სტატიები

ვენახის ყველაზე საშიში მავნებელი – ყურძნის ჭია

ვენახის ყველაზე საშიში მავნებელი – ყურძნის ჭია (Lobesia botrana) და მისი ეფექტიანი კონტროლის გზები

ყურძნის ჭია, მეცნიერულად ცნობილი როგორც Lobesia botrana, ვაზის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი მავნებელია, რომელიც ყოველწლიურად ასობით ფერმერს უზარმაზარ ზიანს აყენებს. მის გამო მოსავლის დანაკარგმა შეიძლება მიაღწიოს 50–60%-ს, ხოლო თუ მავნებლის გავრცელება სათანადოდ არ კონტროლდება, შედეგი შეიძლება იყოს კატასტროფული – როგორც ეკონომიკურად, ასევე აგროტექნოლოგიურად.

მავნებლის ზემოქმედება და განვითარების ციკლი

ყურძნის ჭიას ახასიათებს კომპლექსური ბიოლოგიური ციკლი. სეზონის განმავლობაში მას შეუძლია სამი თაობის წარმოქმნა. პირველი თაობა იღვიძებს გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 10–15°C-ს. ეს ეტაპი ხშირად ემთხვევა ყურძნის ვაზის ყვავილობის პერიოდს, რის გამოც განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ ექცევა ყვავილედები.

პირველი თაობის მატლები აზიანებენ ყვავილედებს — ისინი ღეჭავენ ყვავილობის სტრუქტურას, რაც იწვევს მტევნის ფორმირებისა და ზრდის შეფერხებას.

ყურძნის ჭია ყვავილებში

 მეორე თაობა უკვე უშუალოდ ნაყოფს აზიანებს: მატლები აღწევენ ყურძნის მარცვლებში და იკვებებიან მათი რბილობით. დაზიანებული მარცვლები ხშირად ემსხვერპლებიან ნაცრისფერ სიდამპლეს (Botrytis cinerea), რომელიც განსაკუთრებულად სწრაფად ვრცელდება ჭიის მიერ დაზიანებულ ადგილებში.

ბოტრიტისი

 

მატლებს ახასიათებთ აბლაბუდის მსგავსი სტრუქტურის წარმოქმნა მტევნებზე, რაც კიდევ უფრო აჩქარებს სოკოვანი დაავადებების განვითარებას. ერთი მატლის განვითარება საშუალოდ 38 დღეს საჭიროებს, ხოლო ჭუპრის სტადია გრძელდება 12–15 დღე. ამ პერიოდის შემდეგ მავნებელი იჭუპრება, გარდაიქმნება პეპლად და ციკლი თავიდან იწყება.

 

შემოდგომისთვის, როცა ტემპერატურა იკლებს, ჭიის მესამე თაობა გადადის ზამთრის ფაზაში – იზამთრებს ჭუპრის სახით ვაზის ქერქის ქვეშ, რაც ართულებს მის აღმოჩენასა და განადგურებას.

გავრცელების არეალი

საქართველოში ყურძნის ჭია ყველაზე ხშირად გვხვდება კახეთში – რეგიონში, რომელიც ვაზის კულტურით ყველაზე აქტიურად არის დაკავებული. შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც, მავნებელი გვხვდება იმერეთშიც. ამ რეგიონებში მავნებლის გავრცელება განპირობებულია როგორც კლიმატური პირობებით, ასევე ვაზის ფართო კულტივაციით და იმ ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი მავნებლის არსებობას.

მონიტორინგი და მავნებლის გამოვლენა

ეფექტიანი კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის დროული მონიტორინგი. ამისთვის ხშირად გამოიყენება სპეციალური ფერომონიანი დელტა ხაფანგები, რომლებიც მიზნად ისახავს სქესობრივი ფაზის მქონე პეპლების აღმოჩენას. პეპლების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია და საჭიროა მოხდეს სწორი დროის შერჩევა ინსექტიციდური მკურნალობის ჩასატარებლად.

 

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები

ყურძნის ჭიას გააჩნია მღრღნელი ტიპის პირის აპარატი, რაც ნიშნავს რომ ის ძირითადად იღებს საკვებს ვაზის ზედაპირიდან ან შიგნიდან – მცენარის ბიო-მასის გამოყენებით. ეს ბიოლოგიური მახასიათებელი პირდაპირ განსაზღვრავს იმას რომ მის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდები – ქიმიური ნივთიერებები რომლებიც მოქმედებენ როგორც მწერთან პირდაპირი შეხებისას ასევე მაშინ როდესაც მავნებელი იკვებება ნივთიერებით დამუშავებული მცენარით.

დეტოლი ემა – თანამედროვე გადაწყვეტა ყურძნის ჭიის წინააღმდეგ

აგრო ფორსი გთავაზობთ თანამედროვე ინსექტიციდს დეტოლი ემას, რომელიც დაფუძნებულია ემამექტინ ბენზოატზე – ეს არის მაღალტექნოლოგიური მოქმედების აქტიური ნივთიერება რომელიც მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, იწვევს პარალიზებას და მალევე მის კვდომას.

დეტოლი ემა-ს უპირატესობები:

  • ორმაგი მოქმედება – კონტაქტური და ნაწლავური ზემოქმედება;
  • სწრაფი რეაქცია მავნებელზე — ეფექტური შედეგი რამდენიმე საათში;
  • ხანგრძლივი დაცვა — ფარავს ყურძნის ყველა კრიტიკულ ფაზას ვეგეტაციის განმავლობაში;
  • შესაფერისია როგორც პირველი ისე მეორე და მესამე თაობის კონტროლისთვის.

წამლობის რეკომენდებული გრაფიკი

წამლობა უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად მცენარის ვეგეტაციური ფაზის მიხედვით:

  1. პირველი წამლობა – ყვავილობამდე, როდესაც პირველი თაობა იჩეკება და იწყებს ყვავილედებზე მოქმედებას.
  2. მეორე წამლობა – ყვავილობის დასრულებისთანავე, რაც მნიშვნელოვანია მეორე თაობისგან დაცვისთვის.
  3. მესამე წამლობა – მარცვლების მომწიფების წინ, საჭიროების შემთხვევაში და მონიტორინგის მონაცემების მიხედვით.