ტერამილე 12-24-12 წარმოადგენს უნიკალური კლასის NPK სასუქს, რომელიც სამ ძირითად მაკროელემენტთან ერთად შეიცავს მეზოელემენტს – გოგირდს და მიკროელემენტებს – ბორსა და თუთიას. გოგირდი ხელს უწყობს ამინომჟავების და ცილების წარმოქმნას, რაც აუცილებელია მცენარის ზრდისთვის.
| მწარმოებელი | Terramile |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ლიეტუვა |
| პრეპარატული ფორმა | გრანულირებული |
გოგირდი ასევე ხელს უწყობს ქლოროფილის წარმოქმნას, რომელიც აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის და აზოტის ეფექტური გამოყენებისთვის. ბორი კი აუმჯობესებს ფესვების მიერ ფოსფორისა და კალიუმის ათვისებას – ფესვის უჯრედის მემბრანების სათანადო ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებით. შედეგად მცენარეში ძლიერდება ფოსფორისა და კალიუმის ეფექტურობა. რაც შეეხება თუთიას – გადამწყვეტია გარკვეული ცილების ფორმირებისთვის და გენის ექსპრესიის რეგულირებისთვის. ამ პროცესებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს მცენარე NPK საკვებ ნივთიერებებს.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება (კგ/ჰა) | მიზანი |
| საშემოდგომო ხორბალი | ნიადაგიდან შესატანი | 150–300 |
მცენარის სასიცოცხლო ელემენტებით მომარაგება
|
| ჭარხალი | ნიადაგიდან შესატანი | 150–300 |
მცენარის სასიცოცხლო ელემენტებით მომარაგება
|
| სიმინდი | ნიადაგიდან შესატანი | 150–300 |
მცენარის სასიცოცხლო ელემენტებით მომარაგება
|
| მდელოები და საძოვრები | ნიადაგიდან შესატანი | 150–300 |
მცენარის სასიცოცხლო ელემენტებით მომარაგება
|
შემადგენელი ნივთიერება
| შედგენილი ნივთიერება | (%) |
| აზოტი (N) | 12 |
| ხსნადი ფოსფორის პენტოქსიდი (P₂O₅) | 24 |
| წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K₂O) | 12 |
| წყალში ხსნადი გოგირდი (SO₃) | 15 |
| წყალში ხსნადი ბორი (B) | 0.02 |
| თუთია (Zn) | 0.02 |
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
კაოს XT
მასტერი 18.18.18 +3MgO+6SO3 +TE
წყალში ხსნადი მიკროკრისტალური სასუქი, რომელიც ხასიათდება სწრაფი და სრული ხსნადობით და გამოიყენება ფერტიგაციის სისტემებში.
მასტერის სასუქებში ელემენტების სხვადასხვა ფორმულირებით შემცველობა უზრუნველყოფს ყველა კულტურის საკვები ელემენტებით მომარაგებას ყველა ფენოლოგიურ ფაზაში და ყველა ტიპის ნიადაგზე, რაც განაპირობებს როგორც ხარისხს , ისე მოსავლიანობის გაზრდას.
მასტერი 18.18.18 +3MgO+6SO3 +TE-ის უპირატესობები ✔️ სრული და სწრაფი ხსნადობა; ✔️ დამზადებულია მაღალი ხარისხის ნედლეულით; ✔️ გამდიდრებულია EDTA- სა და მიკროელემენტების ნაერთებით ; ✔️ არ შეიცავს ნატრიუმსა და ქლორიდებს;




