ჰერბიციდი
დეტოლი 2.4დ
აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ.
✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე;
✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას;
✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
დეტოლი გლიფო 540
დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;
დეტოლი გლიფო 680
პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ხსნადი გრანულების სახით, რაც მას აქცევს უფრო მეტად კონცენტრირებულ ჰერბიციდად, ვიდრე თხევადი ჰერბიციდები. იგი იხსნება წყალში ძალიან სწრაფად. საუკეთესო შედეგი დგება სარეველების აქტიური ვეგეტაციის ფაზაში გამოყენებისას. მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.
ტრინიტი
ტრინიტი არის სელექციური ჰერბიციდი ნიადაგზე ზემოქმედებისთვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესების მარცვლოვან და ორლებნიან სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის აფერხებს უჯრედების გაყოფას და სიცოცხლისუნარიანობას სარეველას ფესვებსა და ყლორტებში
ტრინიტის უპირატესობები
✔️ სარეველების გრძელვადიანი კონტროლი;
✔️ შერჩევითი მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ერთწლიან ბალახებზე;
✔️ აღმოცენებამდელი და აღმოცენების შემდგომი მოქმედება (ადრეულ ეტაპებზე);
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;
ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერ 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.