Hektaş
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
