ორგანული მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ნიადაგის დაცვა და შენარჩუნება მის ბუნებრივ მდგომარეობაში. ამიტომაც ორგანული მეურნეობა ტრადიციების, ინოვაციებისა და მეცნიერების გაერთიანებით ცდილობს იზრუნოს როგორც ნიადაგზე და მასში მცხოვრებ ორგანიზმებზე, ისე – დანარჩენ ცოცხალ ბიომზე.
ორგანული სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის ეფექტის შერბილებას ნიადაგში ნახშირბადის დაგროვების უნარით. ორგანული სოფლის მეურნეობის მიერ გამოყენებული პრაქტიკები (მაგალითად: ნიადაგის მინიმალური დამუშავება, ნიადაგში მოსავლის ნარჩენების დაბრუნება, საფარი კულტურების გამოყენება, როტაცია და აზოტის მაქიქსირებელი პარკოსნების მეტი ინტეგრაცია) ხელს უწყობს ნახშირბადის დაბრუნებას ნიადაგში, ზრდის მცენარის პროდუქტიულობას და ხელს უწყობს ნახშირბადის აკუმულირებას ნიადაგში.
ორგანული სოფლის მეურნეობა ფერმერებს ეხმარება ადაპტირდნენ კლიმატის ცვლილებასთან, რადგან ორგანული მეურნეობა ხელს უშლის ნიადაგში საკვები ნივთიერებების და წყლის დაკარგვის პროცესს ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობისა და ნიადაგის საფარის გამო, რითაც ნიადაგი ბევრად უფრო მდგრადია წყალდიდობის, გვალვისა და მიწის დეგრადაციის პროცესების მიმართ.
ტექსტი მომზადებულია IFOAM ORGANICS INTERNATIONAL წყაროებზე დაყრდნობით.