ინსექტიციდი
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.
ჰექტოლინეუმი
ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.
