Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რადიფარმი

პროდუქტის დეტალები

 

დანიშნულება:                           ფესვების სტიმულატორი
მოქმედი ნივთიერება:              
N, C, K2O & Zn;
პრეპარატული ფორმა:             
წყალში ხსნადი კონცეტრატი;
წარმოებელი:                             
Valagro
ქვეყანა:                                      
იტალია.

radifarm

რა არის რადიფარმი?

რადიფარმი არის ფესვების ზრდის სტიმულატორი, რომელიც გამოიყენება როგორც ნათესების, ისე – გადარგული მცენარეების დასამუშავებლად. რადიფარმი სპეციფიკური, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების დახმარებით შექმნილია ფესვთა სისტემის სტიმულირებისთვის. პროდუქტის ბიომოლეკულების შემცველობა უზრუნველყოფს წყლისა და საკვები ნივთიერებების ოპტიმალურ შეღწევადობას და გადაადგილებას, რაც ზრდის მცენარის ტოლერანტობას გადარგვის შემდგომი სტრესის დასაძლევად.

 

უპირატესობები:

1.     ხელს უწყობს ფესვთა სისტემის კარგ განვითარებასა და ფორმირებას;

2.     საკვები ნივთიერებების უკეთესი ტრანსპორტირება;

3.     უზრუნველყოფს გადარგული ჩითილების სრულ ჩამოყალიბებას;

4.     გამოიყენება ყველა კულტურაში;

 

შემადგენლობა (%):

საერთო აზოტი (N) 3.0% (3.6%); 
ორგანული აზოტი (N) 1.0% (1.2%);
შარდოვანა (N) 2.0% (2.4%);
კალიუმის ოქსიდი (K2O) წყალშიხსნადი 8.0% (9.7%);
ბიოლოგიური წარმოშობის ორგანული ნახშირბადი (C) 10.0% (12.0%);
თუთია (Zn) წყალში ხსნადი 0.1% (0.12%);
თუთია (Zn) ხელატირებული EDTA-თი 0.1% (0.12%).
თუთია ხელატირებული EDTA-თი სტაბილურია 2-12.5 pH-ის ფარგლებში;                               

 

გაფრთხილება

თავსებადობა: პროდუქტი მარტივად ერევა სხვა წვეთოვანი სისტემის პროდუქტებს.

ფიტოტოქსიკურობა: პროდუქტი არ ავლენს ფიტოტოქსიკურობას მითითებული დოზირებით  გამოყენების შემთხვევაში. 
ეფექტური მოქმედებისთვის აუცილებელია მისი კონტაქტი ფესვთა სისტემასთან.

 

გაფრთხილება:
კარგად აურიეთ გამოყენებამდე. პროდუქტი სტაბილურია თუ შევინახავთ 0oC-სა და 40o C -ს შორის. ხანძრის შემთხვევაში გამოიყენეთ დიდი რაოდნობით წყალი.

 

დოზირება და გამოყენების ფორმები

ფერტიგაცია:

ბოსტნეული: 3 – 5 ლ / ჰა;

ხეხილი და ტყის მცენარეები: 200 – 300 მლ/100 ლიტრ წყალში;

ქოთნის და დეკორატიული მცენარეები: 2-3 გამოყენება, გადარგვიდან ყოველ მე-7 დღეს: 1.5 – 2 ლ/მ3;

 

სანერგე: მცენარეთა მორწყვა სანერგე კვლებში: 250 მლ/100 ლიტრ წყალში.

 

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას:https://holst.ge/ge/product/19897/

Shopping cart