ტაკკაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ – ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.
მწარმოებელი |
Ferbis |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა |
თურქეთი |
მოქმედი ნივთიერება |
კაპტანი |
პრეპარატული ფორმა |
წყალში ხსნადი ფხვნილი |
კატეგორია: ფუნგიციდი
კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
ვაზი | ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე, ნაცრისფერი სიდამპლე, ფომოფსისი |
1.2 – 1.5 | 28 დღე |
ატამი, ალუბალები | მონოლიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტერიოსპოროზი |
2 – 3 | 28 დღე |
ვაშლი, მსხალი და სხვა თესლოვანები | ქეცი, ყავისფერი ლპობა, ნაცარი, მონილიოზი |
2 – 3 | 28 დღე |
მარწყვი, მოცვი, ყურძენი | ნაცრისფერი სიდამწარე, ნაცარი | 1.5 – 2 | 28 დღე |
ნუში | ფიტოფტორა, ფოთლების გაწითლება, მიკროსპორიოზი |
2 | 28 დღე |
პომიდორი, კარტოფილი | ფიტოფტორა, ნაცარი | 2.5 – 3 | 28 დღე |
ხახვი | ჭრაქი | 2 | 28 დღე |
კიტრი | ჭრაქი, ნაცარი | 2 | 28 დღე |
შემადგენელი ნივთიერებები
შემადგენელი ნივთიერება | % |
კაპტანი | 50 |
მსგავსი პროდუქცია
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ფუდინი
ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.