Showing all 4 results

ჩვენება 9 12 18 24

ალფოსეთილი

ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

ატრეუსი

ატრეუსი არის ფუნგიციდი სუსპენზიის კონცენტრატის სახით, რომელიც წარმოადგენს ორი განსხვავებული აქტიური ნივთიერების კომბინაციას. ამ ორი აქტიური ნივთიერებიდან ერთ-ერთია პირმეთანილი, ანილნოპირიმიდინის ჯგუფის კონტაქტური და ტრანსლამინარული ფუნგიციდი, რომელსაც აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები.

კაირა

კაირა არის სისტემური, ფართო სპექტრის ფუნგიციდი , რომელიც შეიცავს აზოქსისტრობინს. პრეპარატი ეკოლოგიურად სუფთაა და უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე.

ფუდინი

ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.