ორგანული მეურნეობა არის წარმოების სისტემა, რომელიც მხარს უჭერს ნიადაგის, ეკოსისტემების და ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ის ეფუძნება ეკოლოგიურ პროცესებს, ბიომრავალფეროვნებას და ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებულ ციკლებს, ნაცვლად მავნე ზემოქმედების მქონე საშუალებების გამოყენებისა. ორგანული სოფლის მეურნეობა აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციას და მეცნიერებას, რათა ხელი შეუწყოს სამართლიან ურთიერთობებს და ცხოვრების კარგ ხარისხს ყველა ჩართული მხარისთვის.
ბიომრავალფეროვნება, ანუ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება, წარმოადგენს ფუნდამენტს ყველა აგრარული მიმართულებისთვის. ის მხარს უჭერს ჩვენი საკვების მიწოდების პროცესს ნიადაგიდან მის მომხმარებელ ცოცხალ ეკოსისტემამდე.
ტექსტი მომზადებულია IFOAM ORGANICS INTERNATIONAL წყაროებზე დაყრდნობით.