07:43-დან — კვირის 09:48-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 10.09.22, 13:00 სთ

ავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

11-13 სექტემბერი

ვერძი (კვირის 09:48-დან — ხუთშაბათის 14:40-მდე)

ნაკვეთის დასუფთავება ნარჩენებისგან.

კვლების მომზადება ზამთრის კულტურების თესვისთვის.

კარტოფილისა და ძირხვენიანი მცენარეების მოსავლის აღება.

ზამთრის ნივრის დარგვა.

თესლოვანი და ძირხვენიანი კულტურების თესლის შეგროვება.

13-15 სექტემბერი

კურო (ხუთშაბათის 14:40-დან — ხუთშაბათის 23:17-მდე)

ზამთრის ნიორის დარგვა.

კარტოფილის, ჭარხლის, სტაფილოს, ტეთრი კომბოსტოს და სხვ. – კულტურების მოსავლის აღება.

წვრილ ბოლქვიანი ნარცისების დარგვა.

 

15-18 სექტემბერი

ტყუპები (ხუთშაბათის 23:17-დან — კვირის 11:00-მდე)

მოსავლის აღება გრძელვადიანი შენახვისთვის.

მცენარეების შეწამვლა მავნებლების წინააღმდეგ. 

18-20 სექტემბერი

კირჩხიბი (კვირის 11:00-დან — სამშაბათის 23:39-მდე)

ახალი ნაკელის შენახვა დასამუშავებლად.

კვლების მომზადება ზამთრის კულტურებისთვის.

მრავალწლიანი მცენარეების სხვლა.

20-23 სექტემბერი

ლომი (სამშაბათის 23:39-დან — პარასკევის 10:55-მდე) 

ვაშლის, მსხლის, ფესურიანი მცენარეების, საგვიანო კარტოფილის მოსავლის აღება გრძელვადიანი შენახვისთვის.

ნაკვეთის გაწმენდა ნარჩენებისგან.

ხემცენარეებისა და ბუჩქების დარგვა.

23-25 სექტემბერი

ქალწული (პარასკევის 10:55-დან — კვირის 19:44-მდე)

ხემცენარეებისა და ბუჩქების დარგვა.

ნიადაგის საშემოდგომო ხვნა.

25-28 სექტემბერი

სასწორი (კვირის 19:44-დან — ოთხშაბათის 02:16-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 26.09.22, 00:56 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

28-30 სექტემბერი

მორიელი (ოთხშაბათის 02:16-დან — პარასკევის 07:05-მდე)

ახალი ნაკელის შენახვა დასამუშავებლად.

ნაკვეთის გაწმენდა ნარჩენებისგან.

ზამთრის ნივრის დარგვა.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart