ცრუფარიანები

სამეცნიერო სახელი

 Coccidae ან Lecaniidae

რა არის აზიური ფაროსანა ?

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys)  წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში  2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა.  თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას,  კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს
 

იდენტიფიცირება:

ამ მავნებლის ამოცნობა მეტად მარტივია. 13-17 მმ-ის სიგრძის მარმარილოსებრი იერის მქონე მწერი, ვიზუალური თვალსაზრისით, მუქი ყავისფერი შეფერილობისაა. მისი სხეულის ნაწილები განსხვავებული ტონებითაა წარმოდგენილი, მაგალითად, ფაროსანას ფეხები და საცეცები მუქ და ღია ზოლებად იყოფა, გულის მხარეს კი ორ რიგად განლაგებული ოთხი კრემისფერი წერტილი აქვს.

 მოსავლის დაზიანება :


მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.