Showing 1–12 of 51 results

ჩვენება 9 12 18 24

ალფოსეთილი

ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

არვიკა

არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი არვიკას უპირატესობები ✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ; ✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი; ✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;

ატრეუსი

ატრეუსი არის ფუნგიციდი სუსპენზიის კონცენტრატის სახით, რომელიც წარმოადგენს ორი განსხვავებული აქტიური ნივთიერების კომბინაციას. ამ ორი აქტიური ნივთიერებიდან ერთ-ერთია პირმეთანილი, ანილნოპირიმიდინის ჯგუფის კონტაქტური და ტრანსლამინარული ფუნგიციდი, რომელსაც აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები.

ბეთრინი

ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.

ბექჰენდი

ბექჰენდი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი დამცავი და პროფილაქტიკური მოქმედებით. ის აფერხებს სპორების გაღივებას, აღმოცენებას, მიცელიუმის განვითარებას და სპორების წარმოქმნას. პირაკლოსტრობინისა და დითიანონის მოქმედების გაერთიანებით კი ბექჰენდს აქვს განსაკუთრებული უნარი ებრძლოს ხეხილის შავ ლაქიანობას. მას აქვს ხანგრძლივი და დამცავი ეფექტი.

ბოტრეფინი

ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

გარსია

გარსია არის ფუნგიციდი, რომელიც იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან. ის მუშაობს სპორების გაღივების, გაღივების მილების, მიცელიუმის განვითარებისა და სპორების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

დეტოლი 2.4დ

აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ. ✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე; ✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას; ✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;

დეტოლი გლიფო 450

დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი. დეტოლი გლიფოს უპირატესობები ✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას; ✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე; ✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან; ✔️ კონკურენტული ფასი;

დეტოლი გლიფო 540

დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ. დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები ✔️ სწრაფი მოქმედება; ✔️ გაადვილებული ტრანსპორტი; ✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა; ✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;

დეტოლი გლიფო 680

პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ხსნადი გრანულების სახით, რაც მას აქცევს უფრო მეტად კონცენტრირებულ ჰერბიციდად, ვიდრე თხევადი ჰერბიციდები. იგი იხსნება წყალში ძალიან სწრაფად. საუკეთესო შედეგი დგება სარეველების აქტიური ვეგეტაციის ფაზაში გამოყენებისას. მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.

დეტოლი ემა

დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ. დეტოლი ემას უპირატესობები ✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ; ✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ; ✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;