ვაშლის ჩრჩილი

სამეცნიერო სახელი

Hyponomeuta malinellus

დაზიანების არეალი

ფოთლები და ტოტები

რა არის ვაშლის ჩრჩილი?

პეპელა ყარყიმისებრი ჩრჩილების ოჯახისა და ვაშლის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებელია. იგი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

 

იდენტიფიცირება:

პეპელის ფრთების შლილი 18-22 მმ-ია, წინა ფრთები თეთრია შავი წერტილებით, ხოლო მატლი ბაცი ყვითელია, შავი წერტილებით დაფარული. დედალი კვერცხებს დებს 1-2-წლიან ტოტებზე და ფარავს ლორწოთი, რომელიც ჰაერზე ფარს წარმოქმნის. მატლი იზამთრებს ამ ფარის ქვეშ და გაზაფხულზე ფოთლებზე გამოდის.

 მოსავლის დაზიანება :

აზიანებს ფოთლის პარენქიმას, რაც ფოთლების გამუქებასა და გახმობას იწვევს. მოზრდილი მატლები ფოთლებს აბლაბუდაში ახვევენ, ძვლავდებიან და კოლონიებად იჭუპრებენ. ვაშლის ჩრჩილი წელიწადში ერთ თაობას იძლევა.კვერცხი იზამთრებს ტოტებზე ფარის ქვეშ, ხოლო გაზაფხულზე მატლები ხელახლა იწყებენ მცენარის დაზიანებას.