თუთია და მისი მნიშვნელობა

თუთია

თუთია ხშირად გვხვდება იმ მინერალებში, რომლებიც ფიქსირებულია გოგირდის დახმარებით, თუმცა სპილენძთან (Cu)  შედარებით თუთია უფრო მობილურია, რადგან მასთან დაკავშირებული გოგირდი უფრო ხსნადია.

თუთია ადსორბცირდება, ანუ შეიწოვება თიხა მინერალებისა და მცენარის კომპლექსურ-ორგანული  ნივთიერებების მაღალი შემცველობის ადგილებში. შესწავლილია, რომ ხსნადი თუთიის დაახლოებით 60% გვხვდება ორგანული კომპლექსების სახით, რომლებიც დაკავშირებულია ამინომჟავებთან და ჰუმინურ მჟავებთან. თუთიის ხსნადობა ნიადაგებსა და მინერალებში მაქსიმალურია, როდესაც pH = 4-ს; ნეიტრალურ პირობებში ხსნადობა საგრძნობლად ეცემა, ტუტე არეში კი მინიმალურია.
P ხელს უწყობს თუთიის დეფიციტის განვითარებას მრავალი სახეობის ნიადაგში, რადგან თუთია მაღალი აქტივობის გამო წარმოქმნის ფოსფატებს, რის გამოც ვითარდება დეფიციტი.

 

მცენარეებში:

   მცენარეში თუთიის მობილურობა, ანუ გადაადგილების უნარი დაბალია; მას ახასიათებს ფესვებში დაგროვდების ტენდენცია, რის გამოც ახალგაზრდა ქსოვილები ხშირად თუთიის დეფიციტში აღმოჩნდებიან ხოლმე;

   თუთიასა და რკინას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თუთიასა და ფოსფორს შორის არსებული კავშირი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს  Zn-ის ტრანსპორტზე. თუთიის დეფიციტის მქონე მცენარეებში დაფიქსირებულია რკინისა და ფოსფორის მაღალი შემცველობა, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ Fe არის თუთიის აშკარა კონკურენტი ხელატურ აგენტებთან კომბინაციისას;

   ასევე, სპილენძს შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს თუთიის შეწოვაზე, რადგან ორივე ელემენტი ერთსა და იმავე ადგილიდან ადსორბცირდება.

 

ფიზიოლოგია:

   თუთიას აქვს ენზიმური ფუნქცია მანგანუმისა და მაგნიუმის მსგავსად;

   ის ასევე წარმოადგენს სხვადასხვა დეჰიდროგენაზის (როგორებიცაა რძემჟავა და გლუტამინის მჟავა) აუცილებელ შემადგენელ ნაწილს.

   თუთია მონაწილეობს რნმ-ის წარმოქმნაში – რადგან მონაწილეობს ამ ნუკლეოტიდის დაბალი რაოდენობის იდენტიფიცირებაში, დეფიციტის პირობებში. თუთია ასევე ერთვება ცილების ფორმირებაში, ამინომჟავების სინთეზსა და ნიტრატების შემცირებაში.

   განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თუთის ფუნქცია აუქსინების მეტაბოლიზმში, რადგან ის დაკავშირებულია ტრიპტოფანის, ინდოლძმარმჟავას წინამორბედის, სინთეზის რეგულირებასთან. ნაჩვენებია, რომ თუთიის დაბალი დონე ემთხვევა AIA-ს დაბალ დონეს, მაშინაც კი თუ Zn-ის შემცველი პრეპარატების შემდგომში გამოყენებისას მისი რაოდენობა დაბალანსებულია.

 

თუთია საკვებში და მცენარეების გამოკვება:

   თუთიის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეფიციტია, რაც მნიშვნელოვან  გავლენას ახდენს მოსავლიანობის რაოდენობაზე;

   ძირითადად, რამაც შეიძლება თუთიის დეფიციტი გამოიწვიოს არის არა, როგორც წესი, თუთიის დაბალი შემცველობა ნიადაგში, არამედ პირობები და გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ელემენტის ათვისებას. მათ შორის მნიშვნელოვანია 7-ზე მაღალი pH პირობები და კალციუმის კარბონატის, ანუ კირქვის მაღალი შემცველობა ნიადაგში;

   ასევე აღსანიშნავია ის მჭიდრო კორელაციური დამოკიდებულება ნიადაგის დაბალ ტემპერატურასა და თუთიის დაბალ ათვისებადობას შორის ისეთ მცენარეებში, მაგალითად, როგორიცაა პომიდორი;

   მზის რადიაციის მაღალი დონე ხელს უწყობს დეფიციტის სიმპტომების აღმოფხვრას;

   დადასტურებულია, რომ ორგანული ნივთიერებების დაშლისა და ფესვების გამონაყოფების შედეგად წარმოქმნილი ხელატების არსებობა ნიადაგში ხელს უწყობს თუთიის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას მცენარეში;

   Ca აქ მოქმედებს, როგორც Zn-ის კონკურენტი, ანტაგონისტი ელემენტი, რაც ართულებს მის ტრანსპორტირებას.

 

თუთიის დეფიციტის გამომწვევი გარემობების შეჯამება:

   თუთიის დაბალი კონცენტრაცია ნიადაგში;

   კირქვა ნიადაგები;

   ჰუმინური მჟავების დაბალი კონცენტრაცია;

   ცივი ადგილები.

 

თუთიის დეფიციტი:

თუთიის დეფიციტი უპირველესად ვლინდება ციტრუსებში, სიმინდსა და ხეხილში. ყველა კულტურისთვის ერთნაირადაა დამახასიათებელი ინტრავენური ქლოროზი, ფოთლების ზომების შემცირება და ფოთლის სიმახინჯე.