ატმის დაცვა და მოვლა
სრული გზამკვლევი
ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი ატმისა და უხვი მოსავლისთვის.
ატმის ძირითადი დაავადებები და მავნებლები
ატმის ძირითადი დაავადებები და პრობლემები
რკინის ქლოროზი
▼
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ნიადაგის მაღალი pH ბლოკავს რკინის ათვისებას ფესვთა სისტემის მიერ. შედეგად მცენარეს უწყდება ქლოროფილის გამომუშავება, ფოთლის ფირფიტა ყვითლდება და მხოლოდ ძარღვები რჩება მწვანე, რაც აჩერებს ფოტოსინთეზს და აფერხებს მოსავლის ზრდას. მაღალი pH ის დროს რკინის ხელატების უმეტესი პრეპარატები ვერ ინარჩუნებენ აქტიურობას. საჭიროა ისეთი სასუქის გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ნიადაგის pH-ს. ასეთია გოგირდიანი სასუქები. მჟავე არესკენ გადახრილი ნიადაგი ათავისუფლებს ხელმიუწვდომელ რკინას. ასევე შესაძლებელია ისეთი რკინის ხელატების გამოყენება, რომლებიც ინარჩუნებენ ტუტე არეში აქტიურობას, ასეთებია EDDHA და EDDHSA ფორმულები, რომელსაც შეიცავს ფერილენ ტრიუმი.
ნაყოფის კალიბრისა და ხარისხის მართვა
▼
ატმის კომერციული ღირებულება პირდაპირ კავშირშია ნაყოფის ზომასა და ვიზუალთან. მცენარის მიერ მსხვილი, პრემიუმ კლასის მოსავლის ფორმირებისთვის გადამწყვეტია კალიუმით გაძლიერებული კვება აქტიური ზრდის ფაზაში. კალიუმი უზრუნველყოფს ნახშირწყლების აქტიურ ტრანსპორტირებას ფოთლიდან ნაყოფისკენ და არეგულირებს უჯრედებში წყლის ბალანსს. ეს პროცესი იწვევს ნაყოფის რბილობის მოცულობაში ინტენსიურ ზრდას, პარალელურად კი უმჯობესდება კანის შეფერილობა და გემოვნური თვისებები.
კურკის გასკდომა
▼
არათანაბარი მორწყვისა და კვების დისბალანსის დროს, ნაყოფის რბილობი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კურკა ასწრებს გამაგრებას, რაც იწვევს კურკის გახლეჩას და ნაყოფის დეფორმაციას. ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია უჯრედის კედლის სიმტკიცესთან. კალციუმი ამაგრებს კურკის ქსოვილს და ხელს უშლის მის რღვევას სწრაფი ზრდის პერიოდში. ბორი აუცილებელია კალციუმის ტრანსპორტირებისა და გამერქნების პროცესისთვის, რაც კურკას სიმკვრივეს ანიჭებს. თუ მცენარე ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობის ბორს, მას კვლავ გაუჩნდება დეფიციტის სიმპტომი, რადგან კალციუმი ვერ მოახერხებს მცენარეში გადაადგილებას.
ატმის ფოთლის სიხუჭუჭე
▼
ატმის ყველაზე აგრესიული დაავადებაა, რომელიც იწვევს ფოთლების დეფორმაციას, გასქელებას და მოწითალო-იისფრად შეღებვას. პათოგენი იზამთრებს ხის ქერქსა და კვირტების ქერცლში, გაზაფხულზე კი, ცივი და ტენიანი ამინდის პირობებში, აინფიცირებს ახალგაზრდა ყლორტებს. დაავადება იწვევს ფოთლების ნაადრევ ცვენას, ფოტოსინთეზის შეწყვეტას და ხის სრულ გამოფიტვას, რაც პირდაპირ ანადგურებს მოსავალს. ამის საწინააღმდეგოდ გამოიყენება კუპროზინი, რომელიც ქმნის მყარ დამცავ ბარიერს და ანადგურებს გამოზამთრებულ სპორებს ჯერ კიდევ ვეგეტაციის დაწყებამდე.
მონილიოზი (ყავისფერი სიდამპლე)
▼
მონილიოზი კურკოვნების უმთავრესი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ბაღს ორ კრიტიკულ ფაზაში უტევს: ყვავილობისას რა დროსაც იწვევს ყვავილისა და ყლორტის ხმობას და ნაყოფის მომწიფებისას. ინფექციის მთავარი რეზერვუარი ხეზე შერჩენილი ან ძირს ჩამოცვენილი გამხმარი ნაყოფები, „მუმიებია“. გაზაფხულზე სწორედ აქედან გავრცელებული სპორები აინფიცირებენ ბაღს, რის გამოც მუმიების ფონზე ქიმიური წამლობა არაეფექტურია.
📋 ატმის დაცვის ტექნოლოგიური სქემა
| ფენოლოგიური ფაზა | დანიშნულება | დასახელება | მოქმედი ნივთიერება | დოზა 100ლ | დოზა 1 ჰა |
|---|---|---|---|---|---|
| მიძინების ფაზა | მოზამთრე მავნებლები | ჰეპტენოდიუმი | მინერალური ზეთი 700 გ/ლ | 1.5 | 12 |
| მიძინების ფაზა | ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი | კოპოქსი | სპილენძის ოქსიქლორიდი 80% | 0.5 | 4 |
| კვირტის დაბერვა | ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი | კოპოქსი | სპილენძის ოქსიქლორიდი 80% | 0.4 | 3.2 |
| ვარდისფერი კვირტი | ქეცი, ნაცარი | რითმი | პირიმეთანილი 300 გ/ლ | 0.15 | 1.2 |
| ყვავილობა | ქეცი, ნაცარი, ბოტრიტი | ატრუსი | პირიმეთანილი 310 გ/ლ + ტრიფლ | 0.1 | 0.8 |
| ყვავილობა | ქეცი, მონილიოზი, ბოტრიტი | ტაკაკაპტანი | კაპტანი 500 გ/კგ | 0.5 | 4 |
| ყვავილობის დასასრული | ქეცი, მონილიოზი, ბოტრიტი | ბოტრიფინი | ციპროდინილი 375 გ/ლ + ფლუდი | 0.15 | 1.2 |
| გამონასკვა | აღმოსავლური ნაყოფჭამია | - | ქლორანტრანილიპროლი 350 გ/ლ | 0.02 | 0.16 |
| ნასკვის გაცვენა | ტკიპები | კრომე | ტებუფენპირადი 200 გ/კგ | 0.08 | 0.64 |
| სიმწიფე | აღმოსავლური ნაყოფჭამია | - | ქლორანტრანილიპროლი 350 გ/ლ | 0.02 | 0.16 |
სიახლეები

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას
