ატმის დაცვა და მოვლა

სრული გზამკვლევი

ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი ატმისა და უხვი მოსავლისთვის.

ატმის ძირითადი დაავადებები და მავნებლები

ატმის დაცვა და მოვლა

ატმის ძირითადი პრობლემები

რკინის ქლოროზი
რკინის ქლოროზი ნიადაგის მაღალი pH-ით გამოწვეული რკინის ათვისების ბლოკირება, რაც იწვევს ქლოროფილის გამომუშავების შეწყვეტას, ფოთლის ფირფიტის გაყვითლებასა და ფოტოსინთეზის გაჩერებას.

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ნიადაგის მაღალი pH ბლოკავს რკინის ათვისებას ფესვთა სისტემის მიერ. შედეგად მცენარეს უწყდება ქლოროფილის გამომუშავება, ფოთლის ფირფიტა ყვითლდება და მხოლოდ ძარღვები რჩება მწვანე, რაც აჩერებს ფოტოსინთეზს და აფერხებს მოსავლის ზრდას. მაღალი pH ის დროს რკინის ხელატების უმეტესი პრეპარატები ვერ ინარჩუნებენ აქტიურობას. საჭიროა ისეთი სასუქის გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ნიადაგის pH-ს. ასეთია გოგირდიანი სასუქები. მჟავე არესკენ გადახრილი ნიადაგი ათავისუფლებს ხელმიუწვდომელ რკინას. ასევე შესაძლებელია ისეთი რკინის ხელატების გამოყენება, რომლებიც ინარჩუნებენ ტუტე არეში აქტიურობას, ასეთებია EDDHA და EDDHSA ფორმულები, რომელსაც შეიცავს ფერილენ ტრიუმი.

ნაყოფის კალიბრი
ნაყოფის კალიბრისა და ხარისხის მართვა რომელი საკვები ნივთიერებები მოქმედებენ ნაყოფის ხარისხსა და ზომაზე და როგორ?

ატმის კომერციული ღირებულება პირდაპირ კავშირშია ნაყოფის ზომასა და ვიზუალთან. მცენარის მიერ მსხვილი, პრემიუმ კლასის მოსავლის ფორმირებისთვის გადამწყვეტია კალიუმით გაძლიერებული კვება აქტიური ზრდის ფაზაში. კალიუმი უზრუნველყოფს ნახშირწყლების აქტიურ ტრანსპორტირებას ფოთლიდან ნაყოფისკენ და არეგულირებს უჯრედებში წყლის ბალანსს. ეს პროცესი იწვევს ნაყოფის რბილობის მოცულობაში ინტენსიურ ზრდას, პარალელურად კი უმჯობესდება კანის შეფერილობა და გემოვნური თვისებები.

რჩევა: დაიწყეთ ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდიდან (კურკის გამაგრების შემდეგ) და გააგრძელეთ მომწიფება/შეფერვის ეტაპზე.
კურკის გასკდომა
კურკის გასკდომა არათანაბარი მორწყვისა და კვების დისბალანსის შედეგად რბილობის სწრაფი ზრდა, რაც იწვევს კურკის გახლეჩასა და ნაყოფის დეფორმაციას.

არათანაბარი მორწყვისა და კვების დისბალანსის დროს, ნაყოფის რბილობი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კურკა ასწრებს გამაგრებას, რაც იწვევს კურკის გახლეჩას და ნაყოფის დეფორმაციას. ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია უჯრედის კედლის სიმტკიცესთან. კალციუმი ამაგრებს კურკის ქსოვილს და ხელს უშლის მის რღვევას სწრაფი ზრდის პერიოდში. ბორი აუცილებელია კალციუმის ტრანსპორტირებისა და გამერქნების პროცესისთვის, რაც კურკას სიმკვრივეს ანიჭებს. თუ მცენარე ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობის ბორს, მას კვლავ გაუჩნდება დეფიციტის სიმპტომი, რადგან კალციუმი ვერ მოახერხებს მცენარეში გადაადგილებას.

რჩევა: გამოიყენეთ ბრექსილ კალციუმი ნაყოფის გამოხშირვის (გამეჩხერების) შემდეგ და გაიმეორეთ ნაყოფის აქტიური ზრდისას.
სიხუჭუჭე
ატმის ფოთლის სიხუჭუჭე ატმის ყველაზე აგრესიული დაავადება, რომელიც იწვევს ფოთლების დეფორმაციას, გასქელებასა და მოწითალო შეფერილობას, რაც ფოთოლცვენითა და ხის გამოფიტვით სრულდება.

ატმის ყველაზე აგრესიული დაავადებაა, რომელიც იწვევს ფოთლების დეფორმაციას, გასქელებას და მოწითალო-იისფრად შეღებვას. პათოგენი იზამთრებს ხის ქერქსა და კვირტების ქერცლში, გაზაფხულზე კი, ცივი და ტენიანი ამინდის პირობებში, აინფიცირებს ახალგაზრდა ყლორტებს. დაავადება იწვევს ფოთლების ნაადრევ ცვენას, ფოტოსინთეზის შეწყვეტას და ხის სრულ გამოფიტვას, რაც პირდაპირ ანადგურებს მოსავალს. ამის საწინააღმდეგოდ გამოიყენება კუპროზინი, რომელიც ქმნის მყარ დამცავ ბარიერს და ანადგურებს გამოზამთრებულ სპორებს ჯერ კიდევ ვეგეტაციის დაწყებამდე.

რჩევა: ჩაატარეთ ე.წ. ცისფერი წამლობა კვირტის დაბერვამდე (5 კგ/ჰა), რათა სეზონი სუფთა ფონზე დაიწყოთ.
მონილიოზი
მონილიოზი (ყავისფერი სიდამპლე) კურკოვნების უმთავრესი სოკოვანი დაავადება, რომელიც უტევს ბაღს ორ კრიტიკულ ფაზაში — იწვევს ყვავილის ხმობას და ნაყოფის ლპობას მომწიფების პერიოდში.

მონილიოზი კურკოვნების უმთავრესი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ბაღს ორ კრიტიკულ ფაზაში უტევს: ყვავილობისას რა დროსაც იწვევს ყვავილისა და ყლორტის ხმობას და ნაყოფის მომწიფებისას. ინფექციის მთავარი რეზერვუარი ხეზე შერჩენილი ან ძირს ჩამოცვენილი გამხმარი ნაყოფები, „მუმიებია". გაზაფხულზე სწორედ აქედან გავრცელებული სპორები აინფიცირებენ ბაღს, რის გამოც მუმიების ფონზე ქიმიური წამლობა არაეფექტურია.

რჩევა: აუცილებელია ზამთრის სხვლისას ყველა მუმიის ნაკვეთიდან გატანა. წამლობა უნდა ჩატარდეს „ვარდისფერი კოკრის" ფაზაში (ყვავილის დასაცავად) და განმეორდეს მომწიფების პერიოდში. პარალელურად აკონტროლეთ მავნებლები, რადგან სოკო ნაყოფში ხშირად მექანიკური დაზიანების ადგილებიდან იჭრება.

📋 ციტრუსის დაცვის ტექნოლოგიური სქემა

ფენოლოგიური ფაზა დანიშნულება დასახელება შემადგენლობა/მოქმედი ნივთიერება დოზა 100ლ დოზა 1 ჰა
კვირტის დაბერვაფუნგიციდიკობოქსისპილენძის ოქსიქლორიდი 800 გ/კგ0.42.4
ინსექტიციდიჰექტოლინეუმიმინერალური ზეთი 700 გ/ლ1.59.0
ინსექტიციდინო-ფლაიაცეტამიპრიდი 200 გ/კგ0.10.6
ყვავილობის წინფუნგიციდირითმიპირიმეთანილი 300 გ/ლ0.150.9
ინსექტიციდიმენდოზალამბდა-ციჰალოტრინი 50გ/ლ0.080.48
სტიმულატორიბროტავერდიალუმინის ლიგნოსულფონატი0.21.2
ყვავილობის დასასრულიფუნგიციდიტაკკაპტანიკაპტანი 500 გ/კგ0.42.4
ფუნგიციდიფლოკიდიფენოკონაზოლი 250 გ/ლ0.080.48
სტიმულატორიმეგაფოლიამინომჟავები, ბეტაინები, ვიტამინები0.31.8
აკარიციდიკროშეტებუფენპირადი 200 გ/კგ0.080.48
ნაყოფების გამონასკვაფუნგიციდიმანჩეტიზირამი 760 გ/კგ0.42.4
ინსექტიციდიდეტოლი ემაემამექტინ ბენზოატი 17 გ/ლ0.31.8
ფოთლოვანი გამოკვებამასტერი NPK 18-18-18N-18%, P₂O₅-18%, K₂O-18%, MgO-3%0.53.0
სტიმულატორიამინოსოლითავისუფალი ამინომჟავები 56-58%0.150.9
ნაყოფების ზრდაფუნგიციდიტაკკაპტანიკაპტანი 500 გ/კგ0.42.4
ფუნგიციდიფლოკიდიფენოკონაზოლი 250 გ/ლ0.080.48
ინსექტიციდიკარლიტასპიროტეტრამატი 100 გ/ლ0.352.1
სიმწიფის დასაწყისიფუნგიციდიმანჩეტიზირამი 760 გ/კგ0.42.4
ფოთლოვანი გამოკვებამასტერი NPK 3-37-37N-3%, P₂O₅-37%, K₂O-37%0.53.0
სიმწიფეფუნგიციდიკობოქსისპილენძის ოქსიქლორიდი 800 გ/კგ0.42.4
* შენიშვნა: წყლის ხარჯვის ნორმა შეადგენს 600 ლიტრს 1 ჰექტარზე.

სიახლეები