ვაშლის დაცვა და მოვლა
სრული გზამკვლევი
ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი ვაშლისა და უხვი მოსავლისთვის.
ვაშლის ძირითადი დაავადებები და მავნებლები
ვაშლის ძირითადი დაავადებები და პრობლემები
ვაშლის ბადე — როგორ განვასხვავოთ რისგან არის გამოწვეული?
▼
ბადის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს მათ შორის ყვავილობისას დაბალი ტემპერატურა, ხშირი წვიმები, ყინვა, პესტიციდების არასწორი გამოყენება, ვირუსები. გოლდენ დელიშესი გაცილებით მგრძნობიარეა ბადის მიმართ, ვიდრე სხვა ჯიშები. ყვავილობის პერიოდში გრილი ამინდი, არა აუცილებლად ყინვა, და სველი ყვავილები დიდი ხნის განმავლობაში, ძირითად შემთხვევებში იწვევს ბადეს. გარდა ამინდებისა ბადე შესაძლოა გამოიწვიოს გვიან პერიოდში სპილენძის გამოყენებამ, პრეპარატების არათანაბარმა შესხურებამ, ან მაღალი კონცენტრაციის ხსნარის გამოყენებამ. ყინვით გამოწვეული ბადეს ახასიათებს ზოლები ან რგოლები, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად ყალიბდება ნაყოფის გარშემო. პრეპარატით გამოწვეული კი შეინიშნება იმ ადგილებში, სადაც წვეთის დაგროვების ადგილია.
ყვავილობის ოპტიმიზაცია
▼
არასტაბილური ამინდი, სიცივე და საკვები ელემენტების დეფიციტი აფერხებს მტვრის მილაკის ზრდას, რაც იწვევს გაუნაყოფიერებელი ყვავილების ცვენას, დეფორმირებულ ნაყოფებსა და მოსავლის დაკარგვას. MC სეტში Ascophyllum nodosum-ის ბიომოლეკულები გამდიდრებულია თუთიითა და ბორით. ის ხსნის ყვავილობის სტრესს და აუმჯობესებს ყვავილის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
ნიადაგის გამოფიტვის მართვა
▼
ინტენსიურ ბაღებში ნიადაგი ხშირად იფიტება. სასუქების ხშირი გამოყენება ამცირებს ნიადაგში ორგანული, ჰუმუსოვანი ფენის რაოდენობას, ასუსტებს მიკროფლორასა და აუარესებს ნიადაგის სტრუქტურას. ამ დროს ფესვთა სისტემა პასიურია და ვეღარ ითვისებს არსებულ საკვებ ელემენტებს. ნაყოფიერების აღსადგენად აუცილებელია ორგანული ნივთიერებების გამოყენება, კერძოდ ჰუმინური და ფულვინური მჟავებისა და პოლისაქარიდების, რომლებიც აქტიურად აღადგენენ მცენარის მიკროფლორასა, ფიზიკურ სტრუქტურასა და ქმნიან ფესვისთვის სასურველ გარემოს.
დაცვა ყინვისგან
▼
ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის დროს მცენარეში არსებული წყალი და უჯრედის წვენი იყინება. გაყინვისას წყალი ფართოვდება და წარმოქმნის ყინულის მჭრელ კრისტალებს. ეს კრისტალები შიგნიდან აზიანებენ ქსოვილებს, რაც ართულებს საკვები ნივთიერებების გადაადგილებას და იწვევს მცენარის ორგანოების სიკვდილს. ბროტავერდი დამცავი შრის, ლიგნინის დასქელებით წარმოქმნის ბარიერს, რომელიც იცავს ქსოვილს ყინულების დაზინებისგან და უნარჩუნებს მცენარეს წვენის მოძრაობას.
ნაყოფის წონისა და ხარისხის მართვა
▼
თესლოვან კულტურებში (ვაშლი, მსხალი) მოსავლის საბოლოო ხარისხი და კომერციული ღირებულება პირდაპირ კავშირშია ნაყოფის სწორ კვებასთან მომწიფების ეტაპზე. ამ პერიოდში გადამწყვეტია ორი ძირითადი ელემენტის — კალიუმისა და კალციუმის სწორი კომბინაცია. პასუხისმგებელია ნაყოფის ზომასა და ინტენსიურ შეფერვაზე. ის უზრუნველყოფს შაქრების ტრანსპორტირებას ფოთლიდან ნაყოფში, რაც განაპირობებს ტკბილ და მკვეთრი ფერის მოსავალს. კალციუმი ამაგრებს უჯრედის კედლებს და აუმჯობესებს ნაყოფის სტრუქტურას. კალციუმით გაჯერებული ნაყოფი არის მკვრივი, აქვს უკეთესი ვიზუალი და ხანგრძლივად ინახება.
დაჩითვის მართვა
▼
ხშირად ხდება, რომ მოსავლის აღებისას ვაშლი იდეალურად გამოიყურება, მაგრამ საცავში შენახვის შემდეგ ნაყოფს უჩნდება მუქი, ჩაზნექილი ლაქები, რბილობი ხდება კორპისებრი და მწარდება. ეს გამოწვეულია კალციუმის ნაკლებობით თუმცა ნიადაგში კალციუმის არსებობის მიუხედავად ხშირად ამ სიმპტომს მაინც ვხვდებით, რადგან იგი არის რთულად გადაადგილებადი ელემენტი. კალციუმს გადასაადგილებლად ჭირდება ბორი. ბორის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში მცნეარეს ეწყება კალციუმის დეფიციტის ნიშნები. გამოიყენეთ ბრექსილ კალციუმი, რომელიც შეიცავს კალციუმსა და ბორს ლიგნოსულფონატურ, 100%-ით ათვისებად ფორმაში.
📋 ვაშლის დაცვის ტექნოლოგიური სქემა
| ფენოლოგიური ფაზა | დანიშნულება | დასახელება | მოქმედი ნივთიერება | დოზა 100ლ | დოზა 1 ჰა |
|---|---|---|---|---|---|
| ნაცრისფერი/მწვანე კონუსი | მოზამთრე მავნებლები | ჰექტოლინეუმი | მინერალური ზეთი 700 გ/ლ | 1.5 | 12 |
| ნაცრისფერი/მწვანე კონუსი | ქეცი, მავნებლები | კობოქსი + ნო-ფლაი | სპილენძი + აცეტამიპრიდი | 0.4 + 0.08 | 3.2 + 0.64 |
| კოკრების გამოჩენა | ქეცი, ნაცარი | რითმი | პირიმეთანილი 300 გ/ლ | 0.12 | 0.96 |
| კოკრების გამოჩენა | კოკრიჭამია | პასატი | ლამბდა-ციჰალოტრინი 50 გ/ლ | 0.1 | 0.8 |
| ყვავილობის დასაწყისი | ქეცი | ფლოკი | დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ | 0.08 | 0.64 |
| ყვავილობა | ქეცი, ნაცარი, ბოტრიტი | ატრეუსი | პირიმეთანილი 310 გ/ლ + ტრიფლ | 0.1 | 0.8 |
| ყვავილობა | ქეცი, მონილიოზი | ტაკაპტანი | კაპტანი 500 გ/კგ | 0.5 | 4 |
| ყვავილობა | სტიმულატორი | MC სეტი | Ascophyllum nodosum | 0.2 | 1.6 |
| ყვავილობის დასასრული | ქეცი, სიდამპლე | ბოტრეფინი | ციპროდინილი + ფლუდიოქსონილი | 0.1 | 0.8 |
| ყვავილობის დასასრული | ბუგრები, ნაყოფჭამია | ნო-ფლაი | აცეტამიპრიდი 200 გ/კგ | 0.08 | 0.64 |
| გამონასკვა | ნაყოფჭამია | - | ქლორანტრანილიპროლი | 0.02 | 0.16 |
| გამონასკვა | ფოთლოვანი კვება | მასტერი 18-18-18 | NPK 18-18-18 + TE | 0.35 | 2.8 |
| ნაყოფის ზრდა | ქეცი | ფლოკი | დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ | 0.08 | 0.64 |
| სიმწიფის დასაწყისი | ქეცი, სიდამპლე | მანჩენტი | ზირამი 760 გ/კგ | 0.5 | 4 |
| სიმწიფე | ნაყოფჭამია | - | ქლორანტრანილიპროლი | 0.02 | 0.16 |
სიახლეები

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას
