Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

პიგალუსი

პიგალუსი არის ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ძირითადად სოკოვან დაავადებებს. გამოიყენება ნაცრისთვის ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში, ასევე ეფექტურია ჭრაქის, ანთრაქნოზისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას. მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას, შესაბამისად, ანადგურებს არა მარტო სოკოს ჰიფებს, ასევე სპორებსაც. არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას. არ გადააჭარბოთ პიგალუსით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
Shopping cart