ჩვენება 9 12 18 24

ბეთრინი

ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.

დეტოლი ემა

დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ. დეტოლი ემას უპირატესობები ✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ; ✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ; ✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;

ვეჯექს კრისოილი

კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ. ვეჯექს კრისოილის უპირატესობები ✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი; ✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას; ✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს; ✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ); ✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;

კარლიტა

კარლიტა არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება მავნებელთა ფართო სპექტრის: ბუგრების, ცრუფარიანასა და ფრთათეთრების წინააღმდეგ. სპიროტეტრამატს აქვს უნარი გადაადგილდეს მცენარის მთელ სიგრძეზე, რითაც უზრუნველყოფს მცენარის ახალი ნაზარდის დაცვას არა მხოლოდ მავნებლების ზრდასრული ფორმისგან, არამედ ხელს უშლის კვერცხებისა და მავნებლების ლარვების ზრდას. არ გადააჭარბოთ შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.

კროშე

კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.

მობეტი

მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე. მობეტის უპირატესობები ✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს; ✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი; ✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს; ✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას; ✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას; ✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;

ნო-ფლაი

ნო-ფლაი არის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი. სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედების დამსახურებით აცეტამიპრიდი ადვილად შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ყველა ორგანოში, რის გამოც ნო-ფლაის ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც კი. გამოიყენება ყველა კულტურაში. შესაბამისად, მავნებლები იღუპებიან არა მარტო პრეპარატთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების შემდეგ. არ გადააჭარბოთ ნო-ფლაით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.

პასატი

პასატი არის ფართო სპექტრის მოქმედების კონტაქტური ინსექტიციდი, რომლის მოქმედებაც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით, კუჭის ქმედებით და რეპელენტური თვისებებით. გარდა ამისა პასატი მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე - ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით არღვევს ნეირონების მოქმედებას. გამოიყენება როგორც ბოსტნეულში, ისე ხეხილოვან და მარცვლოვან კულტურებში გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ.

სილტანი

სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.

ქილატუმი

ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას. ქილატუმის უპირატესობები ✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება; ✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის; ✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა; ✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;

ჰექტოლინეუმი

ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.