ციტრუსის დაცვა და მოვლა

სრული გზამკვლევი

ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი ციტრუსისა და უხვი მოსავლისთვის.

ციტრუსის ძირითადი დაავადებები და მავნებლები

ციტრუსის ძირითადი დაავადებები და პრობლემები

ციტრუსის ქეცი
ციტრუსის ქეცი სოკოვანი დაავადება, რომელიც ნაყოფსა და ფოთლებზე წარმოქმნის კორპისებრ, მეჭეჭისმაგვარ ამობურცულობებს და იწვევს მათ დეფორმაციას.

ტენიან სუბტროპიკულ ზონებში გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც უპირატესად ნორჩ, ახალგაზრდა ქსოვილებს აზიანებს. ინფექცია განსაკუთრებით აგრესიულია გაზაფხულზე, წვიმიან და გრილ ამინდში, როდესაც სპორები წყლის წვეთებით გადადის ახალ ნაზარდზე. დაავადების ვიზუალური ნიშანია ნაყოფსა და ფოთლებზე წარმოქმნილი კორპისებრი, მეჭეჭისმაგვარი ამობურცული სტრუქტურა და ფოთლის ფირფიტის დეფორმაცია. დაზიანებული ნაყოფი კარგავს სასაქონლო სახეს. მანჩენტი უზრუნველყოფს სწორედ ამ მგრძნობიარე, ახალი ქსოვილების ეფექტურ დაცვას ინფექციის ჩაჯდომისგან.

რჩევა: წამლობა უნდა ჩატარდეს კრიტიკულ ფაზაში — გვირგვინის ფურცლების ცვენიდან (ყვავილობის დასასრული) ნაყოფის ფორმირების პერიოდში, სანამ ნაყოფის კანი ჯერ კიდევ ნაზია.
ვერცხლისფერი ტკიპა
ვერცხლისფერი ტკიპა ციტრუსის მავნებელი, რომელიც აზიანებს ნაყოფის ეპიდერმისს, იწვევს კანის გასქელებას და ნაყოფს ანიჭებს ვერცხლისფერს ან ჟანგისფერს.

ვერცხლისფერი ტკიპა ციტრუსის კომერციული მოსავლის უმთავრესი მტერია, რომელიც აზიანებს ნაყოფის ეპიდერმისს. ლიმონი იღებს ვერცხლისფერ, მანდარინი კი ჟანგისფერ შეფერილობას, კანი სქელდება, უხეშდება და ნაყოფი ვეღარ იზრდება. მავნებლის მთავარი საფრთხე მისი გამრავლების სისწრაფეა. ზაფხულში ერთი თაობის განვითარებას სულ რაღაც 7-10 დღე სჭირდება, რაც სეზონზე 20-30 თაობას გვაძლევს. ტკიპა ხის შიგნით სეზონურად მიგრაციას განიცდის: ზამთარს ატარებს კვირტებში, გაზაფხულზე გადადის ფოთლებზე, ხოლო ნაყოფის გამოჩენისას მასიურად ესევა მას, როგორც ყველაზე წვნიან ნაწილს. ხიდან ხეზე გავრცელების მთავარი გზა ქარია. კროშე უზრუნველყოფს მყისიერ ეფექტს და ანადგურებს მავნებელს განვითარების ყველა სტადიაზე, წყვეტს გამრავლების ჯაჭვს კვერცხის განადგურებით და კლავს ზრდასრულ ინდივიდებს.

რჩევა: დაიწყეთ წამლობა ნაყოფის ზრდის საწყის ეტაპზევე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხის ვარჯის შიდა მხარეს და ჩრდილიან ადგილებს.
ყინვა
ზამთრის ყინვებისგან დაცვა ტემპერატურის დაცემისას ციტრუსის ქსოვილებში წყლის კრისტალიზაცია, რაც იწვევს უჯრედების მექანიკურ დაზიანებასა და მცენარის ნაწილების კვდომას.

ციტრუსი მარადმწვანეა, ამიტომ ზამთარში ის განსაკუთრებით დაუცველია. ტემპერატურის დაცემისას ფოთლისა და ტოტების ქსოვილებში წყალი იყინება, კრისტალდება და ხევს უჯრედებს. ბროტავერდი უზრუნველყოფს ქსოვილების ლიგნინიზაციას (გამერქნებას) და მექანიკურ სიმტკიცეს, რაც ამცირებს ყინვის ზიანს.

რჩევა: გამოიყენეთ მოსალოდნელ ყინვამდე 7-10 დღით ადრე და ყინვის შემდეგ (აღდგენისთვის).
ნაყოფის ცვენა
ნაყოფის ფიზიოლოგიური ცვენა ყვავილობის შემდგომ ენერგიის დეფიციტით გამოწვეული პროცესი, როდესაც მცენარე საკვებ ნივთიერებებს ნაყოფის ნაცვლად ახალი ყლორტებისკენ მიმართავს.

ყვავილობის შემდეგ ციტრუსი ხშირად ყრის მცირე ზომის ნაყოფების დიდ ნაწილს ენერგიის ნაკლებობის გამო. მცენარე „ვერ წყვეტს“ ენერგია ახალ ყლორტებს მიაწოდოს თუ ნაყოფს. სტიმპლექსი შეიცავს ბუნებრივ ჰორმონებს (ციტოკინინებს), რომლებიც ნაყოფს ანიჭებენ პრიორიტეტს. ეს აიძულებს მცენარეს, საკვები ნივთიერებები მიმართოს სწორედ ნაყოფისკენ და არა მხოლოდ ფოთლებისკენ, რაც მკვეთრად ამცირებს ცვენას.

რჩევა: გამოიყენეთ გვირგვინის ფურცლების ცვენისას და ნაყოფის საწყისი ზრდის პერიოდში.
ფრთათეთრა
ფრთათეთრა და ლაქიანობა მავნებელი, რომლის გამოყოფილ წებოვან სითხეზეც სახლდება სოკო და ნაყოფს ფარავს შავი, ჭვარტლისებრი ნაფიფქით, რაც ბლოკავს ფოტოსინთეზს და აუშნოებს მოსავალს.

ფრთათეთრები კოლონიებად სახლდება ფოთლის ქვედა მხარეს და ხასიათდებიან მაღალი რეპროდუქციული უნარით. მისი განვითარების ციკლი მოიცავს კვერცხს, მოძრავ მატლს, უძრავ ნიმფას და ფრთიან იმაგოს. მავნებელი წოვს მცენარის წვენს და გამოყოფს დიდი რაოდენობით ტკბილ, წებოვან სითხეს, რაზეც შემდგომში სახლდება საპროფიტული სოკო კაპნოდიუმი და ფარავს ნაყოფს შავი, ჭვარტლისებრი ნაფიფქით. ეს შავი აპკი ბლოკავს ფოტოსინთეზს, რადიკალურად უკარგავს მანდარინს სარეალიზაციო სახეს. მინერალური ზეთი (Mineral Oil) ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ფიზიკურად „გუდავს“ მავნებელს (განსაკუთრებით კვერცხსა და ნიმფას) და ქიმიურად შლის წებოვან ცვარს, რითაც ასუფთავებს ნაყოფს. ნო-ფლაი (No-Fly) კი აცეტამიპრიდის სისტემური მოქმედებით პარალიზებას უკეთებს და ანადგურებს მავნებლის მოძრავ ფორმებს.

რჩევა: მაქსიმალური ეფექტისთვის აუცილებელია მათი კომბინირებული გამოყენება (ტანკ-მიქსი), რათა ერთდროულად მოხდეს პოპულაციის შემცირება და ნაყოფის ვიზუალური გასუფთავება.
სიმწიფე
ნაყოფის შეფერხებული სიმწიფე და „სიმწვანე“ რატომ არ მწიფდება ნაყოფი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება.

ხშირად ხდება, რომ მანდარინი ან ფორთოხალი შიგნიდან უკვე მწიფე და ტკბილია, მაგრამ კანი ვიზუალურად რჩება მწვანე ან ჭრელი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა თბილი შემოდგომის პირობებში, როდესაც არ არის საკმარისი სიცივე იმისთვის, რომ ბუნებრივად დაიშალოს მწვანე პიგმენტი (ქლოროფილი). თუ ამ კლიმატურ ფაქტორს ემატება ჭარბი აზოტიც, მცენარე აგრძელებს ვეგეტაციას და მოსავლის აღება კრიტიკულად იგვიანებს. სწორედ ამ დროს, როცა ბუნებრივი კლიმატი ხელს არ გვიწყობს, აუცილებელია მცენარისთვის სიმწიფის სიგნალის ხელოვნურად მიცემა. ამისთვის კრიტიკულია აზოტის სრული შეწყვეტა და კალიუმის გამოყენება. ეფექტურია ფოთლოვანი გამოკვების სასუქი კალიუმ 450.

გამოყენება: დაიწყეთ გამოყენება კრეფამდე 3-4 კვირით ადრე. შეასხურეთ 2-ჯერ, 10-12 დღიანი ინტერვალით.
ვარჯის აწევა
ვარჯის აწევა — დაავადებების პრევენცია ქვედა იარუსის სხვლა და ნიადაგთან კონტაქტის გაწყვეტა, რაც აუმჯობესებს აერაციას და იცავს მცენარეს ნიადაგიდან მომავალი სოკოვანი ინფექციებისგან.

ციტრუსის სოკოვანი დაავადებების (განსაკუთრებით ნაყოფის ყავისფერი სიდამპლის და ფესვის სიდამპლის) მთავარი წყარო ნიადაგია. მიწაზე დაყრილი ან ნიადაგთან ახლოს მყოფი ტოტები წარმოადგენს პირდაპირ „ხიდს“ სოკოსა და მავნებლებისთვის, რათა ისინი ხეზე გადავიდნენ. გარდა ამისა, წვიმის დროს ნიადაგის ინფიცირებული შხეფები ხვდება დაბლა მყოფ ნაყოფს და აავადებს მას.

რჩევა: აუცილებლად ჩაატარეთ ქვედა იარუსის სხვლა — მოაშორეთ ყველა ის ტოტი, რომელიც მიწას ეხება ან ძალიან ახლოსაა მასთან. ნიადაგსა და ვარჯის პირველ ცოცხალ ტოტებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 30-40 სმ-იანი თავისუფალი, სანავარდო სივრცე. ეს აუმჯობესებს აერაციას და წყვეტს კონტაქტს ინფექციის წყაროსთან.

📋 ციტრუსის დაცვის ტექნოლოგიური სქემა

ფენოლოგიური ფაზა დანიშნულება დასახელება მოქმედი ნივთიერება დოზა 100ლ დოზა 1 ჰა
კვირტის დაბერვა ფუნგიციდი (ქეცი, ბაქტერიოზი) კობოქსი სპილენძის ოქსიქლორიდი 800 გ/კგ 0.4 კგ 2.4 კგ
კვირტის დაბერვა ინსექტიციდი (ქავერი, ტკიპა) ჰექტოლინეუმი მინერალური ზეთი 700 გ/ლ 1.5 ლ 9 ლ
კვირტის დაბერვა ინსექტიციდი (ფრთათეთრა) ნო-ფლაი აცეტამიპრიდი 200 გ/კგ 0.1 კგ 0.6 კგ
ყვავილობის წინ ფუნგიციდი (ქეცი, ანთრაქნოზი) რითმი პირიმეთანილი 300 გ/ლ 0.15 ლ 0.9 ლ
ყვავილობის წინ ინსექტიციდი მენდოზა ლამბდა-ციჰალოტრინი 50გ/ლ 0.08 ლ 0.48 ლ
ყვავილობის წინ სტიმულატორი ბროტავერდი ალუმინის ლიგნოსულფონატი 0.2 ლ 1.2 ლ
ყვავილობის დასასრული ფუნგიციდი ტაკკაპტანი კაპტანი 500 გ/კგ 0.2 კგ 1.2 კგ
ყვავილობის დასასრული ფუნგიციდი ფლოკი დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ 0.05 ლ 0.3 ლ
ყვავილობის დასასრული სტიმულატორი მეგაფოლი ამინომჟავები 0.25 ლ 1.5 ლ
ნაყოფის ზრდა ფუნგიციდი (სიდამპლე) მანჩენტი ზირამი 760 გ/კგ 0.3 კგ 1.8 კგ
ნაყოფის ზრდა აკარიციდი (ტკიპა) კროშე ტებუფენპირადი 200 გ/კგ 0.05 კგ 0.3 კგ
ნაყოფის ზრდა სასუქი (ზომა/ფერი) კალიუმ 450 კალიუმის ოქსიდი 45% 0.3 ლ 1.8 ლ
სიმწიფე სასუქი (შეფერვა) კალიუმ 450 კალიუმის ოქსიდი 45% 0.5 ლ 3 ლ
* შენიშვნა: წყლის ხარჯვის ნორმა შეადგენს 600 ლიტრს 1 ჰექტარზე.

სიახლეები