ვაშლის ქეცი

სამეცნიერო სახელი

Venturia inaequalis

ვაშლის ქეცის ძირითადი სიმპტომებია – თავდაპირველად ჩნდება მოყვითალო ლაქები, რომლებიც შემდეგ ხმება და იფარება დასაწყისში მუქი წენგოსფერი, ხოლო შემდგომ შავი ხავერდოვანი ფიფქით. ნაყოფს ქეცით დაზიანებული ნაყოფი, დაზიანების ადგილზე ზრდას წყვეტს,რაც არაპროპორციულ ნაყოფს გვაძლევს ნაკლები საბაზრო ღირებულებით, და ზოგჯერ მის ნაადრევ ჩამოცვენასაც კი იწვევს.

როგორ ვლინდება ქეცი ვაშლის ნაყოფზე?

დაავადებულ ნაყოფზე თავდაპირველად ჩნდება ხავერდოვანი შავი ფიფქი , ის შემდგომ ჩამოცვივდება და ტოვებს მხოლოდ ყავისფერ ლაქებს, რომლებიც იქერცლება (აქედან მომდინარეობს დაავადების დასახელება „ქეცი“.)აღსანიშნავია, რომ ქეცი აზიანებს მხოლოდ ვაშლის ნაყოფის ეპიდერმისის პარენქიმულ ქსოვილს (კანს) და მიცელიუმები ნაყოფის შეგნით ვერ ვრცელდება.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

დაავადებასთან ბრძოლა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, რაშიც უმეტესად
მოაზრება სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და წამლობა უსაფრთხო და ეფექტური ბიოპრეპარატებით.

აგროტექნიკურ ღონისძიებეში კი შედის ნაკვეთისა და მცენარის მოვლა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები. ამისათვის კი აუცილებელია:

  • შემოდგომის პერიოდში მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან.
  • ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • კულტურის დაავადებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).

რეკომენდაცია:

ტენიან და თბილ გარემოში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც წინა წლის ჩამოცვენილი ფოთლები ბოლომდე გატანილი არ არის ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და ბაღის ხშირი მონიტორინგია საჭირო.