კალციუმი და მისი მნიშვნელობა

კალციუმი

კალციუმი უხვად გვხვდება ნიადაგებში, მცენარე მას აითვისებს Ca2+ კათიონების სახით. მცენარეში მას აქვს სტრუქტურული და ფუნქციური როლი. ერთი მხრივ, ის არის უჯრედის კედლისა და მემბრანის სტრუქტურული კომპონენტი, უზრუნველყოფს მის მთიანობას.  უჯრედის კედელში ის წარმოდგენილია პექტინის სახით, რაც მას სიმტკიცეს ძენს  . პლაზმურ მემბრანაში გავლენა აქვს მემბრანის გამტარუნარიანობაზე, რითც იცავს მას ტოქსიკური იონებისგან და  მაშიანობისგან. მეორე მხრივ, მას აქვს ფუნქციური როლი. ის არის მრავალი ფერმენტის კოფაქტორი, მაგალითადისეთის, როგორიც არის ალფა-ამილაზა. საბოლოოდ, მას აქვს ჰორმონარული როლი – არის მეორეული მესენჯერი სხვადასხვა ჰორმონის მოქმედებისთვის მცენარის ფიზიოლოგიური პროცესების დროს. კალციუმი თამაშობს ფუნდამენტურ როლს უჯრედების სიგნალებსა და მცენარის გავითარებაშ.

აგრონომიის დონეზე ის განსაკუთრებულად გამოიყენება:

·       კალციუმის არასასურველი დეფიციტისას, როგორიც არის, ყვავილების წვეროების ხმობა, ფოთლის წვეროების ხმობა, ნაყოფზე ლაქების წარმოქმნა;

·        შენახვადობის ვადისა და ხარისხის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, ტრანსპორტირების დროს;

·       უჯრედის კედლის მმბრანის დასქელებით პათოგენების მიმართ რეზისტენტობის ზრდა;

·       ნაყოფის დასკდომის მიმართ უკეთესი გაძლეობა.


კალციუმის დანაკლისი:
 კალციუმის  სიმცირე ადვილად შესამჩნევია. ის ძირითადად გამოიხატება მჟავე ნიადაგებზე. ის ხასიათდება ფესვების სუსტი გავითარებით, ქლოროზითა და ახალგაზრდა ფოთლების კიდეების ნეკროზით. იმის გამო, რომ კალციუმი არ არის მობილური ელემენტი, მისი სიმცირე ძირითადად გამოიხატება ახალგაზრდა ქსოვილზე და შეიძლება ზრდას შეუშალოს ხელი. დამატებით სიმპრომად შეიძლება შეგვხვდეს ფოთლის წვეროს კაუჭისებრი დეფორმაცია და ნაყოფის არასწორი განვითარება.