კარტოფილის ფიტოპტორა |
სამეცნიერო სახელი |
Phytophthora infestans |
---|
კარტოფილის ფიტოპტორა (Phytophthora infestans) Potato late blight fungus ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ის განსაკუთრებით აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს: კარტოფილი, პომიდორი, პეტუნია. იშვიათად ავადდება ბადრიჯანი და წიწაკა.დაავადების გავრცელებისას მოსავლის დანაკარგმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.
როგორ ვრცელდება?
ფიტოფტორა ვრცელდება ჰაერის საშუალებით და ასნებოვნებს ღერო–ფოჩს. შემდეგ სპორები ჩამოირეცხება წვიმის საშუალებით, ხვდება ნიადაგში და ასნებოვნებს მცენარის ქვედა ნაწილს. დაავადება ვრცელდება დასენიანებული სარგავი მასალით. სოკო თავდაპირველად ედება ფესვებზე, შემდეგ ღეროსა და ფოთლებზე. ახალგაზრდა ტუბერები ავადდება მომენტალურად.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
ძირითადად ვრცელდება, თბილ და ტენიან გარემოში, კერძოდ კრიტიკული გავრცელების პერიოდი არის ივნისიდან – აგვისტომდე. თუმცა, თუ ტემპერატურა გაზაფხულისთვის ჩვეულებრივზე მაღალია, დაავადება შესაძლოა გავრცელდეს ადრიანად.
სიმპტომები:
ფოთოლი – ფოთლებზე კიდეებიდან სიღრმისკენ მოყვითალო და შემდეგ მუქი ყავისფერი ლაქები ჯერ ქვედა ფოთლებზე ვითარდება. ნესტიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ფიფქი. ლაქები დასაწყისში გაფანტულია. ხელსაყრელ პირობებში ლაქები სწრაფად მრავლდება.
ღერო – თბილი ამინდების დროს კარტოფილის ღერო, ფოთლები მთლიანად ხმება და მხოლოდ გამხმარი, გაშავებული ტანი რჩება, განსაკუთრებით როდესაც ლაქა შემორკალულია ღეროზე. მცენარის მწვანე ნაწილის მთლიანად გახმობისას ტუბერის განვითარება წყდება, ახალი არ ვითარდება და მოსავალი მთლიანად იღუპება.
ტუბერი – დაავადებულ ტუბერებზე ჩნდება ნაცრისფერი ან მუქი ფერის უბნები, რომლებსაც კანის ქვეშ აქვს მოწითალო–ყავისფერი შეფერილობა. შეჭრილი მიცელიუმი იჭრება ტუბერის რბილობში, შიგთავსი მუქ ფერს იღებს და აქვს უსიამოვნო სუნი. საბოლოოდ იგი მთლიანად ლპება.
დაავადების მართვა:
კულტურული პრაქტიკა:
- გაითვალისწინეთ დათესვის ნორმა, ინტერვალი და მორწყვის რეჟიმი, რადგან მოხდეს სწორი აერაცია და შემცირდეს ტენიანობა . დაავადების დროული აღმოჩენის და ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას ტუბერები საღი რჩება.
- ფიტოფტორისადმი გამძლე ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყენება;
- სათესლე მასალის დამუშავება თესლის შესაწამლი ფუნგიციდებით;
- პერიოდულად მცენარეს უნდა მოვაშოროთ მიწასთან შემხები, ქვედა ფოთლები; ძლიერ დაავადებული მცენარეები და დაზიანებული გორგლები უნდა განადგურდეს,დაიწვას;