პომიდვრის დაცვა და მოვლა
სრული გზამკვლევი
ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი პომიდვრისა და უხვი მოსავლისთვის.
პომიდვრის ძირითადი დაავადებები და მავნებლები
პომიდვრის ძირითადი დაავადებები და პრობლემები
ჩითილის გადარგვის სტრესი და დაფესვიანება
▼
სათბურში ჩითილის გადარგვა მცენარისთვის კრიტიკული პერიოდია, რომელსაც ხშირად თან ახლავს ე.წ. „გადარგვის სტრესი“. ნიადაგიდან ამოღებისას და ახალ გარემოში მოხვედრისას ფესვთა სისტემა გარდაუვლად იღებს მექანიკურ მიკრო-ტრავმებს და წყვეტს ნიადაგთან მჭიდრო კონტაქტს. შედეგად, მცენარე ვარდება სტრესში და ნაცვლად ზრდისა, მთელ ენერგიას ხარჯავს გადარჩენაზე, რაც იწვევს განვითარების დროებით შეჩერებას. მოსავლიანობისთვის გადამწყვეტია არა მთავარი ღერძა ფესვი, არამედ ახალი, თეთრი გვერდითი ფესვების სწრაფი გენერაცია, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მცენარის მთავარ ტუმბოს წყლისა და მინერალების ამოსაქაჩად. რადიფარმი (Radifarm), რომელიც შეიცავს სპეციალურ სტეროიდულ გლუკოზიდებსა და ბეტაინებს, მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით: ის ხსნის ჰორმონალურ სტრესს და აიძულებს მცენარეს, მყისიერად განავითაროს გვერდითი ფესვები.
წვეროს სიდამპლე
▼
ეს არის პომიდვრის უმთავრესი ფიზიოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება ნაყოფის წვეროზე ქსოვილის ნეკროზით — თავდაპირველად წყლიანი, შემდეგ კი შავი, ჩაზნექილი ლაქის სახით. პათოლოგია უკავშირდება კალციუმის ლოკალურ დეფიციტს, თუმცა პროცესის განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს ბორის დეფიციტიც. ბორი პასუხისმგებელია კალციუმის გადაადგილებასა და უჯრედის კედლებში მის სტრუქტურულ ჩაშენებაზე. გარდა ამისა, ბორის ნაკლებობა აფერხებს სატრანსპორტო ჭურჭლების დიფერენციაციას, რის შედეგადაც კალციუმის იონების გადაადგილება ნაყოფის ქსოვილებში ფიზიკურად იზღუდება. Brexil Ca წარმოადგენს კალციუმისა და ბორის დაბალანსებულ წყაროს, რაც უზრუნველყოფს პრობლემის კომპლექსურ მოგვარებას.
პომიდვრის მენაღმე ჩრჩილი (Tuta Absoluta)
▼
ეს არის კარანტინული მავნებელი, რომელსაც პოპულაციის ფეთქებადი გამრავლების გამო მოსავლის 80-100%-იანი განადგურება შეუძლია. მავნებლის ლარვა იკვებება მცენარის მიწისზედა ვეგეტატიური ნაწილებით: ფოთლის მეზოფილუმში აკეთებს ფართო, ლაქისებრ „ნაღმებს“, ხოლო ღეროსა და ნაყოფში შეჭრისას არღვევს სისხლძარღვოვანი სისტემის მთლიანობასა და ქმნის ზოლებს. მექანიკური დაზიანების გარდა, მავნებლის მიერ დატოვებული ღია ჭრილობები კარიბჭეა მეორადი სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისთვის, რაც ნაყოფის ლპობას იწვევს. მავნებლის ლარვა ეპიდერმისის შიგნითაა, სწორედ ამიტომ კონტაქტური პრეპარატები არაეფექტურია. დეტოლი ემა (ემამექტინ ბენზოატ) ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტრანსლამინარული უნარით — ის აღწევს ფოთლის ქსოვილის სიღრმეში, სწვდება „ნაღმში“ მყოფ ლარვას და იწვევს მის შეუქცევად დამბლას.
ალტერნარიოზი
▼
ალტერნარიოზი პომიდვრის ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა (Alternaria solani), რომლის ინფიცირების მაღალი რისკი დგება ვეგეტაციის ადრეული ეტაპიდანვე, პიკს კი ნაყოფის მასიური გამონასკვისას აღწევს. პათოგენი განსაკუთრებით აგრესიულია ჰიდროთერმული სტრესის ფონზე (დღისა და ღამის ტემპერატურების მკვეთრი სხვაობა, ხშირი ნამი ან წვიმა). დაავადება იწყება ქვედა იარუსის ფოთლებიდან და აქვს მუქი, ნეკროზული ლაქები, რომლებსაც ახასიათებთ მკაფიო კონცენტრული ზონალობა. ნაყოფზე ინფექცია ვლინდება ძირითადად ყუნწის მიდამოში შავი, ჩაზნექილი, მშრალი ლაქის სახით. ვიქსენი უზრუნველყოფს სოკოს გამრავლების დათრგუნვას და იცავს ჯანსაღ ქსოვილს ინფექციის მეორადი გავრცელებისგან.
ფიტოფტორა და ვასკულარული სისტემის დაზიანება
▼
ფიტოფტორა (Phytophthora spp.) ეს არის ნიადაგში ბინადარი პათოგენი, რომელიც მცენარეს მთელი ვეგეტაციის განმავლობაში ემუქრება. ინფექცია იჭრება მცენარის ვასკულარულ (გამტარ) სისტემაში, ახშობს ჭურჭლებს და ბლოკავს წყლისა და საკვები ნივთიერებების მოძრაობას, რის გამოც მცენარე ჭკნება. ინფიცირება ხდება ორი ტალღით: პირველადი ინოკულაცია იწყება ნიადაგიდან, რაც აინფიცირებს და აზიანებს ფესვთა სისტემას (იწვევს ლპობას). მეორეული ინოკულაცია კი ვრცელდება სპორებით (ქარით, წვიმით) და აინფიცირებს უკვე ნაყოფსა და ფოთლებს. დაავადების „აფეთქება“ ხდება მაღალი ტენიანობისა და წვიმების დროს. ბროტავერდი უზრუნველყოფს სისტემურ დაცვას. ის ასტიმულირებს ლიგნინის სინთეზს, რაც იწვევს ქსოვილებისა და გამტარი ჭურჭლების კედლების გასქელებას, ხოლო მასში შემავალი სპილენძის კომპლექსი მოქმედებს სისტემურად და აჩერებს ინფექციას მცენარის შიგნით.
გამონასკვის სტიმულაცია და ყვავილცვენა
▼
პომიდვრის ყვავილობა და ტემპერატურული სტრესი პომიდვრის გენერაციული განვითარებისთვის ტემპერატურული რეჟიმი ლიმიტირებული ფაქტორია. კრიტიკულ ზღვარზე (>30°C) მცენარე განიცდის ფიზიოლოგიურ სტრესს: მტვრის მარცვალი ხდება სტერილური და კარგავს ფერტილობას (განაყოფიერების უნარს). ამ პროცესში გადამწყვეტია მიკროელემენტების როლი: ბორი პასუხისმგებელია მტვრის მილაკის ზრდასა და შაქრების ტრანსპორტირებაზე (ენერგია), რის გარეშეც მილაკი ვერ აღწევს ნასკვამდე, ხოლო თუთია აუცილებელია ზრდის ჰორმონების (აუქსინების) სინთეზისა და მტვრის სიცოცხლისუნარიანობისთვის. მაღალი ტემპერატურისა და ამ ელემენტების დეფიციტის ფონზე, განაყოფიერება არ ხდება და მცენარე ყრის ყვავილს. MC სეტი არის ბიოსტიმულატორი, რომელიც აერთიანებს ზღვის წყალმცენარეების (Ascophyllum nodosum) ანტისტრესულ მოქმედებას ბორისა და თუთიის მაღალ კონცენტრაციასთან. ეს სინერგია უზრუნველყოფს ჰორმონალურ ბალანსს და იძულებით ზრდის მტვრის მილაკს ექსტრემალურ პირობებშიც კი, რაც გარანტირებულს ხდის ნაყოფის გამონასკვას.
ტემპერატურული სტრესის მართვა სათბურში
▼
ზაფხულის პერიოდში სათბურებში ტემპერატურა ხშირად აღწევს კრიტიკულ ზღვარს. გადახურებისას პომიდორი ხურავს ბაგეებს ტენის შენარჩუნების მიზნით, რაც ავტომატურად აჩერებს ფოტოსინთეზს, ანელებს ზრდას და იწვევს ყვავილცვენას. მეგაფოლი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ეხმარება მცენარეს უჯრედული მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი.
ნაყოფის არათანაბარი შეფერვა
▼
ხშირად პომიდორი წითლდება, მაგრამ ყუნწთან რჩება მყარი, ყვითელი ან მწვანე ლაქა. ეს გამოწვეულია კალიუმის ნაკლებობითა და მაღალი ტემპერატურით, რაც აფერხებს ლიკოპენის (წითელი პიგმენტის) წარმოქმნას. კალიუმ 450 უზრუნველყოფს კალიუმის სწრაფ მიწოდებას, რაც აჩქარებს შაქრების ტრანსპორტირებას და ნაყოფის სრულად, ერთგვაროვნად შეფერვას ყუნწამდე
სანიტარული დეფოლიაცია
▼
ქვედა იარუსის ფოთლების მოცილება აუცილებელი ფიტოსანიტარული ღონისძიებაა, რადგან ფიზიოლოგიურად დაბერებული ფოთლები კარგავენ ფოტოსინთეზის უნარს, იქცევიან მხოლოდ რესურსის მომხმარებლებად და, ამავდროულად, აფერხებენ აერაციას, რაც ზრდის სოკოვანი პათოგენების გავრცელების რისკს. მას შემდეგ, რაც პირველ მტევანზე ნაყოფი მიაღწევს ჯიშურ ზომას და დაიწყებს შეფერვას, ეტაპობრივად სტრესის თავიდან ასაცილებლად ერთჯერადად მაქსიმუმ 2-3 ფოთლის ოდენობით უნდა გასუფთავდეს ღერო პირველ მტევნამდე, რაც აუმჯობესებს ჰაერის ცირკულაციას და აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას.
ირიგაციული დისბალანსი და ნაყოფის დასკდომა
▼
ნაყოფის ეპიდერმისის მთლიანობის დარღვევა (დასკდომა) უმეტესწილად არა დაავადების, არამედ ირიგაციული რეჟიმის დარღვევით გამოწვეული ჰიდრო-მექანიკური სტრესის შედეგია. როდესაც ნიადაგის გამოშრობისას ნაყოფის კანი კარგავს ელასტიურობას და უხეშდება, შემდგომი უხვი მორწყვა იწვევს უჯრედებში ტურგორის მკვეთრ მატებას და რბილობის სწრაფ გაფართოებას, რასაც კანი ვერ უძლებს და სკდება; ამიტომ ნაყოფის ხარისხის შესანარჩუნებლად კრიტიკულია ნიადაგის ტენიანობის სტაბილური დონის შენარჩუნება.
📋 პომიდვრის დაცვის ტექნოლოგიური სქემა
| ფაზა | დანიშნულება | დასახელება | დოზა 100ლ | წყლის ხარჯი (ჰა) | დოზა 1 ჰა |
|---|---|---|---|---|---|
| ჩითილის დამუშავება | ფესვის სტიმულატორი | რადიფარმი | 0.25 ლ | - | - |
| გადარგვის შემდეგ | დაავადებები | კურატიო | 0.25 ლ | 200 ლ | 0.5 ლ |
| გადარგვის შემდეგ | ტკიპები | კუპროზინი | 0.5 ლ | 200 ლ | 1 ლ |
| გადარგვის შემდეგ | მავნებლები (თუთა, ბუგრი) | ნო-ფლაი | 0.1 კგ | 200 ლ | 0.2 კგ |
| ვეგეტატიური ზრდა | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | კაირა | 0.3 ლ | 200 ლ | 0.6 ლ |
| ვეგეტატიური ზრდა | ფოთლოვანი კვება | ბროტავერდი | 0.5 ლ | 200 ლ | 1 ლ |
| ვეგეტატიური ზრდა | ფოთლოვანი კვება | იდაი კობრე | 0.3 ლ | 200 ლ | 0.6 ლ |
| ვეგეტატიური ზრდა 2 | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | კურატიო | 0.25 ლ | 300 ლ | 0.75 ლ |
| ვეგეტატიური ზრდა 2 | ფოთლოვანი კვება | ფლუაზინოვა პლუსი | 0.5 ლ | 300 ლ | 1.5 ლ |
| ვეგეტატიური ზრდა 2 | სტიმულატორი | მეგაფოლი | 0.35 ლ | 300 ლ | 1.05 ლ |
| ყვავილობის წინ | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | კაირა | 0.25 ლ | 300 ლ | 0.75 ლ |
| ყვავილობის წინ | ფოთლოვანი კვება | კუპროზინი | 0.35 ლ | 300 ლ | 1.05 ლ |
| ყვავილობის წინ | ნაყოფის ზომა/ფერი | ბენეფიტი | 0.3 ლ | 300 ლ | 0.9 ლ |
| ნაყოფის ზრდა | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | კურატიო | 0.25 ლ | 400 ლ | 1 ლ |
| ნაყოფის ზრდა | ფოთლოვანი კვება | კუპროზინი | 0.35 ლ | 400 ლ | 1.4 ლ |
| ნაყოფის ზრდა | ფოთლოვანი კვება | იდაი კობრე | 0.25 ლ | 400 ლ | 1 ლ |
| სიმწიფე | ალტერნარიოზი, ფიტოფტორა | კაირა | 0.25 ლ | 500 ლ | 1.25 ლ |
| სიმწიფე | ნაცრისფერი სიდამპლე | სვიჩი (ლოდინი 3 დღე) | 0.1 კგ | 500 ლ | 0.5 კგ |
| სიმწიფე | ფოთლოვანი კვება | კუპროზინი | 0.35 ლ | 500 ლ | 1.75 ლ |
სიახლეები

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას
