ვაზის დაცვა და მოვლა

სრული გზამკვლევი

ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი ვენახისა და უხვი მოსავლისთვის.

ვაზის ძირითადი დაავადებები და მავნებლები

ვაზის ძირითადი პრობლემები

უეცარი ხმობა
რა იწვევს ვაზის უეცარ ხმობას? მსხმოიარე ვაზის უეცარი ხმობა ძირითად ესკათია გამოწვეული, რომელიც რამდენიმე განსხვავებული სოკოს კომბინაციაა.

მსხმოიარე ვაზის უეცარი ხმობა ძირითად ესკათია გამოწვეული, რომელიც რამდენიმე განსხვავებული სოკოს კომბინაციაა (Phaeoacremonium aleophilum, Phaeomoniella chlamydospora და Fomitiporia mediterranea). ამ დაავადებით ვაზის ძირები ხშირ შემთხვევაში სანერგეშივეა ინფიცირებული, თუმცა ხშირ შემთხვევებში ის პირველად ვლინდება 5, 10 წლის წინ გაშენებულ ვენახებში. ესკას პირველი სიმპტომები ჩნდება მუქი წითლი ან ყვითელი ზოლებით ფოთლებზე, დაავადების განვითარებასთან ერთად ხმება მთლიანი ვაზი, თუმცა ეს ასევე შესაძლოა უსიმპტომოდაც მოხდეს. დაავადების გამომწვევი სპორები ვაზის მერქნიან ნაწილებში იზამთრებენ. ნალექების დროს შემოდგომიდან გაზაფხულამდე ესკა ვითარდება გასხვლის ან მექანიკური დაზიანების შედეგად მიღებულ ჭრილობებზე. დაინფიცირების შემდეგ პათოგენი აყალიბებს მუდმივ ინფექციას, რომლის მკურნალობაც სამწუხაროდ ფუნიგიციდების გამოყენებით ვერ ხერხდება.

რჩევა: ესკას წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებობს მხოლოდ პრევენციული ღონისძიებები, როგორიცა სწორი გასხვლა. დაავადებულ ძირის შემჩნევისას უმჯობესია მისი მთლიანად ამოძირკვა.
ფილოქსერა
რა იწვევს ვაზის ფოთლების ქვედა მხარეს ბუშტუკებს (ვაზის ფოთლის ფილოქსერა)? ფოთლის ფილოქსერა (Daktulosphaira vitifoliae) ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებელია ვაზისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ისტორიულად უფრო მეტად ფესვის ფორმა იყო გავრცელებული (რომელმაც მე-19 საუკუნეში ევროპული ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა), ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით მის ფოთლის ფორმასაც. მისი სიმპტომები საკმაოდ თვალსაჩინოა და სხვა დაავადებებს არ გავს. მას ახასიათებს:

გალები (ბუშტუკები): ფოთლის ქვედა მხარეზე ჩნდება პატარა, მეჭეჭისებრი გამონაზარდები.

ფერი: თავიდან ეს გამონაზარდები მომწვანოა, მოგვიანებით კი შეიძლება გაყავისფრდეს.

დეფორმაცია: ძლიერი დაზიანებისას ფოთოლი იკუმშება, იგრიხება და ნაადრევად ცვივა.

მასთან საბრძოლველად გამოიყენება მექანიკური და ქიმიური ღონისძიებები. მცირე დაზიანებების შემთხვევაში შესაძლებელია დაზიანებული ფოთლების მოცილება და დაწვა.

რჩევა: მაღალი ფონის შემთხევაში წამლობა ტარდება სისტემური პრეპარატით, როგორიცაა ნო-ფლაი.
ყვავილობა
მნიშვნელოვანი ფაქტორები ვაზის ყვავილობისას ვაზის ყვავილობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და სათუთი პერიოდია მევენახეობაში.

ვაზის ყვავილობა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და სათუთი პერიოდია მევენახეობაში. უმეტესწილად ამ დროს წყდება, როგორი იქნება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი.

კლიმატური პირობები: ამინდი ყველაზე მეტად მოქმედებს ყვავილობის პროცესზე, ოპტიმალური ტემპერატურაა 20–25°C. თუ ტემპერატურა 15°C-ზე დაბალია, დამტვერვა ფერხდება, ხოლო 35-40°C-ზე ზევით მტვრის მარცვლები სტერილური ხდება (შრება). ყვავილობისას ხშირი წვიმები რეცხავს მტვერს, ხელს უშლის დამტვერვას და ზრდის სოკოვანი დაავადებების რისკს. ძლიერმა ქარმა შეიძლება ფიზიკურად დააზიანოს ნაზი ყვავილედები ან ნაადრევად ჩამოყაროს ისინი.

საკვები ელემენტები (ბორი და თუთია): ყვავილობის წინ და ამ პროცესში მცენარეს განსაკუთრებით სჭირდება მიკროელემენტები ბორი და თუთია. ბორი ხელს უწყობს მტვრის მილაკის ზრდას და განაყოფიერებას. მისი ნაკლებობა ხშირად ხდება ყვავილების ცვენის მიზეზი. თუთია ასევე მნიშვნელოვანია ყვავილედების სწორი განვითარებისთვის.

სოკოვანი დაავადებები: ყვავილობის პერიოდში ვაზი ყველაზე მეტად მოწყვლადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. ამ პერიოდში გარდა ჭრაქისა და ნაცრისა, აუცილებელია სიდამპლის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ წამლობა, რომელიც იჭრება ყავილედში, და თავს იჩენს საკამოდ გვიან სიმწიფის დაწყებისას.

რჩევა: ყავილობის პერიოდში რეკომენდირებულია სისტემურ-კონტაქტური პრეპარატი გარსიას გამოყენება.
ვაზის ჭკნობა
რა იწვევს სიმწიფის დასაწყისში ვაზის ჭკნობას? ვაზის ჭკნობა (Berry Shrivel), რომელიც ფიზიოლოგიური დარღვევაა, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეღვინეობას.

ვაზის ჭკნობა, რომელიც ფიზიოლოგიური დარღვევაა, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეღვინეობასა და სასუფრე ყურძნის ინდუსტრიას მთელ მსოფლიოში. დამწიფების პროცესის ადრეული შეწყვეტა იწვევს ამ დარღვევას, რაც გამოიხატება მარცვლის დაჭკნობითა და შაქრის დაგროვების შემცირებით, რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობასა და ნაყოფის ხარისხზე. ვაზის ჭკნობა რჩება ვენახის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ამოუცნობ მოვლენად.

კვლევები ადასტურებს, რომ ვაზის ჭკნობა არ არის გამოწვეული პათოგენით (ვირუსით, ბაქტერიით ან სოკოთი). ეს არის ფიზიოლოგიური დარღვევა, რომლის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი ჯერ კვლავ დასადგენია. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ მარცვალში შაქრის დაგროვების შეწყვეტა პირდაპირ კავშირშია რბილობის უჯრედების კვდომასთან (Mesocarp cell death). როდესაც უჯრედები კვდომას იწყებენ, მარცვალი კარგავს უნარს, „მიიზიდოს“ შაქარი ფლოემიდან. ეს პროცესი იწყება მანამ, სანამ გარეგნული სიმპტომი (ჭკნობა) თვალსაჩინო გახდება. დადგინდა, რომ პრობლემა არა შაქრის წარმოებაში (ფოთლებში), არამედ მის ტრანსპორტირებაშია. ვაზის ჭკნობის დროს ირღვევა შაქრის გადამტანი ცილების (საქაროზის ტრანსპორტერების) მუშაობა, რის გამოც შაქარი მარცვალში ვეღარ შედის.

რჩევა: უზრუნველყავით ნიადაგის დაბალანსებული კვება კალიუმითა და მაგნიუმით, რათა ხელი შეუწყოთ შაქრის ტრანსპორტირებას და თავიდან აიცილოთ უჯრედების კვდომა. ასევე, მოახდინეთ მოსავლის მკაცრი ნორმირება (ზედმეტი მტევნების მოცილება), რათა შეამციროთ ვაზის ფიზიოლოგიური დატვირთვა სიმწიფის კრიტიკულ ფაზაში.
სტრესი
გვალვა, ყინვა, სეტყვა... როგორ დავეხმაროთ ვაზს სტრესულ პირობებში? ვაზის მოვლა სტრესულ პირობებში თანამედროვე მევენახეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ვაზის მოვლა სტრესულ პირობებში (გვალვა, ყინვა, სეტყვა ან ფიტოტოქსიკურობა) თანამედროვე მევენახეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბიოსტიმულატორები ამ დროს მოქმედებენ არა როგორც სასუქი, არამედ როგორც „იმუნომოდულატორები“, რომლებიც მცენარეს ეხმარებიან შინაგანი რესურსების მობილიზებაში.

ამინოსოლში შემავალი ამინომჟავები და პეპტიდები არის ყველაზე ეფექტური საშუალება „შოკურ“ მდგომარეობაში (მაგალითად, სეტყვის შემდეგ). მცენარეს აღარ უწევს ენერგიის ხარჯვა ამინომჟავების სინთეზზე და მზა სახით იღებს მათ უჯრედების აღსადგენად.

ბროტავერდის აქტიური ნივთიერება, ალუმინის ლიგნოსულფონატი, მოქმედებს როგორც სისტემური გამწმენდი და აღადგენს წვენის თავისუფალ ცირკულაციას. ის ხელს უწყობს მცენარეში ლიგნინის შრის გასქელებას, რაც ქმნის ბუნებრივ მექანიკურ ბარიერს და მნიშვნელოვნად აძლიერებს მცენარის ფიზიკურ გამძლეობას მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

მეგაფოლი არის მცენარეული ანტისტრესული პრეპარატი, რომელიც მდიდარია ამინომჟავებით, ბეტაინებითა, ვიტამინებითა და ზრდის ფაქტორებით. იგი ეხმარება მცენარეს მომენტალურად დაძლიოს გვალვით ან სხვა ფაქტორით მიღებული სტრესი, შეინარჩუნოს უჯრედების ტურგორი და სწრაფად აღადგინოს ვეგეტატიური ზრდა.

📋 ვაზის დაცვის ტექნოლოგიური სქემა

N ფენოლოგიური ფაზა დანიშნულება დასახელება მოქმედი ნივთიერება დოზა 100 ლ წყალში საჰექტრო წყლის ხარჯვის ნორმა დოზა 1 ჰა
1 2-4 ფოთლის ფაზა ჭრაქი კურატიო ციმოქსანილი 50% 0.2 250 0.5
ჭრაქი, ფომოფსისი მანჩეტი ზირამი 760 გ/კგ 0.5 250 1.25
ტკიპა კროშე ტებუფენპირადი 200 გ/კგ 0.08 250 0.2
2 4-6 ფოთლის ფაზა ჭრაქი, ფომოფსისი კაირა(დეტოლი აზოქსი) აზოქსისტრობინი 250 გ/ლ 0.2 300 0.6
ჭრაქი, ფომოფსისი ტაკკაპტანი კაპტანლი 50% 0.4 300 1.2
სტიმულატორი ბროტავერდი ალუმინის ლიგნოსულფონატი 0.3 300 0.9
ფოთლოვანი კვება აქუაბორი წყალში ხსნადი ბორი -11 % 0.2 300 0.6
ფოთლოვანი კვება თუთია 700 თუთიის ოქსიდი- 40 % 0.2 300 0.6
3 ყვავილედის განცალკევების ფაზა ჭრაქი ალფოსეთილი ალუმინის ფოსეთილი 800 გ/კგ 0.5 400 2
ფოთლოვანი კვება კობრე სპილენძის დი-გლუკონატი, Cu-6% 0.3 400 1.2
ჭრაქი, ფომოფსისი მანჩეტი ზირამი 760 გ/კგ 0.5 400 2
ნაცარი მირიქალი ტებუკონაზოლი 250 გ/ლ 0.15 400 0.6
4 ყვავილობის დასაწყისი ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე გარსია მეთირამი 550 გ/კგ + პირაკლოსტრობინი 50 გ/კგ 0.5 400 2
სტიმულატორი ამინოსოლი ამინომჟავები და პეპტიდები - 58%, აზოტი- 9,4%, კალიუმის ოქსიდი - 1,1% 0.25 400 1
ყურძნის ჭია ბეთრინი დელტამეტრინი 25 გ/ლ 0.2 400 0.8
5 სრული ყვავილობა ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე კაირა(დეტოლი აზოქსი) აზოქსისტრობინი 250 გ/ლ 0.2 500 1
ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე ტაკკაპტანი კაპტანლი 50% 0.4 500 2
6 გამოხორბვლა ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე გარსია მეთირამი 550 გ/კგ + პირაკლოსტრობინი 50 გ/კგ 0.4 500 2
ცრუფარიანა კარლიტა სპიროტეტრამატი 100 გ/ლ 0.3 500 1.5
ნაცარი თხევადი გოგირდი გოგირდი 80% 0.4 500 2
ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე არვიკა ბოსკალიდი 200 გ/ლ + კრეზოქიმ-მეთილი 100 გ/ლ 0.1 500 0.5
7 ისვრიმობის ფაზა ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე პიგალუსი აზოქსისტრობინი 200 გ/ლ +დიფენოკონაზოლი 0.2 500 1
ნაცარი ფაინსულფური ან თხევადი გოგირდი გოგირდი 80% 0.4 500 2
ყურძნის ჭია დეტოლი ემა ემამექტინ ბენზოატი 17 გ/ლ 0.3 500 1.5
8 მტევნის შეკვრა ჭრაქი კურატიო ციმოქსანილი 50% 0.2 500 1
ჭრაქი ფლუაზინოვა პლუსი ფლუაზინამი 50% 0.2 500 1
ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე არვიკა ბოსკალიდი 200 გ/ლ + კრეზოქიმ-მეთილი 100 გ/ლ 0.1 500 0.5
9 მწვანე მარცვლის ფაზა ჭრაქი კობოქსი სპილენძის ოქსიქლორიდი 80 %, მეტალური - 50% 0.4 500 2
ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე ატრეუსი პირიმეთანილი 310 გ/ლ + ტრიფლოქსისტრობინი 95გ/ლ 0.1 500 0.5
10 შეთვალება ჭრაქი კობოქსი სპილენძის ოქსიქლორიდი 80 %, მეტალური - 50% 0.4 500 2
ყურძნის ჭია დეტოლი ემა ემამექტინ ბენზოატი 17 გ/ლ 0.3 500 1.5
11 სიმწიფე ჭრაქი კობოქსი სპილენძის ოქსიქლორიდი 80 %, მეტალური - 50% 0.4 500 2

სიახლეები