გაზაფხულის ყინვით გამოწვეული საფრთხეები
გაზაფხულის ყინვა: როგორ ზიანდება მცენარეები და მიყენებული ზიანის შემცირების გზები
გაზაფხულის ყინვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მცენარეთა განვითარების საწყის ეტაპზე. ტემპერატურის უეცარი ვარდნა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მცენარეთა ნაზ ქსოვილებს და აფერხებს მათ ზრდას. ამ პროცესის უკეთ გასაგებად აუცილებელია მცენარეთა ფიზიოლოგიის ცოდნა.
როგორ მოქმედებს ყინვა მცენარეებზე?
მცენარეში წვენი გადაადგილდება ორი მთავარი ქსოვილის – ქსილემისა და ფლოემის საშუალებით. ქსილემა აწვდის წყალსა და მინერალებს ფესვებიდან ფოთლებისკენ, ხოლო ფლოემა გადააქვს ორგანული ნივთიერებები საპირისპირო მიმართულებით. გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც მცენარეული ქსოვილი განსაკუთრებით ნაზია, ყინვის ზემოქმედება მასზე გაცილებით მძიმედ აისახება.
ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შედეგად მცენარეში მოძრავი წყალი იყინება და კრისტალიზდება. წარმოქმნილი ყინულის კრისტალები აზიანებენ ნაზ გამტარ ქსოვილებს, რაც აფერხებს წვენის მოძრაობას. დღეღამური ტემპერატურის რყევები ამ პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებს – გაყინვა, გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა იწვევს წყლის აირად მდგომარეობაში გადასვლას, რის შედეგადაც მცენარეში წარმოიქმნება ბუშტუკები. ეს ბუშტუკები ხელს უშლიან წყლის უწყვეტ მოძრაობას, რაც იწვევს ე.წ. კავიტაციას – ქსილემის ჭურჭლების სრულ განადგურებას. მცენარეთა რეგენერაციის უნარი დამოკიდებულია ყინვის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. ხანმოკლე ყინვის შემდეგ მცენარე შესაძლოა ნაწილობრივ აღდგეს, მაგრამ მოსავლის ხარისხზე მისი გავლენა მაინც საგრძნობი რჩება.
გაზაფხულის სხვა სტრესფაქტორები
გარდა ყინვისა, გაზაფხულზე მცენარეები კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან სტრესფაქტორს განიცდიან:
- მკვეთრი ტემპერატურის ცვალებადობა – დღისით მაღალი ტემპერატურა და ღამით დაბალი ტემპერატურა მცენარის ზრდას აფერხებს და ზრდის მისი ქსოვილების დაზიანების რისკს.
- წყლის დეფიციტი ან ჭარბი ტენიანობა – გაზაფხულის მშრალი პერიოდები მცენარის დეჰიდრატაციას იწვევს, ხოლო ჭარბი ტენიანობა ხელს უწყობს ფესვების სოკოვანი დაავადებების განვითარებას.
- ქარის ზემოქმედება – ძლიერი ქარები აზიანებს მცენარეთა ფოთლებსა და ღეროებს, რაც აფერხებს მათ განვითარებას და ზრდის სტრესის დონეს.
- სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები – გაზაფხულზე, ნოტიო გარემოში, მცენარეთა დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება, რაც გავლენას ახდენს მათი ზრდისა და მოსავლიანობის ხარისხზე.
როგორ შეამციროთ გაზაფხულის ყინვისა და სხვა სტრესფაქტორების ზიანი?
აგროფორსი გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტას – ბროტავერდი, უნიკალური პრეპარატი, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ ალუმინის ლიგნოსულფონატზე. ეს ნივთიერება მრავალმხრივ მოქმედებას ავლენს, თუმცა მისი მთავარი მექანიზმი მცენარის ქსილემის დაცვა და წვენის მიმოქცევის გაუმჯობესებაა.
ბროტავერდის მოქმედება:
- ხელს უწყობს ქსილემაში დამცავი ლიგნინის ფენის წარმოქმნას, რაც ამცირებს ყინულის კრისტალების მიერ ქსოვილების დაზიანებას;
- ამცირებს ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უშლის გამტარი ქსოვილების ბლოკირებას;
- აჩქარებს მცენარეში წვენის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს მწვანე მასის სწრაფ აღდგენას;
- აძლიერებს მცენარის რეგენერაციულ უნარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყინვისგან დაზარალებული ნაზ ქსოვილების აღსადგენად;
- აუმჯობესებს მცენარის იმუნიტეტს, რაც მას მეტად გამძლეს ხდის სოკოვანი დაავადებების მიმართ.
დამატებით, თუ ბროტავერდს შევუხამებთ ამინომჟავებს, მცენარის აღდგენისთვის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება.
ამინომჟავების როლი გაზაფხულის ყინვისგან დაზარალებული მცენარეების აღდგენაში
ამინომჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა სტრესის მართვაში, განსაკუთრებით გაზაფხულის ყინვის დროს. ისინი ხელს უწყობენ უჯრედების აღდგენას, ცილების სინთეზს და მცენარის რეგენერაციას.
გერმანული კომპანია ლებოსოლი გთავაზობთ ამინომჟავების სტიმულატორს ამინოსოლს, რომელიც ხელს უწყობს მცენარის სწრაფ აღდგენას ყინვისა და სხვა სტრესის შემდეგ.