სტატიები

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

თანამედროვე სოფლის მეურნეობა სისწრაფეს მოითხოვს.  აგრონომიაში დრო გადამწყვეტი რესურსია — დაგვიანებული დიაგნოზი ან კვების გადავადება ხშირად მოსავლის დაკარგვის ტოლფასია თუმცა, დღეს საქართველოში კვალიფიციური აგრონომების მწვავე დეფიციტია. ამის გამო, ფერმერები ხშირად ვერ იღებენ დროულ და დეტალურ კონსულტაციას, რაც პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხზე.

 კომპანია „აგრო ფორსმა“, ტრადიციული აგრონომიული ცოდნისა და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმით, შექმნა ინოვაციური პროექტი  — ფორსა. ეს არის პირველი ქართული ციფრული აგრონომი, რომელიც მზადაა, ნებისმიერ დროს  გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია.

 მისი მთავარი უპირატესობა მუდმივი განვითარებაა. ფორსა ყოველდღიურად სწავლობს, ამუშავებს ახალ მონაცემებს და იხვეწება, რათა ფერმერს სულ უფრო ზუსტი და ამომწურავი პასუხი გასცეს. მისი მიზანი არ არის მხოლოდ საუბარი — მისი მიზანია პრობლემის იდენტიფიცირება და ზუსტი, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შეთავაზება.

როგორ გეხმარებათ „ფორსა“? პრაქტიკული მაგალითები

ჩვენი ციფრული ასისტენტი ფარავს აგრონომიის თითქმის ყველა მიმართულებას — მსხვილი მეურნეობებიდან დაწყებული, სახლის დეკორატიული მცენარეებით დამთავრებული.

  1. ზუსტი დოზირებები და კვების სქემები ფერმერისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რა გამოიყენოს, არამედ  როდის და რამდენი. მაგალითად, კითხვაზე: „რომელი სასუქი სჭირდება სიმინდს?“ — ფორსა არ იძლევა ზოგად პასუხს. ის გაწვდით კონკრეტულ ინფორმაციებს სიმინდის საკვები ელემენტების მოთხოვნილებაზე, შემდეგ კი სასუქის სახეობას და დოზირებას გირჩევს.
  1. დაავადებების დიაგნოსტიკა და ოპერატიული ქმედებები მცენარეთა დაცვაში ყოველი საათი გადამწყვეტია. თუ თქვენ ჰკითხავთ: „როგორ დავიცვა ვაზი ჭრაქისგან?“ — ფორსა დაამუშავებს მონაცემებს და შემოგთავაზებთ კონკრეტულ ფუნგიციდებსა და მოქმედ ნივთიერებებს, რომლებიც აპრობირებულია და ეფექტურია ჩვენს კლიმატურ პირობებში. მეტიც, ის მოგცემთ რჩევებს უსაფრთხოების შესახებ — მაგალითად, გაგაფრთხილებთ ქარიან ამინდში წამლობის რისკებზე.
  1. ზრუნვა დეკორატიულ მცენარეებზე. „რატომ უყვითლდება ფიკუსს ფოთლები?“ — ფორსა მყისიერად აანალიზებს სიმპტომებს (მორწყვის რეჟიმი, განათება, მიკროელემენტების ნაკლებობა) და გაძლევთ რჩევებს, როგორ დაუბრუნოთ სიჯანსაღე თქვენს მწვანე მეგობარს.

„აგრო ფორსისთვის“ მთავარი ღირებულება სწორი და დროული ინფორმაციაა. „ფორსა“ შეიქმნა იმისთვის, რომ პროფესიონალური აგრონომიული ცოდნა ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მყისიერად მივიდეს თითოეულ ფერმერამდე და გახდეს მისი ყოველდღიური წარმატების საფუძველი.