Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ვივა

                                   პროდუქტის დეტალები

დანიშნულება:                           სტიმულატორი;
მოქმედი ნივთიერება:               
N, P, K, Ca, Mg, S & B;
პრეპარატული ფორმა:              
წყალში ხსნადი კონცეტრატი;
მწარმოებელი:                            
Valagro;
ქვეყანა:                                       
იტალია.

viva

რა არის ვივა?

·       ბიოსტიმულატორი რიზოსფეროს გაუმჯობესებისთვის;

·       ვეგეტაციური განვითარების დამბალანსებელი;

·       ნაყოფის მიმაგრების ხელშემწყობი;

·       ორგანო-მინერალური NK 3-0-8, თხევადი მკვებავი რკინით (Fe)

·        ასევე შეიცავს (%):
საერთო აზოტი(N) 3.0 % (37.2 g/L);
ორგანული აზოტი (N) 1.0 % (12.4 გ/ლ);
შარდოვანა(N) 2.0 % (24.8 გ/ლ) ;
კალიუმის ოქსიდი (K2O) 8.0 % (99.2 გ/ლ);
ორგანული ნახშირბადი (C) 8.0% (99.2 გ/ლ);
რკინა (Fe)  0.02% (0.25 g/L);
ხელატური რკინა (Fe) EDDHSA 0.02% (0.25 გ/ლ);
ხელატური EDDHSA რკინა.

სტაბილურია pH  4-10 გარემოში.


სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით:

·       მცენარეს ეხმარება ყველა მნიშვნელოვანი პროცესის წარმართვაში-ფესვების განვითარება, ყვავილობა, ნაყოფის გამონასკვა და ზრდა.

·       ვივა უპირველესად მოქმედებს ნიადაგის რიზოსფეროს ფორმირებაზე, რითაც უზრუნველყოფს როგორც მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებას, ისე ნიადაგის სტრუქტურისა და მიკროფლორის გაუმჯობესებას.

·       რაც უფრო ხშირად გამოიყენება ვივა, მით მეტად უმჯობესდება ნაყოფის მიმაგრების უნარი და მცირდება მისი ჩამოცვენის ალბათობა.

·       ვივა მოქმედებს როგორც მცენარეზე, ისე ნიადაგზე.

 

ვივას უპირატესობები:

1 – უზრუნველყოფს მცენარის დაბალანსებულ ზრდას და მაღალ მოსავალს;

2 – ხელს უწყობს ნაყოფის მიმაგრებას, ამცირებს ცვენას;

3 – ამცირებს ნიადაგის გამოფიტვას, აუმჯობესებს რიზოსფეროს.

ვივას გამოყენება მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით:

შეტანის დრო და დოზირება: შეიტანეთ 15 დღიანი ინტერვალებით, კულტურის მთელ სასიცოცხლო ციკლში: ხეხილი, ბოსტნეული: 20-30 ლ/ჰა;
ყვავილები 2-4 ლ/1000 მ.კვ. (ქოთნის ყვავილები: 1.5-3 ლ/მ³);
ტექნიკური კულტურები: ლოკალიზებული შეტანა 10-20 ლ/ჰა.

გაფრთხილება: ქვიშიან ნიადაგებზე გაანახევრეთ რეკომენდებული დოზირება და გაზარდეთ შეტანის სიხშირე – კვირაში ერთხელ შეიტანეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას:

Shopping cart