ლუმიკის უპირატესობები
✔️ ამცირებს წყლის ზედაპირზე დაჭიმულობას;
✔️ ქმნის წყლის პატარა წვეთებს და აუმჯობესებს ფოთლის ზედაპირზე განაწილებას;
✔️ ქმნის დამატებით ფენას წყლის ზედაპირზე რათა შეამციროს აორთქლება ;
✔️ ფოთლებიდან აშორებს მწერების ტკბილ გამონაყოფს;
✔️ ზრდის ნივთიერებების შეწევადობას სპეციფიკური ორგანული ნივთიერებების საშუალებით;
| მწარმოებელი | Arvensis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
ლუმიკი არის სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამაძლიერებელი, რომელიც შეიცავს ციტრუსოვანი მცენარეების ეთერზეთებს, ბუნებრივ ადიუვანტებს და მცენარეულ ექსტრაქტებს. პრეპარატი ქმნის ფენას ფოთლებზე, რაც ხელს უშლის სხვა პრეპარატთა აორთქლებას და აუმჯობესებს მათ შეღწევადობას მცენარეებში, მწერებში და სოკოებში. ლუმიკის გამწმენდი ეფექტი შლის ბუგრების ტკბილ სითხეს, ასუფთავებს ფოთლებზე არსებულ ჭუჭყს და ტკიპებისგან დატოვებულ აბლაბუდებს. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული სპილენძისა და გოგირდის მაღალი შემცველობის პრეპარატებთან ერთად.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება მლ/100ლ წყალი |
| ყველა კულტურა | პრეპარატის გასაძლიერებლად | 100 |
| ყველა კულტურა | მცენარის გასუფთავებისთვის | 300-400 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | (%) |
|
ციტრუსის ეთერზეთები, ბუნებრივი მიმწებებლები, საპონინები, მცენარეული ექსტრაქტი და გლუკონური მჟავა
|
|
| წყალში ხსნადი მანგანუმი (Mn) | 0.7% |
| წყალში ხსნადი თუთია (Zn) | 1.3% |
გადმოწერეთ ბროშურა
მსგავსი პროდუქცია
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
ფერტირეგ ექტსრა
თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად ათვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე
✔️ არ ტოვებს ქიმიურ დანალექს;
✔️ მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლებაში;
✔️ ზრდის ფერმენტების აქტივობას ნიადაგის ორგანულ ფრაქციებში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას;
✔️ ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას;
✔️ პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და მისი გამოყენება
ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
✔️ ორგანული ნივთიერებების შესათვისებლად მცენარე არ ხარჯავს ენერგიას;
✔️ მცენარეს ამარაგებს აზოტით;
ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;





