ყურძნის ჭია |
სამეცნიერო სახელი |
Lobesia botrana |
||
---|---|---|---|---|
დაზიანების არეალი |
ვაზი
|
რა არის ყურძნის ჭია?
იდენტიფიცირება:
პეპელა პატარა ზომისაა, ზედა მხრიდან მურა-ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან – ღია-ნაცრისფერი. მონაცისფრო წინა ფრთები დაწინწკლულია, ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია, ხოლო ფრთებს უკანა მხარეს ფოჩები აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვო. ფრთებგაშლილი პეპლის სიგანეა 10-13 მმ, სიგრძე 4-5 მმ.
მოსავლის დაზიანება :
პირველი გენერაციის მატლი აზიანებს ყვავილედებს. ყვავილებს მატლი თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება, დაყვავილების შემდეგ მატლი ახალ გამონასკვულ ნაყოფს და კლერტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება.
ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ერთ მატლს შეუძლია ათამდე მარცვლის დაზიანება, ძლიერ დაზიანებული მარცვალი ცვივა. მესამე გენერაციის მატლი მწიფე მარცვლის რბილობით იკვებება, ნაწილობრივ დაზიანებულ მარცვლებზე, მიუხედავად იმისა, რომ აღწევს სიმწიფემდე, სახლდებიან სოკოვანი ორგანიზმები და იწვევენ ლპობას, რაშიც გამოიხატება მისი მეორადი მავნეობა.